ძალიან მარტივია ესენი, ფიზიკასთან საერთოდ არაა შუაში. სცადე აბა შენით. სულ დაგჭირდება ესეთი ამოცანები და ამოხსნა უნდა დაამუღამო როგორმე. აი, მაგალითად მეორე ამოცანა ავიღოთ.
გეკითხებიან ველოსიპედისტების სიჩქარეებს. აქ მთავარია იცოდე, რომ S=Vt
ეხლა ჩავსვათ ამ ფორმულაში რიცხვები
ვთქვათ, პირველი ველოსიპედისტი საათში გადის V1 კმ-ს. ე.ი მისი სიჩქარეა V1 კმ/სთ. ეხლა მეორე ველოსიპედისტთან რა ხდება - ნათქვამია, რომ მეორე საათში გადის 3/2 კმ-ით ნაკლებს. ე.ი. რა გამოდის? მეორე გადის (V1-3/2) კმ-ს სააათში. მივიღეთ ასე: პირველი მოძრაობს V1 კმ/სთ-ით , მეორე მოძრაობს (V1-3/2) კმ/სთ-ით. შემდეგ უნდა დავწეროთ განტოლება. ეს ველოსიპედისტები რადგან ერთმანეთს ხვდებიან, ორივე ერთად გადის მთელ გზას ანუ პირველის განვლილ მანძილს + მეორეს განვლილი მანძილი = მთელ გზას. ეს მთელი გზა კი ამოცანაში 270 კმ-ია.
ვთქვათ , ხვდებიან t დროში. პირველი t დროში გაივლის V1t კმ-ს , მეორე (V1-3/2)t კმ-ს. ამათი ჯამი არის მთელი გზა. თავად t კი, ამოცანის პირობის თანახმად, უდრის V1-ს. t=V1
V1*t+(V1-3/2)*t=270
t=V1
V1^2+V1^2-3/2V1=270
ამოხსნი ამ კვადრატულ განტოლებას და მიიღებ , რომ V1=12 კმ/სთ V2=12-1,5=10,5 კმ/სთ გაითვალისწინე, რომ სიჩქარე დადებითია და მეორე ფესვი გადააგდე
სად გთხოვენ ამ ამოცანას? მაინტერესებს ჩვენი ბედკრული განათლების სისტემის ამბავი

და საერთოდ ამოცანებს მასწავლებელი უნდა ხსნიდეს. (შენზე კი არ ვამბობ, ამ ბოლო დროს სკოლასთან მქონდა შეხება და გაბრაზებული ვარ, არ გეწყინოს

)
ისე ასწავლიან და ისეთი წიგნებია მე ვერ ვიგებ , სკოლაში რა უნდა გაიგონ
ჩემი ახლობელი გადის ახლა მექანიკას და ვახსნევინებდი ამოცანებს
როგორც ჩანს, კლასში გარტყმაში არ არიან თეორიის.
ასწავლეს ასე - რომ ნებისმიერი ორი სხეული ერთმანეთს მიიზიდავს და რომ ეს აღმოაჩინა ნიუტონმა
აი ქვა რომ ვარდება დედამიწაზე ეგაა მიზიდულობის ძალა.
ეხლა ამოცანაში მთვარე მოძრაობს დედამიწის გარშემო და ჩემი ახლობელი ვერ ხვდება რომ ეს იგივე მიზიდულობის ძალაა!
არადა მთელი მუღამი ამაშია. ბავშვიც საკმაოდ გონებაგახსნილია, მათემატიკას კარგად სწავლობს
ესეთი ანალოგია მასწავლებელმა უნდა დაამუღამებინოს, რომ სხვა დროს თავად მიხვდეს
მე დავასკვენი, რომ სკოლებში არაფერსაც არ ასწავლიან
და ეს ყველაფერი ბავშვების ბრალი სულაც არ არის.
ყრიან რიცხვებს ფორმულებში და უკეთეს შემთხვევაში ესაა სწავლა

ჰუმანიტარულ საგნებში კიდევ უარესადაა საქმე
ოთარაანთ ქვრივს და თავსაფრიან დედაკაცს ადარებინებენ
ორივეს ხო თავსაფარი აქვს და ლოგიკურია რა

ისტორიის მნიშვნელობა კაციშვილმა არ იცის. ისტორია გონიათ მოვლენების მოხდენის მიმდევრობა
აი ეს ზერელე განათლება სადამდე მივა ვნახავთ
გავაოფე, მაგრამ არაუშავს
This post has been edited by unknown lady on 30 Jan 2012, 22:21