
რაღაც ვერ ვპოულობ მაგ წიგნებს ჩემი უნივერსიტეტის ონლაინ ბიბლიოთეკაში

მარა ზოგადად აგიხსნი რაც შეიძლება ეკონომიკაში დაგჭირდეს.
ჩვენი მასალა იყო ასე:
1) სიმრავლეები და სიმრავლეებზე ოპერაციები.
2) მწკრივები, ფუნქციის ზღვარი, ესენი იყო მერე წარმოებულებზე გადასასვლელად
მერე იყო წარმოებულები
მერე ფუნქციების გამოკვლევა
ესენი რაც შენ უკვე ნასწავლიც გექნება მარა ესენი თუ იცი შემდეგი მასალაც ადვილი გასაგებია
ამის მერე მოდიოდა ტეილორის აპროქსიმაცია, ეს ძალიან კარგი რამეა თუ გინდა ძირფესვიანად გაიგო ეკონომიკაში რამეები
ლაგრანჯის მიახლოება, გასაგებად მარტივი და ძალიანაც არ გჭირდება.
ლაგრანჟით ფუნქციის მაქსიმუმ მინიმუმის პოვნა, მიკროეკონომიკაში და მაკროეკონომიკაში ამის გარეშე არ არსებობს, მაგრამ აქ თუ წარმოებულები და განტოლების სისტემის ამოხსნა კარგად იცი არ გაგიჭირდება
მერე ამ ლაგრანჟის ცოტა გართულებული ფორმა ( მაგრამ ძალიან მაგარი რაღაც) ქუჰნ-თაქერის პირობები
შეიძლება წრფივი ოტიმიზაციაც გაგატარონ მარა ეგეც ადვილია და თან აუცილებელიც არაა.
ინტეგრალები და დიფერენზიალური განტოლებების ამოხსნა
ძირითადად თუ თოფურიას მასალას კარგად ფლობ და ნორმალურად ისწავლი არ გაგიჭირდება.
ფინანსებში ორი განხრა არის: ერთი რომელშიც უფრო თეორიული რაღაცეებია, მაგალითად აუდიტორი ეცოუნტანტ და ა.შ. ანუ სადაც IFRS-ს (ინტერნაციონალური) და US-GAAP-ს (ამერიკული) HGB-ს (გერმანიისთვის მარა მოძველდა) სწავლობ, აქ საზეპიროები გაქვს ბევრი, საზეპირო განა უნდა გაიზუთხო მარა კანონები უნდა იცოდე კარგად რა როგორ უნდა აგრიცხო და გაატარო. მეორე ფინანსების განხრა მიდის უფრო მათემატიკური რაც არის რისკების მენეგმენტი, დერივატივე ინვესტმენტი. თუ პირველს აირჩევ მათემატიკაში კალკულატორის მეტი არაფერი დაგჭირდება

თუ მეორეს მაშინ კი გჭირდება მათემატიკა მარა მანდაც არის სხვადასხვა მიმართულებები სადაც მეტნაკლებად გჭირდება.
სტატისტიკა და ეკონომეტრია აუცილებელია მეორე ნაწილში მაგის გარეშე არაფერი არ გამოვა. მარა მანდ მათემატიკა ბევრი არ უნდა დიფერენზიალური განტოლებები და ინტეგრალები გჭირდება ძირითადად.
შენ მათემატიკა შეიძლება იმიტომარ მოგწონს ეხლა რომ გამოყენებას ვერ პოულობ და უინტერესოა, მეც მასე ვიყავი მაღლივში სულ ვაცდენდი და არ ვსწავლობდი მარა ეხლა მაგრად შემიყვარდა, გამოყენება რომ ვისწავლე... ძაან მაგარი რამეა მათემატიკა და მაგას მიხვდები სწავლისას

ჰო მართლა რომელ უნივერსიტეტში აბარებ? ჯავახიშვილში გადიხართ მაგ წიგნებით?
This post has been edited by ibo on 1 May 2010, 00:29