http://commersant.ge/?id=11486ღეიდან სილქ ტვ–ის მენიუს ჩამონათვალს დაემატა ,,ჟურნალი „National Geographic–ის” გამოწერის ფუნქცია. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მომხმარებელი სახლიდან გაუსვლელად, იოლი და კომფორტული ფორმით შეძლებს მსოფლიოში ცნობილი ჟურნალის ქართული გამოცემის გამოწერას – სილქტვის პულტის ან ცხელი ხაზის 2 100–100 მეშვეობით (კოდური სიტყვის დასახელებით).
ჟურნალის სარეალიზაციო ფასი 7 ლარია, ხოლო სილქნეტის მომხმარებლებზე ვრცელდება შეღავათები – მათთვის ჟურნალი 5 ლარი ეღირება, რაც ითვალისწინებს კურიერის მომსახურებასაც. ღირებულების დარიცხვა მოხდება მომხმარებლის ყოველთვიურ ანგარიშზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად აბონენტებს შეუძლიათ ისარგებლონ კომპანიის ცხელი ხაზით 2 100 100–ზე.
ჟურნალი National Geographic–ი ქართულ ენაზე გაყიდვაში 25 სექტემბრიდან ყოველთვიურად გამოვა და საქართველოს დიდ ქალაქებში გავრცელდება 5 ათასიანი ტირაჟით. ჟურნალში 70 პროცენტი უცხოური, ხოლო 30 პროცენტი საქართველოში შექმნილი სტატიები განთავსდება.