#31034263 · 6 May 2012, 01:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბევრს გეცოდინებოდათ ეს საიტი j.1asphost.com/zaliko/default.asp ძირითადათ pic მიკროკონტროლერებზე იყო პროექტები. ერთადერთი საიტი იყო ქართულად მიკორკონტროლერებზე და საერთოდ ელექტრონიკაზე, კაცმა დიდი ენთუზიაზმით და მონდომებით გააკეთა საიტი დაალაგა სასწავლო სტატიები და პროექტები, მარამ რაც მე მახსოვს, სტატიებზე თუ რამე კომენტარი გაკეტებულა ისიც დამწყებებისგან ვისაც ბევრი არაფერი არ გაეგებოდა მოცემულ საკითხზე. ამ დრო დაწმუნებული ვარ ბევრი უკვე გამოცდილიც ნახავდა საიტს, გადახედავდა დაათვარიელებდა და ან საერთოდ არ დატოვებდა არანაირ კომენტარს ან გაგიმარჯოს, გაიხარე, კაი საქმეს აკეთებ და ეგ არი.
ბოლოს რა გამოდის ადამიანი წვალობს რაღაცას აკეთებს და სანაცვოთ ვერაფერს ვერ იღებს მერე უკვე აზრი ეკარგება ყველაფერს. იგივე პრობლემაა ფორუმზეც. როგორც თქვეს უკვე ასეთი ტიპის სამოყვარულო საიტები თუ ფორუმები ვერ მოიტანს ვერანაირ კომრცულ მოგებას (სხვა რაღაცის მოფიქრებაა საჭირო), თან ვინც უკვე საკმაოთ გამოცდილია ის საერთოთ არ შემოვა ქართულ საიტზე როდესაც გაცილებით მეტის მიღება შეუძლია ინგლისური არ რუსული საიტებიდან.
|