გთხოვთ სულგრძელად მომიტევოთ დაგვიანებული პასუხისათვის
ცხადია ერთი მარცვალი ლობიოსაგან შემოდგეომაზე ბევრ მარცვალს ვღებულობთ, მაგრამ მის მოსაყვანად დახარჯული ენერგეტიკული რესურსი(მზის ენერგიის ჩათვლით) გაცილებით ნაკლებია მიღებულ ენერგიასთან შედარებით... ეუფ! მეც ვთქვი რაღა
რა შუაშია?..
რა და ჩემი აზრით ინტელექტიც ენერგიის ცნებაზე დაიყვანება... შეიძლება ითქვას ინტელექტუალურ ენერგიაზე. ენერგია კიდევ რა არის? - ყველაზე გასაგები ენით ეს არის ქმედების უნარი. ინტელექტუალური ენერგია, ანუ არა მარტო ფიზიკური ქმედების არამედ ზოგადად მოქმედების უნარი... მათ შორის აუცილებლად ფიქრის, განსჯის, ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების და მისი განხორციელების უნარი... და ეს ყველაფერი დაგროვილი ცოდნის ანუ ინტელექტუალური ენერგიის აკუმულატორის

ბაზაზე... და ეს ბაზა დღითიდღე მდიდრდება.
რა მაქსიმალური ცოდნის(აქვს კი ზღვარი?) დაგროვების უნარი აქვს ადამიანის გონს ეს მხოლოდ(!!!) მამაზეციერმა (გნებავთ ეშმაკმა) უწყისს.... ადამიანი ვერასდროს შეიცნობს თავის თავს ბოლომდე(რამეთუ თავად არ არის თავისი თავის შემოქმედი)... სისტემა თავად ვერ ქმნის თავისზე მაღალგანვითარებულ სისტემას... სისტემა თავად ვერ გადავა უფრო მაღალენერგეტიკულ მდგომარეობაში ...
ხელოვნური გონის ინტელექტუალური ბაზა კი უკვე ზღვარდადებულია ადამიანის ცოდნის იმ ბაზით, რომელიც ადამიანს ქონდა თავისი ''შვილობილის" შექმნის მომენტში და ახლა წრმოვიდგინოთ ასეთი ჰიპოთეტური ტრაგედია: გადაყვა ამ მშობიარობას ადამიანი (ჯვარი აქაურობას) და რა დაემართება ჩვილს?... გადარჩება ვითომ?...
და თუ გადარჩება განვითარდება ვითომ?...
ჩემი აზრით ცალსახად - არა...
მითუმეტეს არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ მშობიარობის გადაყოლის გარეშეც თავად აქეთ დაგვერევიან და შეგვჭამენო
აი რა შუაში იყო ლობიოს მარცვალი: ენერგიის შენახვის კანონი პირადად ჩემთვის ხელშეუხებელია ნებისმიერ დონეზე.
ცოტა კითხვით ბევრ ცოდნას ვერ ვაგროვებ, მაგრამ ბევრი კითხვით ცოტა ცოდნა კი შეიძლება დავაგროვო-თქო .
---------------------------------------------------
თხოვნა:
დახურეთ კარები! . არა, არა, ... დახუჭეთ ყურები... ფთუი, თვალების თქმა მინდოდა...
მოკლედ, არაფერი მითქვამს....
გჯეროდეთ, რომ წაკითხვის მომენტიდან პირველი ფეიერვერკი თქვენ გეძღვნებათ