#17897648 · 10 Feb 2010, 10:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | ხომ არ მიუთითებდი სამეცნიერო ნაშრომებს, სადაც (როგორ შენ აცხადებ) ნეანდერტალერის გენი გაშიფრულიაო. |
ნენდერტრალელის გენომ-პროექტი, როგორც ლეიფციგის მაქს-პლანკ-ინსტიტუტის ევოლუციური ანთროპოლოგიის განყოფილება (გფრ) და ბრედფორდის უნი.(აშშ) და ასევე ამ პრობლემატიკაზე მომუშავე სხვა კვლევითი ინსტიტუტები იუწყებიან, დასასრულს უახლოვდება. სადღეისოდ სამი მილიარდი ბაზა უკვე სექვენცირებულია (გაშიფრული) 13.02.2009. ამ წლის ბოლომდე ჩიკაგოში "AAAS (Advanced Science Serving Society) შეხვედრაზე მოხდება შედეგების პრეზენტაცია. ამ პრობლემაზე მომუშავე გლობალური კონსორციუმის წინასწარი მონაცემებით ნეანდერტალელს, თუ საერთოდ რაიმე, მხოლოდ ძალიან მცირე წვლილი შეიძლება მიუძღვოდეს თანამედროვე ადამიანის ევოლუციის პროცესში. ლაიფციგში მიტოქონდრიული დნმ-ის სექვენცირებამ აჩვენა, რომ ნეანდერტალელის ეს დნმ-ი არ წარმოადგენს ადამიანის მიტოქონდრიული დნმ-ის ვარიაციას. ამ ორი სახეობის გენომსექვენცების შიმპანზეს იგივე დნმ-თან შედარებამ კი აჩვენა, რომ ნეანდერტალელი და თანამედროვე ადამიანის წინაპარების ევოლუციური გზები 660 000 + 140 000 წლის წინ გაიყო. ნეანდერტალელის "ფოსილ-დნმ-ის" მასალა არებული იყო 38 000 წლის ძვლის ფრაგმენტიდან, რომელიც ხორვატიაში 1980 წელს იქნა ნაპოვნი. ერთ-ერთი წყარო: Green, R.E. et al.: A complete Neanderthal mitochondrial genome sequence determined by high-throughput sequencing; Cell, Vol 134, 416-426, 08 August 2008.
|