1.6×10-37 სანტიმეტრი – სამყაროში ყველაზე პატარა მანძილი, ე.წ. „პლანკის სიგრძე“. არსებობს ასევე „პლანკის დრო“ – ეს ის დროა, რასაც სინათლის სხივი ანდომებს პლანკის სიგრძის გავლას ვაკუუმში.
10-26 სანტიმეტრი – ყველაზე მცირე ნაწილაკი – ნეიტრინო
10-18 სანტიმეტრი – ზომა, რომლის იქეთაც ადამიანი ვერაფერს ზომავს, უბრალოდ აფასებს, ან ვარაუდობს.
5×10-13 სანტიმეტრი – უმცირესი ზომა, რომელში ჩახედვაც ადამიანს ყველაზე ძლიერი მიკროსკოპით შეუძლია.
10-6 სანტიმეტრი – უმცირესი ზომა, რომლის დანახვაც ადამიანს შეუიარაღებელი თვალით შეუძლია.
24 კილომეტრი – ჩვეულებრივი ნეიტრონული ვარსკვლავის დიამეტრი. თუმცა მისი სიმკვრივე იმდენად მაღალია, რომ მისი ერთი მილილიტრი იწონის 500 მილიარდ კილოგრამს!!! (დაახლოებით იმდენს, რამდენსაც მთელი კაცობრიობა) მისი სიმკვრივე მზის სიმკვრივეს დაახლოებით 300-400 ტრილიონჯერ აღემატება და ატომბირთვების სიმკვრივეს უახლოვდება.
10 მილიონი კილომეტრი – ყველა ადამიანის ჯამური სიმაღლე, რაც 7-ჯერ აღემატება მზის დიამეტრს და თითქმის უტოლდება პოლუქსის – წითელი გიგანტის – დიამეტრს.
2.8 მილიარდი კილომეტრი – ყველაზე დიდი ცნობილი ვარსკვლავის – VY Canis Majoris დიამეტრი. იგი მზის დიამეტრს 2000-ჯერ აღემატება! წარმოიდგინეთ თვითმფრინავი, რომელიც ამ ვარსკვლავს გარს უვლის 900 კმ/სთ სიჩქარით, ერთ შემოვლას დასჭირდებოდა 1100 წელი!!!
17 მილიარდი კილომეტრი – ყველაზე დიდი მანძილი, რომელიც ადამიანის მიერ შექმნილმა ობიექტმა იარა. საუბარია ვოიაჯერ 1-ზე, ხოლო ეს მანძილი დაახლოებით 16 სინათლის საათს შეადგენს.
140 მილიარდი კილომეტრი – მანძილი, რომელზეც ციური სხეული, სახელად „სედნა“ არის დაშორებული მზისგან. ის არის მზის სისტემის ჯერჯერობით ბოლო ობიექტი, რომელიც მზის გარშემო წრეს კრავს და ამას დაახლოებით 10 000 წელს ანდომებს.
9.5 ტრილიონი კილომეტრი – მანძილი, რომელსაც სინათლის სხივი ვაკუუმში ერთი წლის განმავლობაში გაივლის, ე.წ. „სინათლის წელიწადი“.
ჩვენი გალაქტიკის, ირმის ნახტომის, დიამეტრი დაახლოებით 100 000 სინათლის წელიწადია, სისქე – 1 000 სინათლის წელიწადი.
450 ათასი სინათლის წელიწადი – მანძილი, რომელიც დედამიწამ შექმნის დღიდან დღემდე გაიარა. დაახლოებით 4,5 სექსტილიონი (4 500 000 000 000 000 000 000) კილომეტრი
2 მილიონი სინათლის წელიწადი – მანძილი, რაც ჩვენს გალაქტიკას უახლოეს გალაქტიკასთან (ანდრომედა) აკავშირებს.
6 მილიონი სინათლის წელიწადი – დიამეტრი, რომელიც აქვს დღესდღეობით ცნობილ ყველაზე დიდ გალაქტიკას – IC 1101
გიგაპარსეკი – სიგრძის საზომი ყველაზე დიდი ერთეული, ტოლია დაახლოებით 3.3 მილიარდი სინათლის წლის.
და ბოლოს, 28 გიგაპარსეკი (93 მილიარდი სინათლის წელიწადი) – სამყაროს დიამეტრი.
წყარო:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
http://cvata.wordpress.com/2013/12/28/%E1%83%9E%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%A0/
ნაციზმის ფანი ვარ და მკაცრი პატრიოტი ვარ. (c)Fanatikosi