Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(10)
« პირველი
...
6
7
[8]
9
10
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ტვინის გადანერგვა
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
არწივი9
სამაგალითო ქართველი
ჯგუფი: Members
არწივი9
სამაგალითო ქართველი
ჯგუფი: Members
წერილები: 64088
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06
#43855975
· 23 Feb 2015, 21:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლაბარნა
QUOTE
რა თქმა უნდა, იარსებებს, ოღონდ, ჩემი აზრით, ეს იქნება არა ქიმიური ნივთიერება, არამედ ნანორობოტი უჯრედები, რომლებიც დაპროგრამებულები იქნებიან
გადაჭრილი აქსონების შეკეთებაზე და სწორ გადაბმაზე.
მე არ მაქვს საუბარი უჯრედების/აქსონების გადაჭრაზე და მათ შეერთებაზე. ვერც კი წარმომიდგენია როგორი უნდა იყოს ის ნანორობოტი რომელიც ასეთ გადაჭრის უჯრედებს შეაერთებს. მე ის ვთქვი რომ იქნებ უფრო იოლი იყოს რომ უჯრედები ერთმანეთს მათი შეერთებს ადგილას ანუ სინაფსში დავაცილოთ და მერე ისევ შევაკავშიროთ? ასეთ შემთხვევაში უჯრედების მთლიანობა არ დაირღვევა
QUOTE
კარგი ქირურგი არ დააზიანებს ნერვულ ბოჭკოებს და ცდის კიდეც, პარასიმპათიკურ წველთან მიაერთოს გული (ცდომილ ნერვთან), მაგრამ მის რეგენერაციას და ამუშავებას ვერ დავუცდით. გადანერგილ გულში იდგმება პეისმეიკერი, რომელიც თავის თავზე იღებს გულის ავტომატიზმის მართვას. წინაგულის ვენურ სინუსში ისედაც ყალიბდება სინუსური რიტმი, მაგრამ პეისმეიკერი დამატებითი გარანტიაა ხოლმე, რომ ეს რიტმი არ ჩაქრება ან არ მიილევა.
კარგად ვერ გავიგე, გულის გადანერგვის დროს ნერვული უჯრედების ჯერ გაჭრა და მერე მიბმა საჭიროა თუ არა?
--------------------
რაციონალიზმი ჩვენს ცხოვრებას ხდის სასარგებლოდ, ირაციონალიზმი კი საინტერესოდ
ამქვეყნად ყველაფერი იცვლება და მხოლოდ ცვალებადობაა მუდმივი (!)
კვანტური მექანიკა ესაა მეცნიერება კვანტის გამოდების შესახებ ;)
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12253
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10
#43856092
· 23 Feb 2015, 21:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
არწივი9
QUOTE
მე არ მაქვს საუბარი უჯრედების/აქსონების გადაჭრაზე და მათ შეერთებაზე. ვერც კი წარმომიდგენია როგორი უნდა იყოს ის ნანორობოტი რომელიც ასეთ გადაჭრის უჯრედებს შეაერთებს. მე ის ვთქვი რომ იქნებ უფრო იოლი იყოს რომ უჯრედები ერთმანეთს მათი შეერთებს ადგილას ანუ სინაფსში დავაცილოთ და მერე ისევ შევაკავშიროთ? ასეთ შემთხვევაში უჯრედების მთლიანობა არ დაირღვევა
მე კი პირიქით, რაიმე მახვილი ინსტრუმენტით გადაჭრა და მიბმა-შეწებება უფრო წარმომიდგენია, ვიდრე უაღრესად აბურდული და წვრილი ნერვული ძაფების ამოხლართვა და განცალკევება. მაინც დაზიანდება მაგ დროს, როგორც ხე ფესვებით ნიადაგს, ისეა ჩაჭიდებული თავის გარემომცველ ქსოვილებს...
QUOTE
კარგად ვერ გავიგე, გულის გადანერგვის დროს ნერვული უჯრედების ჯერ გაჭრა და მერე მიბმა საჭიროა თუ არა?
