მე ვამბობდი, ნაწილობრივ.

...ამონარიდი...
თუ გიჟური და არასერიოზული ვარაუდების არ გეშინია, მაშინ შეიძლება.
იმიტომ რომ სხვანაირად ახალს და განსაკუთრებულს ვერაპერს იპოვი დღევანდელ მეცნიერებაში. ლოგიკური მსჯელობებით და ანგარიშებით იმდენი გენიოსია დაკავებული და იმდენჯერ აქვთ ეს ფიზიკის კანონები და მოვლენები გადაღეჭილი.
მე მაგალითად მაქვს ასეთი გიჟური მოსაზრება:
ჯერჯერობით ადამიანისთვის დროში მოძრაობა მხოლოდ წინ არის შესაძლებელი და ამაზე ჯერჯერობით არავინ დავობს.
ახლა აგერ უცბათ აღმოვაჩინეთ შავი ხვრელი, რომელშიც სივრცეშია მხოლოდ წინ, ცენტრისკენ მოძრაობა შესაძლებელი. ანუ რა გამოდის, სამყაროს განმსაზღვრელი 2 რამ გვაქვს დრო და სივრცე, ჰოდა ამათ რაღაც გარკვეულ პირობებში ერთნაირი თვისებები აქვთ. რისი თქმა მინდა, თუ სამYაროში არის ადგილები სადაც სივრცეში შეიძლება მოძრაობა მხოლოდ წინ და ადგილები სადაც-ნებისმიერი მიმართულებით. რატომ არ შეიძლება იგივე დროსათვის. ანუ დროში ზოგან შეიძლება გადაადგილება ნებისმიერი მიმართულებით, ზოგან კი მხოლოდ წინ(ჩვენს შემთხვევაში)
თან ერთი ნიუანსი: შავ ხვრელიში სივრცეში მოძრაობა ხდება უსასრულობიდან 0-საკენ(სინგულარობისაკენ) ჩვენს პირობებში დროში მოძრაობა ხდება პირიქით 0-დან(დროის ათვლის დასაწყისიდან, სამყაროს დაბადებიდან, დიდი აფეთქებიდან) უსასრულობისაკენ.
თუ ვერ მიხვდით ჩემი ნააზრევი არ გაგიკვირდეთ, ჩემს სისხლში რქაწითელის მაღალი შემცველობის ბრალი იქნება ეგ.
თუ მიხვდით რისი თქმაც მინდა, მაშინ ეცადეთ მიყვეთ ლოგიკურად და განავრცოთ.
**********
ჰო, ახლა რა ხდება, შავ ხვრელში სივრცეში გადაადგილების შეზღუდვას იწვევს მის ცენტრში დაგროვილი მასის კოლოსალური მიზიდულობა ანუ რაღაც ფიზიკური მოვლენა იწვევს სამყაროს მოცემულ ნაწილში ამ სამყაროს ერთერთი განმსაზღვრელის- სივრცის თვისებების მკვეთრ ცვლილებას. და ეს დამოკიდებულება შეიძლება ასე გამოისახოს
მასა-მიზიდულობა-სივრცე, ან თუ გავითვალისწინებთ სივრცეში მასის ცენტრისკენ მოძრაობას:
სივრცე ---> მიზიდულობა ---> მასა და თუ გავითვალისწინებთ რომ მასა და მიზიდულობა ერთმანეთზე პირდაპირაა დამოკიდებული გამოვა
სივრცე --->მიზიდულობა
\ --->მასა
თუ ამას განვაზოგადებთ მთელი ჩვენი სამყაროსათვის გამოდის რომ იქ სადაც არის მასა ან მიზიდულობის ძალა სივრცეში გადაადგილება იზღუდება მასის/მიზიდულობის ცენრტისკენ სამოძრაოდ.
ახლა იგივე რომ წარმოვიდგინოთ დროს შემთხვევაში, ხომ შეიძლება?
ანუ, რაღაც ფიზიკური მოვლენა სამყაროს მოცემულ ნაწილში იწვევს თვით ამ სამყაროს ერთერთი განმსაზღვრელის-დროის თვისებების მკვეთრ ცვლილებას და ეს დამოკიდებულება შეიძლება ასე გამოისახოს:
დრო ---> მიზიდულობა(ან განზიდვა) --->X ან თუ გავითვალისწინებთ დროში მოძრაობის მიმართულებას ცენტრიდან/0-იდან უსასრულობისაკენ(განზიდვა X-ისაგან)
X ----> განზიდვის ძალა ----> დრო თუ ჩავთვლით რომ დამოკიდებულება X-სა და დროს შორის ისეთივეა, როგორიც მასასა და სივრცეს შორის, მაშინ
X ---->დრო
თუ ამას განვაზოგადებთ მთელი სამყაროსათვის გამოვა რომ იქ სადაც არის ეს უცნობი X-ი, დროში გადაადგილება იზღუდება 0-იდან(ცენტრიდან)განზიდვის მიმართულებით სამოძრაოდ.
