საქმე იმაშია, რომ იდენტიფიკაციის დროს გამოიყენება ორივე ხერხი: 1) სიგრძის შედარება 2) ნუკლეოტიდური თანმიმდევრობის შედარება.
არწივი91) ცალკეულ გენებში (მაგ. ცილა ამელოგენინის, კოლონიამასტიმულირებელი ფაქტორების და ა. შ.) არის ეგრეთწოდებული მოკლე ტანდემურად განმეორებადი Short tandem repeats , ანუ STR ფრაგმენტები, რაც გულისხმობს კონკრეტული რამდენიმე ნუკლეოტიდიანი თანმიმდევრობის ჯერადად გამეორებას.
იდენტიფიკაციის დროს ხდება სწორედ ამ STR ფრაგმენტების ჯერადობის, ანუ სიგრძის შედარება. ხდება დნმ-ს ამპლიფიკაცია კონკრეტული პრაიმერებით და მერე ელექტროფორეზი, რომელშიც ამპლიფიცირებული ფრაგმენტები განაწილდება ზომის მიხედვით. თუ ადამიანს ერთი და იგივე სიგრძის STR აქვს მიღებული დედისაგანაც და მამისაგანაც, მიიღება 1 ზოლი, თუ სხვადასხვა სიგრძისა-2. არსებობს სტანდარტული "ალელური კიბეები" (Allelic Ladder), რომელსაც ადარებ მიღებულ ფრაგმენტს და ადგენ მის სიგრძეს (ამჟამად ეს ავტომატურად ხდება).
სტატისტიკურად 99.99% სარწმუნო შედეგს იძლევა 13-15 სხვადასხვა STR ფრაგმენტის შედეგი: გამოსაკვლევი პირის პროფილი ედრება სავარაუდო მშობლებისას და ამით დგინდება, რომელი ფრაგმენტი რომლისაგან აქვს მიღებული. (როცა ფრაგმენტებზე ვსაუბრობ, იგულისხმება ალელური გენი. უბრალოდ, "ფრაგმენტი" ამ შემთხვევაში აღმომჩენი ობიექტია)
ვთქვათ, დედას AAAA ლოკუსში აქვს 16, 17 (ანუ, STR ჯერადობა არის ერთ ალელურ გენში 16-ჯერადი, მეორეში-17- ჯერადი)
სავარაუდო მამას იგივე ლოკუსში 15, 19
გამოსაკვლევ პირს-16, 20
ცხადია, რომ 16 მიღებული აქვს დედისაგან, ანუ 20 უნდა ჰქონდეს მამისაგან, მაგრამ ვინაიდან სავარაუდო მამას ეს ალელი არ აღენიშნება, ე.ი. არ ყოფილა ცდისპირის ბიოლოგიური მამა.
იდენტიფიცირებულია ასევე Y ქრომოსომაში არსებული გენების STR ფრანგმენტებიც და ამის მეშვეობით შესაძლებელია, დადგინდეს ნათესაობა მამის ხაზით. მამასა და ვაჟიშვილში იდენტურია ფრაგმენტების სიგრძე.
2) რაც შეეხება სექვენირებას, ძირითადად, გამოიყენება მიტოქონდრიული დნმ-ს შემთხვევაში და იყენებენ მხოლოდ მაშინ, როცა გამოსაკვლევი მასალა ძალიან ძველია და მასში გენომური დნმ უნდა დეგრადირებულია, უვარგისია ანალიზისათვის ან საერთოდ არ არსებობს (მაგ. მოჭრილ ან ჩამოცვენილ თმაში მხოლოდ მიტ-დნმ-ს ნახავ. გენომურ დნმ-ს ვერ აღმოაჩენ. ცოცხალი ეპითელიუმი უნდა ჰქონდეს გარშემო). ასევე, ძველი და დამწვარი ძვლებიდანაც ძალიან რთული საანალიზოდ გამოსადეგი გენომური დნმ-ს მიღება.
მიტოქონდრიული დნმ-ს გამოკვლევას დიდი მნიშვნელობა აქვს გენალოგიური კვლევებისათვის, ზოგჯერ კრიმინალისტიკაშიც-როცა საიდენტიფიკაციოდ წარმოდგენილია დამწვარი ან სრულიად გახრწნილი ცხედარი . მამობის დასადგენად უვარგისია (რადგან მიტ. დნმ მხოლოდ დედიდან გადაეცემა) და ისედაც, ზედმეტი ხარჯია სეკვენირების კეთება.
გამოსაკვლევი ობიექტი მამობის დადგენის დროს არის ან სისხლი, ან ძალიან მარტივად-ლოყის ეპითელიუმი (დოლბანდის ნაჭერი რომ გააღეჭინო ადამიანს, ან შპატელზე დაახვიო და ლოყას მოუსვა შიგნიდან-პირის ღრუში, ეგეც საკმარისია ).
კრიმინალისტიკაში ობიექტები უფრო მრავალფეროვანია: სისხლი (+სისხლის ლაქა), ნერწყვი (+კვალი, მაგ. სიგარეტის ნამწვი, კევი, კბილის ჯაგრისი

), ძვალი, კუნთი, თმა, სპერმა, ზედა სასუნთქი გზების და ვაგინალური სეკრეტები, კბილები...
იდენტიფიკაცია ხდება ან პირდაპირ (მოცემული კვალი ეკუთვნის თუ არა ამა და ამ პიროვნებას-როცა ამ პიროვნების ნიმუში მისაწვდომია), ან არაპირდაპირ-მშობლობის ექსპერტიზის გმაოყენებით. მაგალითად, როცა პიროვნება დაკარგულია, სავარაუდოდ მისგან დატოვებული კვალი შეიძლება, შეადარო მისი მშობლის ან შვილის ნიმუშს.
This post has been edited by Solveig on 13 Jul 2012, 04:16
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!