გულს გააჩნია საკუთარი, შინაგანი ინერვაცია, ბუნებრივი პეისმეიკერი მარცხენა წინაგულის სინუსში, ე.წ. სინოატრიალური კვანძი, შემდეგ კი ატრიო-ვენტრიკულური კვანძი და ჰისის 2 კონა და პურკინიეს ბოჭკოები თითოეული პარკუჭისათვის. ამის გაჭრა დაუშვებელია, ჯობია გული მთლიანი და დაუზიანებელი გადანერგო. ასევე სადღაც გულის კედლებში ხორციელდება პირველადი სიმპათიკური ინერვაცია, მასაც ვერ დააზიანებ. სამაგიეროდ, პარასიმპათიკური, შემანელებელი ინერვაცია თავის ტვინის მე-10 ნერვით, ცდომილი ნერვით მიეწოდება გულს. მისი გადაჭრა აუცილებელია, ისე გულს დღეს ვერ გადანერგავ. ამის გამო გადანერგილი გული თავიდან უფრო ჩქარა ფეთქავს, სადღაც 100/წუთში (ნაცვლად 65-66/წუთში საშუალო სიჩქარისა). კარგი ქირურგი მაინც იპოვის ცდომილი ნერვის მასპინძლისეულ ტოტს და მას მიაკერებს გადანერგილი გულის ცდომილი ნერვის გაგრძელებას. მართალია, ნერვი დაიღუპება გულისკენა გზაზე და სერიოზულად დაზიანდება ტვინისკენა გზაზე, მაგრამ გარკვეული დროის მერე დაიწყება რეგენერაცია სადღაც რამდენიმე მილიმეტრი ან სანტიმეტრი/წელიწადში სისწრაფით და თუ ასაკი არც ისე დიდია, შეიძლება აღდგეს ფუნქცია.
თუ ნერვები კარგადაა გადაკერილი, შანსია, რომ რეგენერირებული ნერვი ძველ გზას გაყვეს და კარგად აღდგეს. მაგრამ ისეც ხდება, როცა რეგენერაცია მცდარი გზით მიდის და გულის მიხორცების პირველივე თვეებში არითმიები ყალიბდება. აი მაგ მიზნით დგამენ ხოლმე ზუსტად პეისმეიკერებს, ხანდახან ოპერაციის შემდეგაც (ანუ ზოგი საოპერაციო სტრატეგიისას, თუ საჭიროება არ იქნება, არც ჩადგამენ).
--------------------
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
არწივი9
სამაგალითო ქართველი
ჯგუფი: Members
არწივი9
სამაგალითო ქართველი
ჯგუფი: Members
წერილები: 64088
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06
#43866163
· 24 Feb 2015, 21:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლაბარნა
QUOTE
მე კი პირიქით, რაიმე მახვილი ინსტრუმენტით გადაჭრა და მიბმა-შეწებება უფრო წარმომიდგენია, ვიდრე უაღრესად აბურდული და წვრილი ნერვული ძაფების ამოხლართვა და განცალკევება. მაინც დაზიანდება მაგ დროს, როგორც ხე ფესვებით ნიადაგს, ისეა ჩაჭიდებული თავის გარემომცველ ქსოვილებს...
გადაჭრა იოლი საქმეა და მას ბავშვიც მოახერხებს. აი შეწებებაზე რა ვქნათ? დავუშვათ რომ რაიმე უჯრედი გვაქვს მყარად დაფიქსირებული და გი მიკროსკალპელით გადავჭერით და თა ამავდროულად იმასაც მივაღწიეთ რომ ამ ოპერაციისას არცერთი ორგანელა არ დაზიანდა. მერე რა ვქნა? როგორ შევაერთოთ? ციტოპლაზმა ხომ მაშინათვე დაიღვრება? თუმცა ჩვენ კი შეგვიძლია რომ ციტოლოპლაზმა ქიმიური წესით მოვამზადოთ (ანუ ზუსტად ისეთივე ქიმიური შემადგენლობის/ტემპერატურის ხსნარი როგორიც უჯრედშია, ოღონდ ორგანელები არ იქნება შიგ) და უკანვე უჯრედში შევუშხაპუნოთ, მაგრამ მთავარი პრობლემა ისაა რომ უჯრედის ორი გადაჭრილი ნაწილის ფოსფოლიპიდებისგან შემდგარი გარსი ასე იოლად, მიდებისთანავე ვერ გაერთიანება.
