აქართველოს მასშტაბით გეოთერმული რესურსების რაციონალური გამოყენებით 2,5 მლნ ტონა პირობით ორგანულ საწვავს დავზოგავთ, რასაც განუზომლად დიდი ეკოლოგიური და ეკონომიკური ეფექტი ექნება.
- თბილისში 300-დან 3 500 მეტრამდე სხვადასხვა სიღრმეზე განლაგებული მძლავრი (800 მეტრამდე სისქის) ცხელი წყლის შემცველი ჰორიზონტია, რომლის ტემპერატურა 400C-დან 740C-მდეა. ეს მიწისქვეშა ბუნებრივი რეზერვუარია. ქალაქში ბურღვითი სამუშაოების გზით შეიძლება 30-მდე, ან უფრო მეტი გეოთესის შექმნა. მათი გამომუშავებული სითბო შეიძლება გავუტოლოთ გასული საუკუნის 80-იან წლებში არსებულ 49 საქვაბეში გამომუშავებულ სითბოს. ამ გზით წელიწადში 1 მლნ ტონა ორგანული საწვავი დაიზოგება. სითბო იქნება ამოუწურავი და სხვა, ნებისმიერი გზით გენერირებულ სითბოზე 6-7-ჯერ იაფი. ის მთლიანად უზრუნველყოფს თბილისის ცხელი წყლით მომარაგებას და მოსახლეობის გათბობას. საქართველოს გეოლოგიური აგებულების ხასიათის გამო სიღრმეში განლაგებული გეოთერმული წყალშემცველი ჰორიზონტი დანაოჭებულია, რის გამოც მისი ზედაპირი მიწის პირიდან სხვადასხვა სიღრმეზეა განთავსებული.
- საქართველოს ბევრ რეგიონში საკმაოდ მაღალ დონეზეა დამუშავებული გეოთერმული თბომომარაგების პერსპექტივის საკითხი. მაგალითად, მარტო ზუგდიდსა და ცაიშშIი გაბურღულია 25 ჭაბურღილი, დეტალურადაა შესწავლილი კინდღის საბადო და დასასრულ, თბილისი, მისი ცენტრალური უბანი და შემოგარენი (სართიჭალა, ლისი) ეს სერიოზული წინა პირობაა მომავალი საქმიანობისთვის.
მკვლევრებს შედგენილი აქვთ თერმოწყალშემცველი ჰორიზონტის განლაგების სტრუქტურული რუკა, რაც გვიჩვენებს ქალაქის ნებისმიერ წერტილში ამ რეზერვუარის სიღრმეს. საქართველოს მასშტაბით გეოთერმული რესურსების რაციონალური გამოყენებით 2,5 მლნ ტონა პირობით ორგანულ საწვავს დავზოგავთ, რასაც განუზომლად დიდი ეკოლოგიური და ეკონომიკური ეფექტი ექნება.
- ცნობილია ამერიკის, ისლანდიის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიის და სხვა ქვეყნების ქალაქებისა და დასახლებული უბნების გეოთერმული თბომომარაგება.
ხშირია მაღალტემპერატურულ (130 გრადუსი ცელსიუსი და მეტი) მიწისქვეშა წყლებზე
გეოთერმული ელექტროსადგურების დამონტაჟებაც. სრული სტატია
http://www.kvirispalitra.ge/deda-tbilisi/1...lisi-iafad.htmlპ.ს საინტერესო დეტალებია და ეს თუ რეალობა არის , წესით ყველაფერი უნდა გაკეთდეს რათა ეს ენერგია ეფექტურად გამოვიყენოთ

პ.ს