რას მიხვდი კაცო

განტოლება შეცდომით დამიწერია, (a+1) is magivrad (a-1) უნდა მეწეროს

ასევე ქვევითა წერტილის კოორდინატში ჯერ Y დავწერე და მერე X პირიქით უნდა იყოს ანუ (2,-1) უნდა წერებულიყო

(ჩემი ტიპიური შეცდომებია

)
მოკლედ გავასწორე უკვე და დავუმატე ნახაზს რამეები კიდევ.
K წერტილი არის წრეწირის ცენტრი, რომელსაც შენ ეძებ. A არის მისი რადიუსი.
ეგ წრეწირი ხომ უნდა გადიოდეს (2,-1) წერტილზე, ხოდა მაგიტომ არის მანძილი K და (2,-1) ს შორის A-ს ტოლი (ანუ რადიუსია რა ეგ მონაკვეტი), ასევე რახან X ღერძს ეხება წრეწირი, უნდა იყოს მონაკვეთი K და Y ღერძს შორის (ეგეც რადიუსია) A-ს ტოლი.
თუ (2,-1) წერტილიდან დაუშვებ მართობს ზევითა რადიუსზე მიიღება მართკუთხა სამკუთხედი, რომლის ჰიპოტენუზა (ანუ მონაკვეთი K და (2,-1)-ს შორის) არის A-ს ტოლი.
ეხლა კათეტები გვაინტერესებს: ზევითა კათეტი არის (A-2) რადგან მაგ შეერთების წერტილის X კოორდინატი და (2,-1) ის X კოორდინატი ერთმანეთის ტოლია, და აკლებ დიდი მონაკვეთის სიგრძეს იმ პატარა მონაკვეთის სიგრძეს (2-ს). ჰორიზონტალური კათეტი კიდევ უნდა იპოვო შემდეგნაირად: K წერტილის X კოორდინატი არის A-ს ტოლი, რადგან K წერტილი Y ღერძიდან დაშორებულია A მანძილით,Y კოორდინატი არის (A-2) ეგ იმ წრფის განტოლების გამო (ხომ გქონდა წრფის განტოლება Y=X-2), ანუ მანძილი K წერტილიდან X ღერძამდე არის (A-2), მაგ მანძილს ემატება მანძილი (2,-1) წერტილისა X ღერძამდე რომელიც 1 ის ტოლია და ღებულობ (A-2+1) ანუ (A-1)
ჰოდა ეხლა გაქვს ერთუცნობიანი განტოლება:
A^2=(A-2)^2+(A-1)^2 საიდანაც A არის 5 ან 1-ის ტოლი.
თუ A 1-ის ტოლია მაგ მართკუთხა სამკუთხედს აზრი არ ექნება იმიტომ რომ A-2 უარყოფითი გამოდის და მონაკვეთი ხომ ვერ იქნება უარყოფითი (აქვე თუ დააკვირდები A=1 ქვევითა წრეწირის რადიუსია

). დაგვრჩება A=5 ანუ ზევითა წრეწირის რადიუსი არის 5. ცენტრის კოორდინატები კიდევ იქნება X=5 და Y=4
საბოლოოდ წრეწირის განტოლება არის (X-5)^2+(Y-4)^2=5^2
ეს იმ ზოგადი ფორმულიდან თავიდან რომ დაგიწერე

იმედია მიხვდები, თუ ვერა, ხვალე ცოტა ხანი მოვიცლი და შემოსკაიპდი იქ აგიხსნი 5 წუთში...
მიმაგრებული სურათი