ამოხლართვა და განცალკევებას რაც შეეხება: თუ არსებობს/იარსებებს ქიმური საშუალება რომ უჯრედები ერთმანეთს ფრთხილად დავაცილოთ სინაფსში მაშინ მათი (უჯრედების) განცალკევება პრობლემა არ იქნება (ისიც საკითხავია-უჯრედების ერთმანეთთან დასაცილებლად რა არის საერთოდ საჭირო?). აი, მერე რა უნდა ვქნათ არ ვიცი, საკითხავია-ასე ერთმანეთს დაცილებული უჯრედები ისევ ერთმანეთს რომ მივადოთ მაშინ სინაფსის აღდგება? და უჯრედებს შორის ისევ წავა ინფორმაციის გაცვლა?
QUOTE
სამაგიეროდ, პარასიმპათიკური, შემანელებელი ინერვაცია თავის ტვინის მე-10 ნერვით, ცდომილი ნერვით მიეწოდება გულს. მისი გადაჭრა აუცილებელია, ისე გულს დღეს ვერ გადანერგავ. ამის გამო გადანერგილი გული თავიდან უფრო ჩქარა ფეთქავს, სადღაც 100/წუთში (ნაცვლად 65-66/წუთში საშუალო სიჩქარისა). კარგი ქირურგი მაინც იპოვის ცდომილი ნერვის მასპინძლისეულ ტოტს და მას მიაკერებს გადანერგილი გულის ცდომილი ნერვის გაგრძელებას. მართალია, ნერვი დაიღუპება გულისკენა გზაზე და სერიოზულად დაზიანდება ტვინისკენა გზაზე, მაგრამ გარკვეული დროის მერე დაიწყება რეგენერაცია სადღაც რამდენიმე მილიმეტრი ან სანტიმეტრი/წელიწადში სისწრაფით
აჰა, ესე იგი შესაძლებელი ყოფილა ნერვის გადაჭრა და მიბმა, მაშ რაშია პრობლემა?
This post has been edited by
არწივი9
on 24 Feb 2015, 21:21
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12253
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10
#43867225
· 24 Feb 2015, 22:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
არწივი9
QUOTE
გადაჭრა იოლი საქმეა და მას ბავშვიც მოახერხებს. აი შეწებებაზე რა ვქნათ? დავუშვათ რომ რაიმე უჯრედი გვაქვს მყარად დაფიქსირებული და გი მიკროსკალპელით გადავჭერით და თა ამავდროულად იმასაც მივაღწიეთ რომ ამ ოპერაციისას არცერთი ორგანელა არ დაზიანდა. მერე რა ვქნა? როგორ შევაერთოთ? ციტოპლაზმა ხომ მაშინათვე დაიღვრება? თუმცა ჩვენ კი შეგვიძლია რომ ციტოლოპლაზმა ქიმიური წესით მოვამზადოთ (ანუ ზუსტად ისეთივე ქიმიური შემადგენლობის/ტემპერატურის ხსნარი როგორიც უჯრედშია, ოღონდ ორგანელები არ იქნება შიგ) და უკანვე უჯრედში შევუშხაპუნოთ, მაგრამ მთავარი პრობლემა ისაა რომ უჯრედის ორი გადაჭრილი ნაწილის ფოსფოლიპიდებისგან შემდგარი გარსი ასე იოლად, მიდებისთანავე ვერ გაერთიანება.
ამიტომაც ვახსენე ნანორობოტები, რომ დაირბინონ და გადააბან ფოსფოლიპიდური მემბრანები. ხოლო ქიმიური ხსნარის როლს ბიოლოგიური ხსნარი, მზა ორგანელებიანი ციტოპლაზმა შეასრულებს.
QUOTE
ამოხლართვა და განცალკევებას რაც შეეხება: თუ არსებობს/იარსებებს ქიმური საშუალება რომ უჯრედები ერთმანეთს ფრთხილად დავაცილოთ სინაფსში მაშინ მათი (უჯრედების) განცალკევება პრობლემა არ იქნება (ისიც საკითხავია-უჯრედების ერთმანეთთან დასაცილებლად რა არის საერთოდ საჭირო?). აი, მერე რა უნდა ვქნათ არ ვიცი, საკითხავია-ასე ერთმანეთს დაცილებული უჯრედები ისევ ერთმანეთს რომ მივადოთ მაშინ სინაფსის აღდგება? და უჯრედებს შორის ისევ წავა ინფორმაციის გაცვლა?
თუ ნაწილობრივი დედიფერენციაცია მაინც წავიდა, მაშინ კი, აღდგება. მაგრამ როდესაც მილიონობით და მილიარდობით ნეირონზეა საუბარი, თანამედროვე ადამიანი ამას მაინც ვერ შეწვდება, ზესწრაფი და ზეზუსტი რობოტი უნდა იყოს ოპერატორი...
