Komponentხოოოო, გადავიყვანე ჩემს წარმოსახვაში. მივხვდი ახლა რა რა არის და სდ როგორ არის მიბმული.
ესეიგი, აღებულია ზამბარა, რომლის ორივე ბოლოზე (პირობითად თავი და ბოლო) მიმაგრებულია T -ს მაგვარი რამე მასალა.
აიღეს და ეს ზამბარა ჯერ დაგრიხეს, კი არ გაწელეს, არამედ დაგრიხეს. მერე თავზე მობმული T მიამაგრეს ფილის "ბრუნვის ღერძზე" (სინამდვილეში არაფერი არ ბრუნავს, მაგრამ ვიხმაროთ ეს ტერმინი), ისე მიამაგრეს, რომ T-ს ერთი რქა ღერძის ერთმხარესაა, მეორე რქა - მეორე მხარეს (ნახაზზე ომეგასთან ახლოს).
ზამბარის მეორე ბოლოზე მიბმული T მიამაგრეს ფილის გვერდთან ახლოს. ისე, რომ ზამბარა გადაღუნულია ფილის სიბრტყეში.
ამ T-ს ერთი რქა მიმაგრებულია ფილაზე დამატებითი ზამბარის საშუალებით. მეორე რქა თავისუფლად დატოვეს.
ეხლა ავტორის იდეა რაში მდგომარეობს (რომელიც რათქმაუნდა მცდარია):
ვინაიდან ზამბარა დაგრეხილია, ის ცდილობს დაუბრუნდეს წონასწორულ მდგომარეობას. ამიტომ ომეგასთან რომ T თავი ზის, ის T ცდილობს დატრიალდეს ისე, როგორც F ძალის ვექტორები აჩვენებენ. ვინაიდან ძალები ღერძის აქეთ-იქეთ სხედან, თან ისე რომ კარგ ბრუნვის მომენტს ქმნიან,
ავტორის აზრით ამ ბრუნვის მომენტმა ფილა უნდა მოიყვანოს ბრუნვაში.
ზამბარის მეორე ბოლოზე მობმული T მიბმულია ფილის გვერდზე, ღერძიდან უფრო მოშორებით, ვიდრე ღეძთან მჯდარი T.
ვინაიდან ზამბარა დაგრეხილია, ეს ნიშნავს, რომ ეს გვერდითი T -ც ცდილობს დატრიალდეს, ოღონდ საპირისპირო მიმართულებით ღერძთან არსებული T- ს მიმართ.
ეხლა, ამ გვერდზე მჯდარი T -ს რქები ორივე ზის ფილის გვერდზე და ორივე "ბრუნვის" ღერძის ერთსადა იმავე მხარეს. მათ რქებზე მოქმედი ძალები ურთიერთ საპირისპიროა და ავტორის მტკიცებით გავლენას ვერ ახდენს ღერძის ახლოს მყოფ ძალებზე.
მექანიზმმა უნდა იტრიალოს.
მაგრამ "ვერ მოგართვით"

ვერ იტრიალებს. - რატომ?
This post has been edited by asphurcela on 26 Apr 2012, 11:41