ჯამში და თეფშში რა დაჯდება დამოკიდებულია შენს ფანტაზიაზე.
შეიძლება ველოსიპედის გადაგდებული ბორბალი აიღო და შეგიძლია მაღაზიაში იყიდო ცალკე.
თუ ჩხირკედელა ხარ და წარმოსახვის კარგი უნარი გაქვს, შეგიძლია ხარჯები მინიმუმადე დაიყვანო.
თუ 10სმ -იანი მავთულის საყიდლადაც ბაზრობაზე/მაღაზიაში გაიქცევი - ჩემი რჩევა იქნება საერთოდ არ მოკიდო ხელი ეგეთ საქმეებს

რაც შეეხება ველოს ბორბალს: მისი დიამეტრი მიახლოებით, ვთქვათ, არის 60 სმ. ვნახოთ რა ზიმძლავრის მოცემა შეუძლია.
ქარის სიმძლავრე P = 0.5*S*Ro*V^3 (S-ფთების მიერ შემოწერილი ფართობია, ანუ ის ფართობი რასაც ფრთები შემოწერენ ტრიალის დროს, Ro - ჰაერის სიმკვრივეა, V - ქარის სიჩქარე)
60 სმ დიამეტრის ბორბლის ფართობი იქნება 0.28 მ^2.
Ro = 1.23 კგ/მ^3 ზღვის დონეზე (რაც ზემოთ ადიხარ მით ნაკლებია)
საშუალოდ ქარის სიჩქარე არის ხოლმე 5 - 10 მ/წმ. ავიღოთ 5 მ/წმ
P1 = 0.5 * 0.28 * 1.23 * 125 = 21 ვატი;
თუ ავიღებთ 10 მ/წმ ქარის სიჩქარეს:
P2 = 0.5 * 0.28 * 1.23 * 1000 = 172.2 ვატი.
ეს არის ის მაქსიმალური სიმძლავრე რასაც ბორბალი იძლევა მოცემული სიჩქარის დროს.
აქ გასათვალისწინებელია მარგიქმედების კოეფიციენტი როგორც თვითონ ბორბლის ისევე გენერატორის. რაც ჯამში არის ხოლმე 0.6 -0.7
და საბოლოოდ P1 = 0.7 .* 21 = 14.7 ვატი;
P2 = 172 * 0.7 = 120 ვატი
რა შეიძლება ვამუშავოთ 120 ვატზე?
ალბათ ერთი 60 -70 ვატიანი იანი LCD ტელევიზორი + 30-40 ვატიანი ნათურა.
ან ერთი 100 ვატიანი ნათურა.
ან რამოდენიმე 20 ვატიანი დღიდ განათების ნათურა.