QUOTE
აჰა, ესე იგი შესაძლებელი ყოფილა ნერვის გადაჭრა და მიბმა, მაშ რაშია პრობლემა?
დრო.
ვთქვათ, კისრის დონეზე გადავჭერით ნერვები ანუ თეთრი ნივთიერება. კისრიდან საშუალოდ 50-60 სმ მაინც უნდა იაროს ნეირონთა უმრავლესობამ, რომ სინაფსებამდე მიაღწიოს.
როგორც კი გადაჭრი, ნერვების დისტალური ნაწილი მაშინვე (1-2 დღე-ღამეში) მოკვდება, ცენტრალური ნაწილი კი დეგრადაციას დაიწყებს საშუალოდ რამდენიმე მმ/დღეში სიჩქარით.
კარგ შემთხვევაში, 3-5 დღეში დეგრადაციის პროცესი შეწყდება და აქსონის გადარჩენილი ნაწილის ბოლოში წარმოიქმნება ზრდის კოლბა. იგი იზრდება თვეში რამდენიმე სმ-დან (პნს) წელიწადში რამდენიმე მმ-მდე სიჩქარით (ცნს). შესაბამისად, დიდი დრო სჭირდება აღდგენას. ხშირად ინერვაციის აღდგენა სრული არაა, აქსონის მგრძნობიარე ბოლო ვერ მიდის ზუსტად ეფექტორამდე და ეფექტორის გარშემო სხვა უჯრედებში დამთავრდება.
ანუ 1) დიდი დრო სჭირდება აღდგენას; 2) ხარისხი მცირეა.
დანარჩენ, ანუ ცუდ შემთხვევებში, ცნს-ში გადაჭრილი აქსონების გასწვრივ მიელინის გარსი იშლება, რადგანაც ოლიგოდენდროციტები, რომლებიც ვეღარ იღებენ ნერვულ იმპულსებს ამ აქსონისგან, აპოპტოზის პროგრამაში აღმოჩნდებიან ჩართულები. მიელინის გარსი ბოლომდე არ იშლება, მისი ნარჩენები იქვე რჩება, მაინჰიბირებელ ფაქტორებს გამოჰყოფს და რეგენერაციას ხელს უშლის.
რა თქმა უნდა, შეიძლება შეუშვა მაკროფაგები ცნს-ში (თავ-ზურგტვინის ბარიერის გადალახვაში მიეხმარო) და ამით ნახევრადდაშლილი მიელინის გარსების მაინჰიბირებელი მოქმედება შეამცირო. ანდა მანამდე აპოპტოზის პროგრამის ამუშავებას შეუშალო ხელი მედიკამენტების საშუალებით. შეიძლება შეცვალო გენეტიკა, ან გადაარჩიო ორგანიზმები აღდგენის უკეთესი უნარების მიმართულებით. გამოსავალი იქნება, უბრალოდ ამ ეტაპზე ოპტიმალური გადაწყვეტა მიგნებული არ გვაქვს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
არწივი9
სამაგალითო ქართველი
ჯგუფი: Members
არწივი9
სამაგალითო ქართველი
ჯგუფი: Members
წერილები: 64088
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06
#43873254
· 25 Feb 2015, 14:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლაბარნა
QUOTE
ამიტომაც ვახსენე ნანორობოტები, რომ დაირბინონ და გადააბან ფოსფოლიპიდური მემბრანები
ეს გადაბმა რითი უნდა განხორციელდეს? უჯრედის გარსში ფოსფოლიპიდები ერთმანეთზე არიან "მიდებულნი" და თუ არ მეშლება მათ შორის ქიმიური ბმა არ არის. თუ რაიმე ზეზუსტი ხელსაწყოთი მოვახერხებთ მათ ერთმანეთზე მიდებას კიდევ ჰო, მაგრამ შესაძლებელია ეს?
არა მგონია ეს რომელიმე ფერმენტმა გააკეთოს, საჭირო იქნება მათი ერთმანეთზე მექანიკურად ზუსტად მიდება, თან ძალიან ფაქიზად.
QUOTE
ხოლო ქიმიური ხსნარის როლს ბიოლოგიური ხსნარი, მზა ორგანელებიანი ციტოპლაზმა შეასრულებს.