რადგან დღევანდელი ცოდნის მიხედვით დროის ათვლა დაიწყო დიდი აფეთქების მომენტში, ესეიგი ეს X უცნობიც სინგულარობასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.
ამ მოსაზრების თუ თეორიის სუსტი წერტილებია:
1. დრო გამოდის არა წრფივი არამედ "მოცულობითი" ანუ სხვადასხვა მიმართულების, ანუ თუ შეიძლება ითქვას, მას აქვს რაღაც სიმკვრივე, რომელიც, მსგავსად მიზიდულობის ცვლილებისა, იცვლება ათვლის ცენტრიდან განზიდვის შესაბამისად.
2. სივრცე თუ იცვლება დროში, მაშინ დრო შეიძლება იცვლებოდეს სივრცეში, ანუ დრო არა მარტო სიჩქარეზეა დამოკიდებული, არამედ სივრცეზე/მანძილზე(? არ მეყო ტვინი ამის გასაანალიზებლად )
3. სივრცეში დროის მსვლელობა ხდება სამყაროს ცენტრიდან პერიფერიებისაკენ და ამის გამო სამყარო ფართოვდება. (იცვლება სივრცის "მოცულობა" დროში)
4. თუ დროში "წინ" მოძრაობისას, სივრცეში ვმოძრაობთ ნებისმიერი მიმართულებით, მაშინ შავ ხვრელში სივრცეში "წინ" მოძრაობისას დროში ვმოძრაობთ მით უფრო ნელა, რაც უფრო ახლოს ვართ სინგულარობასთან. შავი ხვრელის ცენტრში დრო არ გადის.
5. a.შავი ხვრელის ცენტრიდან "ზედაპირზე ამოსვლა" არ შეიძლება სივრცეში, მაგრამ შეიძლება დროში. b. თუ არსებობს რაიმე ძალა, რომელის სხეულს ამოძრავებს შავი ხვრელის მიზიდულობის საპირისპიროდ, მაშინ ეს ძალა ამ სხეულს ამოძრავებს "უარყოფით დროში"
**********
ilia II
QUOTE
1) შავი ხვრელის ცენტრში და სამყაროს აფეთებამდე წერტილში იგივე მდგომარეობაა. ან დაახლოებით ან ზუსტად იდენტურად, ოღონდ შავ ხვრელში პარტარა მაშტაბებით, სამყაროსთან შედარებით.
კი, ასე მგონია, იმიტომ რომ ეს ერთადერთი რეალურად არსებული დამამტკიცებელი საბუთია დიდი აფეთქების თეორიის სისწორის
QUOTE
შენი საუბრიდან გამომდინარე ლოგიკურია და გეთანხმები. ანუ როცა მოხდა დიდი აფეთქება და გაიშალა სამყარო ყველა მიმართულებით იგივე გაშლა ყველა მიმერთულებით მიუვიდა დროს.
ამ მოსაზრების ლოგიკური შედეგია ის, რომ რაც უფრო ვშორდებით დიდი აფეთქების ეპიცენტრს, მით უფრო სწრაფად გადის დრო. თან ვფიქრობ ამ პროცესს აქვს აჩქარება.
QUOTE
2) შეიძლება ისიც წამოცდეს კაცს ფიქრში, რომ თუ ჩვენ ადამიანები შავ ხვრელს შევისწავლით, შესაბამისად ნათელი გახდება პროცესები და თეორია ჩვენი სამყაროს შექმნისა. რადგან შესაძლოა რომ ეს ორი ძალიან იდენტურია.
შესაძლებელია ასეც იყოს, ეს უკვე ალბათ სპეციალისტების გასარკვევი და გადასაწყვეტია.
QUOTE
3) და მთავარი - შავი ხვრელიდან ამოსვლის შემთხვევაში დრო უარყობითიაო ამბობ.
განვავრცოთ.
შავი ხვრელიდან ამოსასვლელად საჭიროა (სინათელის სიჩქარეზე მეტი) სადღაც 300 000 კმ/წ სიჩქარეზე მეტი. ანუ ამ სიჩქარით როცა ამოვდივარ შავი ხვრელიდან დრო მოძრაობს უკუღმა შენი დასკვნებიდან გამომგდინარე.
ჰო, საჭიროა სინათლის სიჩქარეზე მეტი, რომ თავი დააღწიოს ხვრელის მიზიდულობას, მაგრამ არ ვიცით სინათლის სიჩქარეზე რამდენით მეტი უნდა იყოს, რადგან 300 000 კმ/წმ სიჩქარით მოძრავი უძრაობის მასის არმქონე ფოტონიც ვერ აღწევს თავს შავ ხვრელს.
QUOTE
განვავრცოთ.
არის თუ არა შესაძლებელი რომ ამ სიჩქარით მოძრავ სხეული (შავი ხვრელის მიზიდულობის ძალის თავის დაღწევის გარეშე, ანუ ცარიელ სივრცეში) განიცდის იგივე უარყობით დროს?
