დღევანდელი შესაძლებლობებით ადამიანს ჩასვამ და გააფრენ მაგრამ დაცული არ იქნება ის კოსმოსური რადიაციისგან და ხანგრძლივი უწონადობისგან რაც ჯანმრთელობის პრობლემას ქმნის.
დაცული არ იქნება არა მარტო მგზავრობის დროს არამედ არც მარსზე, დაბალი გრავიტაცია და მზის ამოფრქვევები სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
პლუს ადამიანს მეტი სივრცე ჭირდება ხომალდში 16 თვე რომ იქ იცხოვროს, მგზავრობის დროს. (თუნდაც მარტო 1 გზა 8 თვე რომ ავიღოთ) და ასეთ ხომალდს კიდე უამრავი საწვავი ჭირდება, რაც ხომალდის ზომებს უზარმაზარს გახდის
პრობლემა კიდევ ემატება რაც უფრო გაზრდი ზომაში რომ მეტი საწვავი ჩატიო მეტად დამძიმდება და კიდევ მეტი საწვავი დაგჭირდება ამ ზედმეტი წონის ასაწევად და ა.შ. ანუ იჭედები.

ალბათ ასეთი ხომალდით ვერ წავა ადამიანი მარსზე სხვა სახის საწვავი და ენერგიაა საჭირო. ჯერ ჯერობით ახალი ტიპის ხომალდები მხოლოდ ნახაზებზეა და იდეებშია როგორც ვიცი.
ფინანსური პრობლემებს რომ თავი დავანებოთ ეს ყველაფერი გადასაჭრელია.
თუმცა ესენი ოცნებობენ რაღაცეებს და ვნახოთ

მე არასერიოზულად ვუყურებ ამის განხორციელებას ასე მალე.
2016-ში თავის ჭკუაში უკვე უნდა გაიტანონ მარსზე ადამიანებისთვის საჭირო რამე რუმეები რომ 2023-ში ხალხი გაგზავნონ სამუდამოდ საცხოვრებლად
This post has been edited by michael_ on 7 Aug 2012, 17:40
ხანდახან როცა არავის სურს გეკამათოს, ნუ იჩქარებ იზეიმო გამარჯვება, დაფიქრდი იქნებ იმიტომ არ სურთ შენთან კამათი რომ *ლე ხარ.
"We are a way for the cosmos to know itself” Carl Sagan
michaelimages.wordpress.com