და საიდან უნდა მოვიტანოთ ეს " მზა ორგანელებიანი ციტოპლაზმა"? სხვა ნეირონიდან?
QUOTE
თუ ნაწილობრივი დედიფერენციაცია მაინც წავიდა, მაშინ კი, აღდგება. მაგრამ როდესაც მილიონობით და მილიარდობით ნეირონზეა საუბარი, თანამედროვე ადამიანი ამას მაინც ვერ შეწვდება, ზესწრაფი და ზეზუსტი რობოტი უნდა იყოს ოპერატორი...
ეს დამოკიდებულია ნეირონების რიცხვზე. შენ იცი ზუსტი რიცხვი თუ რამდენი ნეირონი გამოდის თავის ტვინიდან?
QUOTE
ვთქვათ, კისრის დონეზე გადავჭერით ნერვები ანუ თეთრი ნივთიერება. კისრიდან საშუალოდ 50-60 სმ მაინც უნდა იაროს ნეირონთა უმრავლესობამ, რომ სინაფსებამდე მიაღწიოს.
ეს კარგად ვერ გავიგე. ანუ თავის ტვინიდან უჯრედები რომ გამოდის ისინი უწყვეტად ვრცელდებიან ქვემოთ და პირველი სინაფსები სადღაც მკერდის არეშია?
QUOTE
კარგ შემთხვევაში, 3-5 დღეში დეგრადაციის პროცესი შეწყდება და აქსონის გადარჩენილი ნაწილის ბოლოში წარმოიქმნება ზრდის კოლბა. იგი იზრდება თვეში რამდენიმე სმ-დან (პნს) წელიწადში რამდენიმე მმ-მდე სიჩქარით (ცნს). შესაბამისად, დიდი დრო სჭირდება აღდგენას. ხშირად ინერვაციის აღდგენა სრული არაა, აქსონის მგრძნობიარე ბოლო ვერ მიდის ზუსტად ეფექტორამდე და ეფექტორის გარშემო სხვა უჯრედებში დამთავრდება.
ესე იგი, ნერვების გადაჭრით ეს პრობლემა ვერ მოგვარდება. საჭიროა რომ ნერვები ერთმანეთს ფრთხილად მოცილდეს სინაფსებში და მერე ასევე ფრთხილად შეერთდეს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12253
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10
#43878535
· 25 Feb 2015, 23:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
არწივი9
QUOTE
ეს გადაბმა რითი უნდა განხორციელდეს? უჯრედის გარსში ფოსფოლიპიდები ერთმანეთზე არიან "მიდებულნი" და თუ არ მეშლება მათ შორის ქიმიური ბმა არ არის. თუ რაიმე ზეზუსტი ხელსაწყოთი მოვახერხებთ მათ ერთმანეთზე მიდებას კიდევ ჰო, მაგრამ შესაძლებელია ეს?
სრულიად შესაძლებელი მგონია, მთავარია, ნანოხელსაწყოები დავაპროგრამიროთ სწორად. ფოსფოლიპიდების ერთმანეთთან ახლოს მიტანა ან ზეთოვანი მიკროწვეთებით დეფექტების შევსება და ციტოსკელეტონის ცილების გადაბმა/აღდგენა ალბათ უშველიდა საქმეს. ფერმენტი არა, ფერმენტების მთელი კასკადი დაგვჭირდება, ანუ სპეციფიალური დიზაინის მქონე ხელოვნური ორგანელა, დავარქვათ "გადამბმელა". ))
QUOTE
და საიდან უნდა მოვიტანოთ ეს " მზა ორგანელებიანი ციტოპლაზმა"? სხვა ნეირონიდან?
სინჯარიდან, კლონირების საშუალებით.
QUOTE
ეს დამოკიდებულია ნეირონების რიცხვზე. შენ იცი ზუსტი რიცხვი თუ რამდენი ნეირონი გამოდის თავის ტვინიდან?
ნეირონი არა, უფრო აქსონი. როგორც მინიმუმ, 2 მილიონი აქსონი გადის ტვინის ღეროში თავის ტვინსა და ზურგის ტვინს შორის:
http://www.neuroanatomy.wisc.edu/virtualbr.../01Pyramid.html
QUOTE
თავის ტვინიდან უჯრედები რომ გამოდის ისინი უწყვეტად ვრცელდებიან ქვემოთ და პირველი სინაფსები სადღაც მკერდის არეშია?
თავის ტვინიდან გამოსული აქსონები სინაფსებს ამყარებენ ზურგის ტვინის რუხ ნივთიერებაში, შეიძლება იქვე კისრის სეგმენტებში ქნან ეგ საქმე, შეიძლება წელის და გავის. საშუალო სიგრძე რომ ავიღოთ, გულმკერდის მალები გამოვა ალბათ.
QUOTE
ესე იგი, ნერვების გადაჭრით ეს პრობლემა ვერ მოგვარდება. საჭიროა რომ ნერვები ერთმანეთს ფრთხილად მოცილდეს სინაფსებში და მერე ასევე ფრთხილად შეერთდეს.
მარტო გადაჭრით ვერა. მაგრამ შეიძლება გადაჭრილის შეწებების საქმეში წინ წავიწიოთ, თუ ვიმუშავებთ. სინაფსების ამბავი მართლა მგონია, რომ უნდა დაივიწყო. აქსონები ტელეფონის მავთულები არაა, რომ გამოხლართვა და ცალკე გამოტანა შეიძლებოდეს. თვით ტელეფონის მავთულებზეც არავინ იზამს ამას. როცა კაბელად არის შეკრული, დაზიანების აღდგენის ყველაზე კარგი ვარიანტია არა გამოხლართვა, არამედ გადაჭრა, ზონდირებას გაკეთება (დენის გატარებით იგებენ, რომელი წვერო რომელი ნომრისაა) და მერე გადაბმა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
არწივი9
სამაგალითო ქართველი
ჯგუფი: Members
არწივი9
სამაგალითო ქართველი
ჯგუფი: Members
წერილები: 64088
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06
#43879096
· 26 Feb 2015, 00:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლაბარნა
QUOTE
მთავარია, ნანოხელსაწყოები დავაპროგრამიროთ სწორად
არსებობს კი ასეთი ხელსაწყოები ახლა? ან რაიმე მათი თუნდაც ოდნავ მსგავსი?
QUOTE
ფოსფოლიპიდების ერთმანეთთან ახლოს მიტანა ან ზეთოვანი მიკროწვეთებით დეფექტების შევსება და ციტოსკელეტონის ცილების გადაბმა/აღდგენა ალბათ უშველიდა საქმეს. ფერმენტი არა, ფერმენტების მთელი კასკადი დაგვჭირდება, ანუ სპეციფიალური დიზაინის მქონე ხელოვნური ორგანელა, დავარქვათ "გადამბმელა". ))
ჯერ ხელოვნური, სრულიად ახალი თვისებების მქონე ფერმენტის შექმნა რა რთული საქმეა და ორგანელასი ხომ მით უმეტეს
QUOTE
სინჯარიდან, კლონირების საშუალებით.
ეგ ალბათ შესაძლებელია, პრინციპში ეს ყველაზე იოლი პრობლემაა
QUOTE
როგორც მინიმუმ, 2 მილიონი აქსონი გადის ტვინის ღეროში თავის ტვინსა და ზურგის ტვინს შორის
ოო, ბევრია
QUOTE
თავის ტვინიდან გამოსული აქსონები სინაფსებს ამყარებენ ზურგის ტვინის რუხ ნივთიერებაში, შეიძლება იქვე კისრის სეგმენტებში ქნან ეგ საქმე, შეიძლება წელის და გავის. საშუალო სიგრძე რომ ავიღოთ, გულმკერდის მალები გამოვა ალბათ.
აი კისრის სეგმენტებში თუ ხდება ეგ ამბავი მაშინ კარგია, თუ ქვემოთ-მაშინ ცუდია რადგან ადამიანის გაჭრა სხვადასხვა ადგილას და თან ქვემოთ მოგვიხდება, რაც არასასურველია
QUOTE
მარტო გადაჭრით ვერა. მაგრამ შეიძლება გადაჭრილის შეწებების საქმეში წინ წავიწიოთ, თუ ვიმუშავებთ. სინაფსების ამბავი მართლა მგონია, რომ უნდა დაივიწყო. აქსონები ტელეფონის მავთულები არაა, რომ გამოხლართვა და ცალკე გამოტანა შეიძლებოდეს. თვით ტელეფონის მავთულებზეც არავინ იზამს ამას. როცა კაბელად არის შეკრული, დაზიანების აღდგენის ყველაზე კარგი ვარიანტია არა გამოხლართვა, არამედ გადაჭრა, ზონდირებას გაკეთება (დენის გატარებით იგებენ, რომელი წვერო რომელი ნომრისაა) და მერე გადაბმა.
