arrietty სულ რამდენიმე უნივერსიტეტია სადაც ფიზიკის სწავლა შეგიძლია:
თსუ
თავისუფალი (ბენდუქიძე)
საქართველოს უნივერსიტეტი
ილია
სტუ(?)
მეტი არ ვიცი
ბენდუქიძეს აქებენ, მაგრამ:
კერძოა და ძვირია
მაინც ბენდუქიძეა და რა იცი რა ხდება (პოლიტიკა ოხერია

)
...... თუმცა პატარა ჯგუფებია და დიდი შესაძლებლობა, დასაქმება და დაკვალიანება არ გაუჭირდებათ
საქუნი ასევე კერძოა (=ფასიანია) და თან მავნნი ამბობენ ნუცას ს(შ)კოლააო

(( ამბობენ არ ნიშნავს რომ მართლა ასეა))
სტუ-ში რაც უნდა იყოს მაინც ჩარჩენილები არიან, რავი აბა - თან მანდ უფრო საინჟინრო ფიზიკაა, ფუნდამეტურ მეცნიერებაზე ვერას გეტყვი..
ილია - აშკარად კარგი მიდგომაა მაგ უნივერსიტეტში, ძალიან ლამაზე და კეთილმოწყობილი აუდიტორიები, საჯარო ლექციები და ა.შ.
ბევრი თსუ-ელი ვიცი, მაღალკურსელი, მაგისტრანტი, რმელიც ილიას პროფესორებთან არიან გრანტებში და იქ მუშაობენ (ალბათ იმიტომ რომ ილიას ჯერ არ ჰყავს თავის სტუდენტები და თუ ეყოლა დაასაქმებენ კიდეც

)
თსუ - ტრადიციებზე და სახელზე არ ვლაპარაკობ, სხვა რა გითხრა

გააჩნია სად მოხვდები = რა მიმართულებაზე წახვალ..
სწავლა კარგია, თუ შეგატყეს რომ დაინტერესებულიხარ ზედაც გადაგყვებიან
ბევრი ისეთი პროფესორიც არის, რომელსაც აქვს კავშირები და ესეც კარგია

>>>> მე მაინც თსუს გირჩევ - ბოლოლო სიამაყით შეგეძლება თქვა, რომ შენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ხარ

{{იყო დრო,მაგით რომ ამაყობდნენ
Es gibt keinen Gott und Dirac ist sein Prophet. (c) Pauli