არა, არ მაქვს აღწერილი, უბრალოდ იმდენად მარტივი იდეაა რომ დაწერის ღირსად არ ჩავალე

))
ძაან მოკლედ შევეცდები ახსნას, რამდენიმე ეტაპად, თითოეული ეტაპი აუცილებლად გასავლელია რომ თავად იდეამდე მივიდეთ.
1) პროფესორ დოუელის თავი:
ამ მოდელის წარმოდგენა ძნელი არაა და ტექნიკურად დასაშვებია ასევე ჩვენი ცნობიერებისათვის მისაღებია;
2) მატრიცა:
მოდით ავიღოთ პროფესორ დოუელის თავი და გადავჭრათ ნეირონების დაბოლოებები გრძნობის ორგანოებიდან, ანუ თვალებიდან, ყურებიდან და ა.შ. მათ მაგივრად მივაერთოთ კომპიუტერი, რომელიც ინტერაქტიულ ქმედებაში შედის ტვინთან მხოლოდ ნეირონების საშუალებით. კომპიუტერში მუშაობს ვირტუალური რეალობის პროგრამა რომელიც მოიცავს ადამიანის არსებობის გარემოს. ხოლო ტვინი მოქმედებს ისევე როგორც ნორმალური ადამიანის ტვინი, ამ გარემოში იღებს გადაწყვეტილებებს და მისთვის (და ამ ტვინის მატარებლისათვის) ვირტუალური გარემოში ყოფნა შეუმჩნეველია. ამ ეტაპზე რეალური ადამიანისგან ჯერ კიდე დარჩენილია რეალური ტვინი რომელიც ფუნქციონირებს რეალურად, მაგრამ მოდი დავფიქრდეთ, რა არის ტვინის როლი? ინფორმაციის მიღება/დამუშავება/გადაცემა, არაფერს გაგონებთ? კლასიკური აღწერა კომპიუტერული პროგრამის, მაშ გადავიდეთ მესამე ეტაპზე
3) ყველაფერი ვირტუალურია: ამოვიღოთ წინა მოდელიდან რეალური ტვინი და მის მაგივრად ჩავდოთ ასევე კომპიუტერი. ახლა დავფიქრდეთ, რა შეიცველა გარე ვირტუალური გარემოსათვის? არაფერი, იმიტომ რომ ხელოვნური ტვინი ისევე რეაგირებს გარე სიგნალებზე მის ხელოვნურ ნეირონებზე როგორც ბუნებრივი აკეთებდა.
რა შეიცვლება თავად ტვინში? იდეაში არაფერი იმიტომ რომ მასშიც იგივე პროცესები მიდის რაც რეალურში მიდიოდა ანუ იგივე ინფორმაცია დამუშავდება. ეს გადასვლა შეიძლება ცოტა ძნელი აღსაქმელი იყოს მაგრამ კარგად დაფიქრების მერე ცხადი ხდება რომ აქ რთული და არაბუნებრივი არაფერია. ანუ გვაქვს მოდელი სადაც არის "მატრიცა" კომპიუტერი და კლიენტი/პიროვნება კომპიუტერი.
4)ერთი კომპიუტერიც საკმარისია: წინა ეტაპზე მივიღეთ რომ ყველაფერი კომპიუტერია. ცხადია ეს მოდელი კიდე შეგვიძლია გავამარტივოთ და ვთქვათ ყველაფერი ერთ კომპიუტერშია, გარემოც და ინდივიდით, ანუ ეს ყველაფერი არის პროგრამის მოდულები და ისინი ერთმანეთთან ურთოერთქმედებენ. აქ შემოდის დისკრეტიზაციის ცნება. ანუ ნებისმიერ კომპიუტერულ მოდელს აქვს დისკრეტიზაციის სიზუსტე. დავუშვათ როცა კომპიუტერში აღვწერთ წრეწირს რასტრულად, ვიცით რომ ის სინამდვილეში წრეწირი კი არა ტეხილია რომელიც წრეწირს გავს მაგრამ თუ ძაან გავადიდებთ დავინახავთ რომ ის სულაც არაა ტეხილი. ანუ აღწერილი გარემო არის დისკრეტული და არა წრფივი. ასევე შესაძლოა გარკვეული უცნაურობები ხდებოდეს ამ გარემოში იმის გამო რომ მოდელი იდეალურად ვერ იქნა შემუშავებული ან მოდელის ჰოსტი არ ფლობს საკმარის რესურსებს, მაგალითათ თუ პროგრამა შეეცდება დროის ისეთი ინტერვალის გაზომვას რომელიც ნაკლებია ვიდრე ჰოსტის ტაქტური სიხშირე, მას არაფერი გამოუვა, ასევე პროგრამა ვერ გაიგებს რა ხდება ამ ტაქტებს შორის, ვერ დაადგენს გარემოში მიმდინარე მოვლენებს ზუსტად.
5) კომპიუტერი საერთოდ ზედმეტია: თუ ჩვენ ვამბობთ რომ ცნობიერება ეს არის პროგრამა, მაშინ რა საჭიროა კომპიუტერი? რაა პროგრამა? ეს არის იდეა, ესე იგი ცნობიერება იდეაა და იდეას შეუძლია მატერიის გარეშე არსებობა ანუ ამ შემთხვევაში კომპიუტერის გარეშე.
ეს ბოლო ეტაპი ყველაზე რთულია და ამიტომ მე არ მინდა აქ ჩაღრმავება იმიტომ რომ წინა ეტაპიც კი საკმარისია იმისათვის რომ დისკუსია გაიმართოს ამ თეორიაზე.
ცხადია მე არაფერს ვამტკიცებ, ეს ჩევმთვის სახალისო თეორიაა უბრალოდ, მე ამ თეორიას დავუპურისპირებ ყველას ვისაც ფანატიკურად სჯერა რაიმე სხვა თეორიის ან თუნდაც რელიგიის ანუ ერთადერს მე რასაც ვამტკიცებ არის ის რომ ადამიანს არაფრის მტკიცება არ შეუძლია დარწმუნებით, ადამიანს მხოლოდ დისკუსია შეუძლია სხვადასხვა თეორიების გარშემო