საინტერესო ამოცანებია
დავიწყოთ თითო-თითოდ, რა უჭირს.
1. ჰემოფილიით დაავადებულ კაცს ჰყავს ქალიშვილი ნორმალური ფენოტიპით, რომელიც ცოლად გაჰყვა ნორმალური ნიშან-თვისების მქონე კაცს. როგორია ალბათობა რომ გაჩნდება ჰემოფილიით დაავადებული გოგო? ბიჭი? თუ წყვილს ეყოლება 4 ვაჟი როგორია ალბათობა, რომ ოთხივე ჰემოფილიით იქნება დაავადებული?
ჰემოფილია იქს-ქრომოსომასთან შეჭიდული რეცესიული დაავადებაა. თუ ჰემოფილიით დაავადებულ კაცს ჰყავს ქალიშვილი ნორმალური ფენოტიპით, ესე იგი, ეს ქალიშვილი ჰეტეროზიგოტია ჰემოფილიის გენის მიმართ (რადგანაც კაცს მარტო 1 იქს-ქრომოსომა აქვს, იგი გარანტიით გადაეცემოდა მის ქალიშვილს).
მაშ ასე, გვაქვს X X (ჰ) გენოტიპი ქალი და XY გენოტიპი მამაკაცი.
მემკვიდრეობა განაწილდება ასე:
1) XX
2) X(ჰ)X
3) XY
4) X(ჰ)Y
ანუ ვაჟების ნახევარი ნორმალურია, ნახევარი _ დაავადებული ჰემოფილიით.
4 ვაჟიდან დიდი ალბათობით, 2-ს ექნება ჰემოფილია.
იმისა, რომ პირველივე ვაჟს ჰქონდეს ჰემოფილია, 50%-იანი ალბათობაა.
იმ ხდომილებისა, რომ მეორესაც ჰქონდეს იგივე გენოტიპი, უკვე 0,5*0,5 = 0,25 ალბათობაა.
იმ ხდომილებისა, რომ მესამეს _ 0,25*0,5 = 0,125
და მეოთხესაც მიყოლებით _ 0,0625
ანუ ასი მსგავსი წყვილიდან მხოლოდ 6-7 წყვილში განხორციელდება შემთხვევა, რომ 4-ივე ვაჟს ჰქონდეს ჰემოფილია.
ცალკე შეიძლება დათვლა ალბათობისა, რომ წყვილს ჰყავდეს მხოლოდ 4 ვაჟი (არცერთი გოგონა) და ოთხივე ჰემოფილიით. რა თქმა უნდა, ეს ალბათობა გაცილებით ნაკლები იქნება კიდევ, ვიდრე შერეული სქესის ბავშვების დაბადებისა.
ცალკე დასათვლელი იქნება ალბათობა, რომ წყვილს ეყოლება საერთოდ 4 ბავშვი, იმიტომ, რომ ადამიანებში სულაც არ ყავს ყველა წყვილს ამდენი შთამომავლობა.
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)