ახლა აქ რა ხდება.
ვიცით ორივეს გრაფიკი არის წრფე. ჩვენ ორივე ფუნქციის შემთხვევაში შეგვიძლია გავიგოთ მხოლოდ თითო წერტილი ორივესთვის, ეს წერტილებია x=0. ორივე განტოლებაში როცა x=0 ავტომატურად ვიშორებთ ამ ორ ცვლადს და გვრჩება მხოლოდ y.
პირველ განტოლებაში როცა x=0, y=4
და მეორეში თუ x=0, y=-2/3
ჩვენ ასევე შეგვიძლია გავიგოთ ეგ ორი წრფე y ის რომელ წერტილში კვეთს ერთმანეთს.
თუ გამოვსახავთ ორივე განტოლებიდან x_ს ანუ აი რას ვგულისხმობ,
პირველ განტოლებაში:
x = (2y-8)/t
მეორეში კიდე:
x = (-6y-4)/3t
როცა ეგენი ერთმანეთს გადაკვეთენ მაგ დროს x და y საერთო აქვთ მაგ მომენტში, და ახლა ჩვენ რო ეს x_ები ერთმანეთს გავუტოლოთ ვიღებთ:
(2y-8)/t = (-6y-4)/3t
3(2y-8)/
3t - (-6y-4)/3t = 0
აქ უკვე შეგვიძლია ეს წილადები გავაერთმნიშვნელიანოთ და მნიშვნელი მოვაშოროთ. ცხადია აღვნიშნავთ აქვე რო t არ უდრის ნულს, იმიტო რო როცა t=0 განტოლებებში y_ები იღებენ სხვადასხვა მნიშვნელობებს და ანუ ეგ წერტილი არ გვაინტერესებს.
შორდება ესე იგი მნიშვნელები და გვრჩება:
6y-24+6y+4 = 0
12y = 20
y = 5/3
აი ეს y = 5/3 წრფე არის y_ის ის წერტილები სადაც ეს ორი წრფე შეიძლება კვეთდეს ერთმანეთს t_ს საერთო მნიშვნელობების შემთხვევში. ანუ თუ t ერთი და იგივე აქვთ და y არ უდრის 5/3_მაშინ ეს წრფეები აუცილებლად პარალელურია.
მოკლედ მემგონი ჯერჯერობით ყველაფერი გასაგებია. ახლა დახედე "ნახაზს" (

)

აი ნახე ეხა რა მივიღეთ რა ერთი წრფის ერთი წერტილი ვიცით რო არის (0;4), ასევე ვიცით ისიც რო მეორე წრფე გადის (0; -2/3) წერტილზე. იმ წერტილის კოორდინატი კიდე, რომელზეც ეგ ორი წრფე მართობულად იკვეთება არის ( x; -2/3 ).
ამ წრფეზე უნდა ვიპოვოთ რაღაცა C წერტილი საიდააც CA და CB იქნებიან ერთმანეთის მართობული. თუ შემოვავლებთ ამ AB_ს დიამეტრის სიგრძის წრეწირს მაშინ ეს C წერტილი იქნება ის წერტილი სადაც წრეწირი გადაკვეთს ამ 5/3 წრფეს.
ახლა კი ბოლო ეტაპი. ის X რომელსაც ჩვენ ვეძებთ არიც KC_ს სიგრძე (ანუ CD/2), ეს კარგად ჩანს მემგონი რატომაც.
ახლა შეხედე AK=KB. AK არის 4-5/3 ანუ 12/3 - 5/3 = 7/3.
BK არის 5/3 - (-2/3) ანუ 5/3 + 2/3 = 7/3
ანუ K წერტილი დაგვიჯდა წრეწირის ცენტრი. ანუ CD არის იგივე დიამეტრი და ის რასაც ვეძებთ ანუ KC არის დიამეტრის ნახევარი ანუ ისევ 5/3.
ახლა მივიღეთ ორი ისეთი წერტილი სადაც ეგ წრფეები მართობულად კვეთენ ერთმანეთს ( 5/3 ; 5/3 ) და ( - 5/3 ; 5/3 ).
ორივეს ჩასვამ იმ განტოლებებში (სულ ერთია რომელში) და გაიგებ t_ებს.
მე ასე ამოვხსენი.