მავთულების შემთხვევაში გაჭრას ბავშვიც მოახერხებს და არც შეერთება გაუჭირდება. არა მგონია რომ ეს შედარება გამართლებული იყოს. მავთულის გადაჭრა და შეერთება მასში დენის გატარებას არანაირად არ აფერხებს და ეს მისაღებია, ხოლო ნეირონის გადაჭრა და შეერთება უდიდეს პრობლემებს წარმოშობს, ამიტომ საფუძვლიანადაა გასარკვევი სინაფსებში ნეირონების დაცილება და შეერთება რამდენად შესაძლებელია.
This post has been edited by
არწივი9
on 26 Feb 2015, 00:42
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
sanfol
In god we trust
ჯგუფი: Members
sanfol
In god we trust
ჯგუფი: Members
წერილები: 17699
წევრი No.: 143756
რეგისტრ.: 29-February 12
#43879486
· 26 Feb 2015, 01:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
აბა გული რაღა შუაშია მაშჲნ? თუ გულით არ განსაზღვრავს ხოლმე ადამიანი არასდროს გადაწყვეტილებებს? ყველაფერი როგორ გაყვება იმ ადამიანს რომელსაც ახალ ტვინს გადაუნერგავენ?
--------------------
მოკლედ ძალიან მიზერული თანამდებობაა მაგრამ გამისწორდა მაინც , ტყუილად არ მოუციათ ის 12 რეკომენდაცია Ⓒ White_Shark
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12253
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10
#43879541
· 26 Feb 2015, 01:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
sanfol
კარგი ფილმი ვნახე ამასწინ, "დამიბრუნდი" (Return to me). გულგადანერგილ ქალზე იყო, რომელმაც მაგ გულის პატრონი, უკვე მკვდარი ქალის ქმარი მონახა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12253
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10
#43891434
· 27 Feb 2015, 12:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
არწივი9
QUOTE
არსებობს კი ასეთი ხელსაწყოები ახლა? ან რაიმე მათი თუნდაც ოდნავ მსგავსი?
მათი ოდნავ მსგავსები კი არსებობს, ნანორობოტიკა ახლა იდგამს ფეხს. კეთდება ნანომოტორები, ქიმერული უჯრედები ხელოვნური დნმ-ით... ეს პირველი ნაბიჯებია მხოლოდ.
რა თქმა უნდა, რთულია. აქ უბრალოდ საუბარია იმაზე, 2 დიდ სირთულეს შორის რომელი უფრო მარტივია.
QUOTE
მავთულების შემთხვევაში გაჭრას ბავშვიც მოახერხებს და არც შეერთება გაუჭირდება. არა მგონია რომ ეს შედარება გამართლებული იყოს. მავთულის გადაჭრა და შეერთება მასში დენის გატარებას არანაირად არ აფერხებს და ეს მისაღებია, ხოლო ნეირონის გადაჭრა და შეერთება უდიდეს პრობლემებს წარმოშობს, ამიტომ საფუძვლიანადაა გასარკვევი სინაფსებში ნეირონების დაცილება და შეერთება რამდენად შესაძლებელია.
გაცილებით იოლია, ვიდრე მთელი აქსონის ამოღება ორგანიზმიდან. როგორც ზევით ახსენე, გაჭრა ერთ ადგილას გვიხდება თუ მთელი ორგანიზმის გაყოლებით, მაგას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ქირურგიისთვის.
აი ამ ბმულს გაეცანი, გამიმართლა და თემასთან კავშირში ვნახე მგონი რაღაც.
http://www.theguardian.com/society/2015/fe...y-surgeon-claim
ამჯერად სერჯიო კანავერო, ტურინელი იტალიელი ქირურგი გამოდის პროფესორი დოუელის როლში. )) 2 წლის პროგნოზი მე ძალიან ძალიან ეიფორიული და მალემრწმენული პროგნოზი მგონია, გაცილებით მეტი გვაშორებს მაგ მომენტს, როცა პირველი თავები გადაინერგება... უფრო სწორად, პირველი სხეულები გადაინერგება, რადგანაც თავია მთავარი და არა სხეული...