თუ დავუშვებთ რომ ზღვრულზე მაღალი სიჩქარით მოძრაობა შესაძლებელია, მაშინ დროში უკან გადაადგილების შესაძლებლობა ნებისმიერ ადგილას შეიძლება ვივარაუდოთ. თუმცა არის ერთი ნიუანსი: "ცარიელ" სივრცეში დროში გადაადგილების მიმართულების განსაზღვრა გაგვიჭირდება.
QUOTE
ანუ საით მინდა იცი წავიდე, აი დააკვირდი ეს ასე არაა მაგრამ რა საინტერესო თეორია იქნებოდა... თუ სინათლე მაგალითად უფრო ადრე მიდის დანიშნულების ადგილზე, ვიდრე სინათლის მწარმოებელმა გამოუშვა. რადგან სინათლე ამ სიჩქარის განვითარების შედეგად განიცდის დროის უკუსვლას... ანუ ჯერ სინათლე რომ ჩანდეს და მერე მზე დედამიწიდან. ხვდები?
ჩემი აზრით ასე არაა, იმიტომ რომ სინათლის სიჩქარე ჩვენს შემთხვევაში არ არის ზღვრული სიჩქარე. აქ ერთი აზრი მომივიდა თავში. მიზიდულობა ხომ მასაზეა დამოკიდებული, მაშინ ნულოვანი მასის მქონე ფოტონზე რატომ მოქმედებს შავი ხვრელის მიზიდულობა? იმიტომ რომ მას აქვს მოძრაობის მასა მასის ფარდობითობის თეორიიდან გამომდინარე(მასა დამოკიდებულია სიჩქარეზე) როგორც მახსოვს ფოტონის მასა გამოთვლილია 300 000კმ/წმ სიჩქარისას. საინტერესოა თუ არის შესაძლებელი მისი მასის დათვლა მაგ 500 000კმ/წმ სიჩქარის შემთხვევაში? ეს იმიტომ მჭირდება, რომ დავამტკიცოთ ნებისმიერი მიზიდვის პროცესი არის აჩქარებული და სხეული თანდათან ავითარებს სულ უფრო მეტ სიჩქარეს. ანუ შავ ხვრელში ვარდნისას ფოტონი გაჩქარდება და გადააჭარბებს ზღვრულ სიჩქარეს. მაგრამ ხვრელის ცენტრთან მიახლოებასთან ერთად დროის მსვლელობა ნელდება, რის გამოც ეს აჩქარება რჩება შეუმჩნეველი.
ხვრელის ცენტრთან შეხების მომენტში დრო გადის უსასრულოდ ნელა ხოლო ფოტონის(ნებისმიერი სხეულის) სიჩქარე არის უსასრულოდ დიდი.
იმის გამო, რომ სხეულის სიჩქარე უსასრულოდ დიდია უსასრულოდ დიდია მისი მასაც და მაშასადამე მისი მიზიდულობის ძალაც. აქედან ვასკვნით:
შავი ხვრელის მიზიდულობა იმიტომ კი არ არის უსასრულოდ დიდი, რომ მის სინგულარობაში(ცენტრში) უსასრულოდ დიდი უძრავი მასებია თავმოყრილი,
არამედ, იმიტომ რომ ხვრელის ცენტრთან უკიდურესად მიახლოებულ სხეულებს აქვთ უსასრულოდ დიდი სიჩქარე და შესაბამისად "მოძრაობის" მასა.
ყოველივე ამის გათვალისწინებით ვასკვნით: შავი ხვრელის შესაქმნელად საკმარისია ნებისმიერ უძრაობის მასის მქონე სხეულს მივანიჭოთ უსასრულობასთან მიახლოებული სიჩქარე. (ფარდობითობის თეორიაში ეს არის 300 000 კმ/წმ, ჩვენს თეორიაში კი უსასრულობა.(პრინციპში ეს ორივე შემთხვევაში სწორი გამოდის)
ყველაფერი ამის გათვალისწინებით, დროში გადაადგილებისათვის მნიშვნელობა აქვს სიჩქარის ვექტორის მიმართულებას, ანუ იგი უნდა ემთხვეოდეს სამყაროსთან ერთად დროის "გაფართოვების" მიმართულებას ხოლო მნიშვნელობით უნდა აღემატებოდეს სივრცის დროში გაფართოვების კუთრ მნიშვნელობას სამყაროს მოცემულ წერტილში. ანუ სამყაროს/ დიდი აფეთქების ცენტრთან ახლოს ეს სიდიდე(დავარქვათ "დროში წანაცვლების სიჩქარე")იქნება მინიმალური, ხოლო სამყაროს განაპირას მაქსიმალური.
ცალკე თემაა ასევე პარალელური სამყაროები და განზომილებები.
თუმცა მაგათაც პირდაპირი კავშირი აქვთ ზემოთნაცოდვილართან.
აშკარად მშველოდა წუხელ რქაწითელი... დღეს ვერ ვქაჩავ ისე...
This post has been edited by IUNGER on 27 Oct 2011, 06:10