#32585646 · 17 Aug 2012, 00:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | რამე თუ არ შეცვალეს, მეეჭვება დიდი მომავალი ეწეროს მაგ ვიკის. |
ვიკის პრინციპი სწორედ ხალხურობაშია. მრავალი ადამიანის მიერ აღწერილმა მოვლენამ საბოლოო ჭეშმარიტებამდე უნდა მიგვიყვანოს. ჩვენ გვახსოვს სხვადასხვა დიდ მეცნიერთა პრინციპულად სხვადასხვა მიდგომა საკითხისადმი. განსაკუთრებით ისტორიულ და საზოგადოებრივ მეცნიერებებს ეხებათ ეს. მაგ: თუ მარქსის და ლენინის იდეები ამ 40 წლის წინად რელიგიურ დოგმაზე მეტი იყო, დღეს სასაცილოდაა აგდებული. ხვალ კი რა იქნება, კაცმა არ იცის.
ვიკიზე სტატიის გამოქვეყნებისას იქაური რედაქტორები (მოდერატორები) ითხოვენ წყაროს მითითებას. წყაროდ თვლიან რომელიმე პოპულარულ გამოცემას, ვთქვათ სომხურს, სადაც საქართველოს დიდი ნაწილი სომხეთადაა გამოცხადებული და ასევე ქართულს, სადაც სომხეთი, როგორც სახელმწიფო მე-9 საუკუნის შემდეგ არ მოიხსენება. ჩვენ კი ვიცით სიმართლე, მაგრამ სომეხს დაააჯერებ?
რუსულ ვიკიში ახალქალაქის შესახებ სომხები წერენ (ქართველები გულარხეინად შევცქერით), რომ თურმე ტოპონიმი ახალქალაქი წარმომდგარა ორი სიტყვისგან, ქართული "ახალი" და ძველსომხური "ქალაქი". არადა ქალაქი ძველ და ახლ ქართულშიც ქალაქია.
--------------------
"არ არსებობს სამყაროში ბოროტება, რომელიც ქოცმა არ დაიჯეროს თუ ნაცებზეა ლაპარაკი, და არ არსებობს სისულელე, რომელიც ნაცმა არ დაიჯეროს თუ საქმე ქოცებს ეხება.”
|