ამ პოსტში არის ატმოსფეროს გაფანტვის ვერსია იზოტოპების მონაწილეობით. რამეს გაუგებლობის შემთხვევაში შეგიძლიათ გადახედოთ ორიგინალ პოსტს ნასას საიტზე.
ნასას როვერმა მიაგნო მარსის ატმოსფეროს ცვლილებების მიზეზს

ეს სურათი არის ლაბორატორიული ანალიზის დემონსტრაცია, რომელიც მიმდინარეობს ლაზერ-სპექტრომეტრის ( ნიმუშების საანალიზო სისტემის ნაწილი, რომელიც დამონტაჟებულია მარსმავალ "curiosity"-ზე) გამზომ კამერაში.
ნასას კუთვნილმა - მანქანის ზომა "მოხეტიალე"-მ, "curiosity"-მ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები წინ, იმის გაგებაში, თუ რატომ დაკარგა მარსმა მისი ატმოსფეროს დიდი ნაწილი.
იმის შესწავლა, რა მოუვიდა მარსის ატმოსფეროს, დაეხმარება მეცნიერებს, გააკეთონ დასკვნა იმის თაობაზე, იყო თუ არა დასახლებული პლანეტა მარსი ოდესმე. ახლანდელი მარსის ატმოსფერო 100-ჯერ იშვიათია (თხელი) ვიდრე დედამიწის.
ინსტრუმენტების ნაკრებმა, რომელიც "curiosity"-ს ბორტზეა, სინჯად აიღო და ანალიზი გაუკეთა ატრმოსფეროს ტერიტორიიდან, სახელად "Rocknest", "Gale crater" - ის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც ამჯერად არის მარსმავალი შეჩერებული ძიებებისთვის. აღმოჩენებმა, მოძიებულმა მარსმავლის საძიებო (Sample Analisis at Mars (SAM)) ინსტრუმენტების მიერ აჩვენა, რომ მარსის ატმოსფეროს ნაწილის დაკარგვა არის შედეგი - გამოწვეული ფიზიკური პროცესის მიერ, რომელიც მდგომარეობს: პლანეტის ზოგიერთი ქიმიური ელემენტების უფრო მძიმე იზოტოპების (იზოტოპები - ერთი და იგივე ქიმიური ელემენტის სახესხვაობები, რომლებიც მხოლოდ ატომური წონით განსხვავდებდიან ერთმანეთისგან) შენარჩუნებაში. ეს იყო მნიშვნელოვანი ფაქტორი პლანეტის ევოლუციაში.
თავდაპირველი SAM-ის (Sample Analisis at Mars - მარსის ნიმუშების ანალიზი) შედეგები აჩვენებს რომ ატმოსფერულ ნახშირორჟანგში არსებული ნახშირბადის ყველაზე მძიმე იზოტოპების რაოდენობა გაიზარდა ხუთი პროცენტით (5%), იმ იზოტოპების სავარაუდო რაოდენობასთან შედარებით, რაც მარსის ფორმირებისას არსებობდა.მძიმე იზოტოპების წილის გაზრდა მსუბუქებთან მიმართებაში გვავარაუდებინებს, რომ ატმოსფეროს ზედა ფენა შეიძლება გაიფანტა კოსმოსში. ატმოსფეროს ზედა ფენის დაკარგვა ალბათ შეამცირებდა მსუბუქ იზოტოპების წილს.არგონის იზოტოპის მაგალითიც აჩვენებს ამას, რომ მძიმე იზოტოპების წილი ეხლანდელ მარსის ატმოსფეროში გაიზარდა ადრინდელთან შედარებით, იმ გამოთვლების შესაბამისად, რომელიც გაკეთებულია მარსული წარმომავლობის მეტეორის საშუალებით დედამიწაზე.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შორეულ წარსულში გარემო მარსზე შესაძლებელია ყოფილიყო სრულიად განსხვავებული დღევანდელთან შედარებით. თხევადი წყლით და უფრო ხშირი (სქელი) ატმოსფეროთი.
ნასას ახალი მისია მარსზე, რომელიც სავარაუდოდ ატმოსფეროს გამოკვლევების მიზნით ხორციელდება (Mars Atmosphere and Volatile Evolution - MAVEN), გამოიკვლევს ზედა ატმოსფეროს შესაძლო კარგვას, როდესაც იგი მიაღწევს მარსზე 2014 წელს.
მარსის ატმოსფეროს ამ თავდაპირველ "შესუნთქვასთან" ერთად, SAM - მა ასევე გააკეთა უფაქიზესი გაზომვები გაზური მეთანის აღმოსაჩენად მარსზე. წინასწარმა შედეგებმა დიდი ვერაფერი შედეგი ვერ აჩვენა - მეთანი არარის. მეთანი მარსზე წარმოადგენს ინტერესს, როგორც სიცოცხლის წინამორბედს, ქიმიურ მაჩვენებელს იმისა, რომ იქ სიცოცხლე იყო. მეთანი დედამიწაზე შეიძლება იქნას მიღებული როგორც ბიოლოგიური, ასევე არაბიოლოგიური პროცესების შედეგად.
