1 თვეა რაც იუპიტერს ვაკვირდები, უფრო სწორედ რომ ვთქვათ იუპიტერის თანამგზავრების გადაადგილებას. ძალიან საინტერესოა. ყველაფერი ჩემს "სამეცნიერო"

დღიურში ჩავიწერე. და აი ეს ჩანაწერებიც . . .
იუპიტერი
ივლისი - 2009
15 23:30 - . . O . .
16 23:30 - . . . O .
17 05:00 (ადრე დილით) - . .. O .
23:10 - . O .. .
18 04:00 - . O .. .
23:20 - . O . .
21 23:50 - O . .. .
22 23:10 - . . O .
აგვისტო/2009
02 22:10 - . . O .. .
ამ დროს ავად ვიყავი და ვერ ვნახე იუპიტერი. 04 - ჩემ მეგობარსაც აქვს ტელესკოპი ოღონდ ის სხვა სოფელში იყო, დამირეკა და მითხრა: -მიხო, ეხლა იუპიტერს ვუყურებ და "7" თანამგზავრი ჩანს ჩქარა გადი გარეთ. მე მოვუყევი რაშიც იყო საქმე . . . იმ დღეს მე იუპიტერის ნახვა ყველაზე მეტად მინდოდა . . .
მაგრამ მეორე დღეს რაც მე ვნახე 7 თანამგზავრის ნახვას ნაღდად ჯობდა:
როცა რამოდენიმე საათი ვაკვირდებოდი იუპიტერს და ერთ ძალიან საინტერესო რამ დავინახე. 05/08/2009 9:45 იუპიტერის თანამგზავრების განლაგება დაახლოებით ასეთი იყო -
9:45 . O . . .
10:14 . O. . .
10:55 . O . .
11:18 . .O . .
11:25 . . O . .
11:40 . . O . .
ეს ძალიან საინტერესო იყო . . . 10:55 როცა დავინახე რაც მოხდა, ტელესკოპი სახლში არ შემიტანია. გავარდი ოთახში ჩავიწერე ეს განლაგება, სწრაფად ვივახშმე და როცა ტელესკოპი სახლში უნდა შემომეტანა (სადღაც 11: 15), ბოლოჯერ ჩავიხედე და იუპიტერის მარცხენა მხარე პატარაზე გაწელილი იყო, უფრო ამობურცული იყო ვიდრე მარჯვენა მხარეს. მივხვდი რაც ხდებოდა
06 (რომელი საათი იყო დამავიწყდა ჩამეწერა) . . O .
07 - საზიზღარი ამინდი იყო
08 9:35 - . . O . .
. <-
09 (აქაც დამავიწყდა ჩამეწერა რომელი საათი იყო)
.. O ..
. <-
როგორც ხედავთ ბოლო ორ განლაგებაზე ერთ-ერთ თანამგზავრი უცნაურ ადგილას გამოვიდა. თავიდან მეც ეს თანაგზავრი მეგონა, ბოლოს როცა თბილისში ჩამოვედი შევამოწმე სტელარიუმში (stellarium.org გადმოწერეთ, მე ეს ძალიან გამომადგა) და ეს თანამგზავრი კი არა - ცალკე ვარსკვლავი ყოფილა . . .
და ბოლო
15 12:52 (ამ დროს უკვე თბილისში ვარ, ჩემი ფანჯრებიდან კარგად მხოლოდ სამხრეთი ჩანს, ხოდა სანამ სამხრეთისკენ გადმოვიდოდა იუპიტერი, შემომაბნელდა)
. . . O .
როდესაც იუთუბზე გალილეოს ექსპერიმენტი ვნახე, გადავწყვიტე მეც გამეკეთებინა იგივე.
ამ ესპერიმენტით მან დაამტკიცა, რომ დედამიწა და სხვა პლანეტები ტრიალებდნენ მზის გარშემო, და არა პირიქით, დედამიწის გარშემო ტრიალებდნენ მზე და სხვა პლანეტები . . .
http://www.youtube.com/watch?v=dBRDjxC9ieA . . . აი ეს ვიდეოც
იმედია მოგწონათ ჩემი "ნაშრომი".
სულ პირველად სატურნზე ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა . . .