KEKEKEმაგ პდფ ფაილში ყველაფერი წერია, თავისი ლიტერატურის მიტითებით და იქ კიდევ ახსნილია და მზა ფორმულები დევს.
დრო რო მქონდეს გადაგითარგმნიდი, მაგრამ ჯობია ისევ შენ წაიკითხო ლექსიკონის მოშველიებით. თან ინგლისურს ისწავლი.
იგნორში ნუ ჩამითვლი, მაგრამ მართლა ვერ გადაგითარგმნი ეხლა.
GeorgeSword ეს წინადადება ვერ გავიგე

სტატისტიკურად დამოკიდებულებაც არსებობს?
კიმივხვდი რასაც გულისხმობ, მაგრამ მაინც არ არის გამართული ეს წინადადება ფიზიკის ენაზე.
სტატისტიკა არის მრავალრიცხოვანი და ერთნარირი ობიექტების ქცევის აღწერა გარკვეულ მდგომარეობაში.
მაგრამ
ეს იკვე ცოტა ახლოა ფიზიკასთან

კორელაციას რასაც ჩვენ ვეძახით არის ურთიერთ გავლენა.
ეს კითხვა ყოველთვის დგას და იმისდამიხედვით როგორია კონკრეტული ზეგამტარის თვისება, ხან არის ხან არ არის.
მაგალითად, არის შემთხვევები, როცა მაგნიტური (არაზეგამტარული) უბანი და ზეგამტარული უბანი მიკროსკოპულად და ნანოსკოპურად ერთად ცხოვრობენ. "coexistence of superconductivity and magnetism" ხშირად შეხვები ასეთ სტატიას.
ყოველშემთხვევაშI მე არსად შემხვედრია რომ ამ ორი უბნის აღწერისას ესაუბრათ რაიმე ერთ მთლიან სტატისტიკაზე.
არსებობს 3 ძირითადი სტატისტიკა (რაც ეხლა მახსენდება)
1. მაქსველის სიჩქარეთა განაწილების, აირებისთვის
2. ფერმი-დირაკის სტატისტიკა S=1/2 სპინიანი ნაწილაკებისთვის (მაგ. ელექტრონი, პროტონი, ნეიტრონი)
3. ბოზე-ეინშტეინის სტატისტიკა S=0 და 1 სპინიანი ნაწილაკებისათვის. (ფოტონი, დეიტრონი, კუპერის წყვილი)
ეხლა როცა ისეთი სისტემის აღწერა გინდა სადაც ორივე ტიპის ნაწილაკებია 1/2 იანი და 0-1 იანი სპინებით, იძულებული ხარ ის ცნობილი სტატისტიკის მეთოდები მიუუენო იმ სისტემას, ნაწილაკთა იმ ერთობლიობას, რომელსაც ეს თეორიები აღწერენ.
არ არსებობს ვინმე "გრიშას სტატისტიკა", რომელიც ამ შერეული სპინებიან სისტემას აღწერს.
ნუ თუ შენ გაქვს ძლიერი მათემატიკური ბექგრაუნდი, ცადე, რა იცი რა ხდება

ნუ ეს ვხუმრობ, მაგრამ მე მსგავსი არაფერი მსმენია (თავს ვერ დავდებ თეორეტიკოსობაზე).
ასევე გასათვალისწინებელია თვითონ სისტემის ფიზიკური მდგომარეობა და თვისებები.
როგორ მოქმედებენ კუპერის წყვილები სხვა დაუწყვილებელ ელექტრონებთან, ან მოქმედებენ კი? გარდა განმზიდავი ხასიათისა. ხდება მათთან რაიმე სახის ურთიერთქმედება? - ალბათ ხდება, ისევე როგორც დადებითად დამუხტულ იონურ მესერთან. მაგრამ, როგორ, რანაირად - დამოკიდებული უნდა იყოს კონკრეტულ ზეგამტარზე, მის ოჯახზე, კრისტალური მესრის სტიხიომეტრიაზე და ასე შემდეგ.
სხვათაშორის, არის ბევრი სტატია, სადაც ამბობენ, რომ კუპერის წყვილების ბოზე-ეინშტეინის სტატისტიკით აღწერას დიდი პრობლემები აქვს. ანუ მხოლოდ ის ამბავი რომ დაწყვილებულ ელექტრონებს სპინი მთელია, არ არის საკმარისი და სხვა რაღაც წესებს ვერ აკმაყოფილებს. ხოდა ეს BCS მოდელი არ მუშაობს მეორე გვარის ზეგამტარებში.
არსებობს ე.წ. ჰუბარდის მოდელი, რომელზეც ბევრს წერენ თეორიული შინაარსის სტატიები.
ყოველშემთხვევაში დღეს დღეობით არცერთი მოდელი არაა ფართოდ აღიარებული. ზოგიერთ სისტემებს აღწერს, ზოგიერთს ვერა - ამიტომ უჭირთ ფართოდ დამკვიდრება რომელიმე ახალ მოდელს.
მოძებნე hubbard model superconductivity ან რამე მსგავსი კომპინაციით და იპოვი ბევრს.
This post has been edited by asphurcela on 28 Oct 2012, 15:48