მეთანი ძნელი აღმოსაჩენია დედამიწიდან ან მარსის ორბიტალური სადგურიდან, რადგან თუ იგი არსებობს მარსზე, იარსებებს ტრასების სახით. The Tunable Laser Spectrometer (TLS) SAM -ში პირველ ძებნას მარსული ატმოსფეროს სინჯში აკეთებს სწორედ მეთანის მოლეკულის აღმოსაჩენად. SAM - ის თავდაპირველი გაზომვების უმცირესი ზღვარი არის რამდენიმე წილი მეთანისა მილიარდ წილ დანარჩენი ატმოსფეროსაზე მოცულობის მიხედვით. და საკმარისი განუსაზღვრელობით იმის შესახებ, რომ შედეგი იქნება ნულოვანი (ეს ადგილი ვერ გადავთარგმნე კარგად მაგრამ ალბათ გულისხმობენ რომ ძნელი საპოვნია).
"მეთანი ნამდვილად არარის უხვი რაოდების გაზი Gale Crater ში, თუ ის იქ საერთოდ არის. ამ მხრივ საერთოდაც მოხარულები ვართ, რომ ვეძებთ მას" - თქვა SAM TLS -ის ხელმძღვანელმა Chris Webster - მა NASA - ს რეაქტიული გადაადგილების ლაბორატორიიდან(JTL-Jet Propulsion Laboratory), კალიფორნიის ქალაქ ფესადინადან (Pasadena). "სანამ ჩვენ ვადგენთ რაოდენობათა უმცირეს ზღვარს, ატმოსფერული სახესხვაობები მარსის ატმოსფეროში შეიძლება სურპრიზს გვიმზადებს" ©Chris Webster.
Curiosity-ს პირველი სამი თვის მანძილზე SAM-მა გააანალიზა ატმოსფეროს ნიმუშები ორი ლაბორატორიული მეთოდით: ერთი არის მარსის სპექტრომეტრი რომლის ძებნის ობიექტი არის ატმოსფერული გაზების მთელი დიაპაზონი (ალბათ რომელსაც ვიცნობთ), ხოლო მეორე მეთოდი TLS, ფოკუსირებული ნახშირორჟანგზე და მეთანზე. თავისი პირველი ორი წლის მისიის მანძილზე როვერი ასევე გამოიყენებს ინსტრუმენტს სახელად - gas chromatograph - ი რომელიც ანცალკევებს და აიდენტიფიცირებს (ამოიცნობს) გაზებს. ეს ინსტრუმენტი ასევე აანალიზებს ნიადაგის და ქვის ნიმუშებს ისევე, როგორც ატმოსფეროს ნიმუშებს.
"ამ პირველი ატმოსფერული გაზომვებით ჩვენ უკვე ვხედავთ რა ძალაა, როცა გაქვს რთული ქიმიური ლაბორატორია მარსის ზედაპირზე, როგორიცაა SAM-ი - თქვა SAM - ის სამეცნიერო ხემძღვანელმა Paul Mahaffy-მ NASA-ს Goddard Space Flight Center -იდან, შტატ მერილენდის ქალაქ გრინბელთიდან. "ორივე - ატმოსფერული და ნიადაგის ნიმუშების ანალიზები უნმიშვნელოვანესია იმის გაგებაში, რამდენად დასახლებადია მარსი". ©Paul Mahaffy.
SAM - ი არის მიმართული, რათა გააანალიზოს პირველი ნიადაგის ნიმუშები მომავალ კვირებში, დაიწყოს ორგანული ნაერთების ძებნა Gale Crateris ქვებსა და ნიადაგში. წყლის შემცველი მინერალების გაანალიზება, აგრეთვე ძებნა და გაანალიზება კარბონატებისა არის დიდი პრიორიტეტი SAM - ის მომავალ მიწის ნიმუშების ანალიზებში.
მკვლევარები იყენებენ Curiosity-ს 10 ინსტრუმენტს, რათა გამოიკვლიონ, Gale Crater -ის რომელ არე იძლევა მიკრობების სიცოცხლისთვის ყველაზე ხელსაყრელ გარემოპირობებს. JPL(Jet Propulsion Laboratory , რეაქტიული გადაადგილების ლაბორატორია), რომელიც არის კალიფორნიის ქ.ფესადინას(Pasadena) ტექნოლოგიური ინსტიტუტის ნაწილი, განაგებს ამ პროექტს NASA-ს მეცნიერული მისიის სამმართველოსთვის და რომელმაც ააგო Curiosity. SAM-ი იქნა შექმნილი გ'დარდში(Goddard, რომელიც მდებარეობს მერილენდში, ა.შ.შ-ში) - გ'დარდის, JPL - ის და საფრანგეთში არსებული პარიზის უნივერსიტეტის შემწეობით.
©http://www.nasa.gov/mission_pages/msl/news/msl20121102.html[B][U][I]
p.s. შეცდომაში რომ არ შევიდეს ვინც არ იცოდა, 02.11.2012 ის ინფოა.
This post has been edited by Beqarioni on 14 Feb 2013, 00:32