ელვისაგან დენის მიღება სიახლეა რომ არ არის დიდი ხანია ცნობილია. ჩემი საყვარელი გენიოსი ნიკოლაი ტექსლა სასწაულე ექსპერიმენტს ატარებდა ამ სფეროში და მისი ზოგიერთი შრომა ასი წლით გრიფით საიდუმლოდ არის გადამალული.
http://icode.ge/2012/03/21/%E1%83%9C%E1%83...83%A0%E1%83%9D/ბუნებრივ ელ-მაგნიტურ იმპულს წარმოადგენს ელვა-მეხი. , კოლოსალური ენერგია გამოიყოფა ამ დროს. და ადამიანის მიერ შქმნილ ნებისმიერ ელ-მაგნიტურ იმპულსზე გაცილებით ძლიერია (თუ ატომურ ბომბს არ ჩავთვლით).
ელვის დროს ელექტრული ველი ღრუბელსა და დედამიწას შორის, ღრუბელსა და მაღალ შენობას შორის ან ორ ღრუბელს შორის შეიძლება იმდენად ძლიერი იყოს, რომ ელექტრულმა ძალებმა გაარღვიოს ჰაერის ფენა და დაიწყოს ელექტრული განმუხტვა. თუ განმუხტვა ორ ღრუბელს შორის ხდება, წარმოიმნება ელვა. ღრუბელსა და დედამიწას შორის განმუხტვისას კი - მეხი. ნაპერწკლის გამოჩენამდე ძაბვა ღრუბლის ზემოთა და ქვემოთა ნაწილებს შორის შეიძლება 100 მილიონ ვოლტამდე გაიზარდოს. განმუხტვის არეში ჰაერი ხუთჯერ უფრო ცხელია, ვიდრე მზის ზედაპირი - იგი 33 000 ℃ -მდე ხურდება.ჩემი შეკითხვა იმაში მდგომარეობს რომ რატო არ იყენებს მსოფლიო ელვის მეხის ენერგიას დენად? რომ აშენდეს სადგურები რომელიც ელვის დროს გამოყოგფილი ენერგიის აკუმულირებას მოახდენს და უაზრმაზარი აკუმლიატორების სახით დააკონდესირებს ამ დენს და მიაწვდის ქალქს თუ უბანს გარკვეული დროით <---- ძალიან დიდ სუსულელეს ვამბობ?
ან ამ საკითხზე არის თემა უკვე? მე ვერ ვიპ;ოვე.როგორც ცნობილია
როდესაც მეცნიერებმა მეხსარიდი გამოიგონეს და მისი გამოცდა (რამდენიმე ფიზიკოსის სიცოცხლის ფასად) მოაწყვეს, ბუნებაზე მოჩვენებითი გამარჯვებისგან ეიფორია იმდენად დიდი იყო, რომ მის საპატივცემულოდ საზეიმო მიღებებსა და მეჯლისებს მართავდნენ. მაგრამ იყო თუ არა ეს სრული გამარჯვება? სამწუხაროდ არა. უკანასკნელი ასწლეულების განმავლობაში ელვით დაღუპულთა რიცხვმა მოიმატა.
მაგალითად საფრანგეთში, სადაც ყოველწლიურად დაახლოებით მილიონი მეხის დაცემა რეგისტრირდება, რამდენიმე ათეული ადამიანი და დაახლოებით 10 000 სული პირუტყვი იღუპება.
და მაინც, მეცნიერება თავისას ცდილობს. ელვის(მეხის) მავნე მოქმედების საწინააღმდეგო მოქმედებების გამოსანახავად კი საჭიროა მისი „დაჭერა“ და ლაბორატორიაში მისი ძირფესვიანად შესწავლა.
ამის გაკეთება არც თუ ისე იოლია. ელვა უძლიერეს იზოლაციასაც კი აღწევს თავს, რის გამოც მასზე ცდების ჩატარება ძალიან სახიფათოა. მიუხედავად ამისა, მეცნიერებმა წარმატებით დაძლიეს ეს ამოცანა. ახლა ელვის „შესაპყრობად“ ჭექა-ქუხილის დროს უშვებენ საჰაერო ბურთს დენის მიმღებითა და ლითონის ტროსით, რომელიც ერთ კილომეტრ სიმაღლეზე ადის.
მეხსარიდის მონტაჟის სქემა კი ასეთია: მეხი ეცემა დენის მიმღებს, ტროსის მეშვეობით ლაბორატორიაში ეშვება, გაივლის ჩამწერ ხელსაწყო ავტომატებს და მიწაში გადადის. ავტომატური ხელსაწყოები თითქოს აიძულებენ ელვას საბუთს „მოაწეროს ხელი“. ამ გზით მეცნიერები ზომავენ ელექტროდენის ძაბვასა და ძალას ელვაში, ელექტროგანმუხტვის ხანგრძლივობასა და სხვ.
გამოგონილია ელვის დაჭერის სხვა ხერხებიც. ჭექა-ქუხილის ლაბორატორიებში, მთების, შვერილების ან ლაბორატორიის ანძებსა და მთას შორის ათავსებენ 1 კმ სიგრძის ანტენას. ასეთ ანტენას ეცემა მეხი, მაგრამ „დამჭერების“ გამოყენებისას ელვის ლოდინია საჭირო, ელვა კი არც ისე ხშირია. კვლევებისათვის გაცილებით უფრო მოსახერხებელია ხელოვნური ელვის შექმნა ლაბორატორიაში. სპეციალური აპარატის საშუალებით მეცნიერებმა შეძლეს 5 მილიონი ვოლტის მიღება სულ ცოტა ხნით. ელექტრო განმუხტვა 15 მეტრამდე სიგრძის ნაპეწკალს აღწევს, რასაც თან სდევს გამაყრუებელი გრიალი.
ასეთი ხელოვნური ელვა შეიძლება მიმართული იყოს ჩვეულებრივ ნებისმიერი საგნისაკენ და ამ გზით გამოიცადოს მისი განმუხტვის ძალა. ასე მაგალითად, თუ ხელოვნურ ელვას მივმართავთ მთლიანად ლითონისგან გაკეთებული ავტომანქანისაკენ, იგი გაივლის მანქანის მთელ კორპუსსს წინა თვლის სფეროთი, ჩავა მიწაში და არავითარ ზიანს არ მიაყენებს მანქანას.
ელვის შესწავლაში დიდ სამსახურს გვიწევს ფოტოგრაფიაც. ელვის ფოტოსურათის მიღება ძალიან ადვილია.
This post has been edited by levani---1 on 25 Aug 2013, 19:33
იმისათვის, რათა შეიქმნას დიდებული ფილმი, აუცილებელია სამი რამ: სცენარი, სცენარი და კიდევ ერთხელ სცენარი
ალფრედ ჰიჩკოკი