თუმცა, ძაღლებზე ჩატარებული ამგვარი ოპერაციები (მეტნაკლები წარმატებით გამოსული) კი მახსოვს ქირურგიის ისტორიიდან...
მაგრამ ეს თემა იზოლირებული ტვინის გადანერგვას ეხება, თავის ქალას გარეშე, ხომ? თუ თავკისრიანი ტვინის გადანერგვაც, უფრო სწორად, თავკისრიანი ტვინისათვის სხეულის მიკერებაც ტვინის გადანერგვად ჩაგვეთვლება?
This post has been edited by
ლაბარნა
on 27 Feb 2015, 12:46
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
sanfol
In god we trust
ჯგუფი: Members
sanfol
In god we trust
ჯგუფი: Members
წერილები: 17699
წევრი No.: 143756
რეგისტრ.: 29-February 12
#43891713
· 27 Feb 2015, 13:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლაბარნა
QUOTE
კარგი ფილმი ვნახე ამასწინ, "დამიბრუნდი" (Return to me). გულგადანერგილ ქალზე იყო, რომელმაც მაგ გულის პატრონი, უკვე მკვდარი ქალის ქმარი მონახა.
ანუ? პასუხი რა არის გულიც იღებს გადაწყვეტილებებს?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
gray*wolf
Crazy Member
ჯგუფი: Members
gray*wolf
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2590
წევრი No.: 197504
რეგისტრ.: 3-February 15
#43895151
· 27 Feb 2015, 19:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გულის გაჩერებიდან 3 ან 4 წუთში ტვინი კვდება იმპულსები ქრება სხვათაშორის ქართული კანონმდებლობით ადამიანი გარდაცვლილად ითვლება ტვინის კვდომის შემდეგ როცა ტვინის იმპულსები ქრება
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
absentee
Super Member
ჯგუფი: Registered
absentee
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 875
წევრი No.: 177451
რეგისტრ.: 1-December 13
#43895245
· 27 Feb 2015, 19:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
http://news.sky.com/story/1434435/surgeon-...head-transplant
http://filmehd.net/love-loves-coincidences...lme-online.html
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
GIORGI XXL
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
GIORGI XXL
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 12740
წევრი No.: 117248
რეგისტრ.: 17-June 10
#43897633
· 27 Feb 2015, 23:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
http://www.gizmag.com/human-head-transplants/36315/
ახალი სტატია თავის გადანერგვაზე.
კი ტექნიკურად დიდი სირთულე არ არის, მაგრამ სხეული მხოლოდ "სიცოცხლისუ ზრუნველყოფის ბლოკის' მოვალეობას შეასრულებს.
ასეთი ადამიანი ღრმა ინვალიდი იქნება, კიდურებში მოძრაობების გარეშე, ასევე სხეულში რაიმე მგრძნობელობის გარეშე.
ონკოლოგიური და სხვა მრავალი სიცოცხლესტან შეუთავსებელი დაავადებების შემთხვევაში "სიცოცხლის შენარჩუნების სახელით" კარგი გამოსავალი იქნება,
აი აბსენტისაც იგივე სერჯიო კანავეროზე მიუთითებია : )
This post has been edited by
GIORGI XXL
on 27 Feb 2015, 23:57
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Faniack
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
Faniack
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9151
წევრი No.: 127281
რეგისტრ.: 10-February 11
#43935214
· 4 Mar 2015, 02:20 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
თეორიულადაც კი დღევანდელი ტექნოლოგიით კვალობაზე სისულელეა ეს
3-5 წუთში მოგრძო ტვინში ჰიპოქსია იწყება რასაც შეუქცევადი პროცესები (უჯრედების ნეკროზი მოსდევს) გადაცივებით და ხელოვნური ცირკულაციის პირობებშიც როიყოს შესაძლებელი ძალიან რთული იქნება თავის ტვინის სრულყოფილი კვება
მეორე ნერვულ ქსოვილს განსხვავებით სხვა ქსოვილებისგან არ აქვს აღდგენის უნარი და იმუნური სისტემა რეციპიენტის საკმაოდ ძლიერად დააზიანებს მაქსიმალური იმუნოსუპრესიის შემთხვევაშიც და კიდე მილიონი ფაქტორია წარმოუდგენელია და შეუძლებელი . დროში მოგზაურობა უფრო რეალურია ვიდრე ეს.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
|
იქით
»
Pages:
(10)
« პირველი
...
6
7
[8]
9
10
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0399 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.