კარგი წიგნია, 0 დან იწყებს ეგეც.
საერთოდ ფიზიკის სწავლას სჭირდება მოტივაცია და ძალიან დიდი ინტერესი.
უნდა გაინტერესებდეს პასუხები კითხვებზე როგორ და რატომ. პიზიკის პარალელურად ქიმიასაც თუ აითვისებს ადამიანი, შეუდარებელი და კონკურენტუნარიანი ფიზიკოსი გამოვა მისგან, რომელსაც ნებისმიერი ლაბორატორია აიყვანს.
ფიზიკის სწავლის პროცესი ნელი და რთული პროცესია, რის გამოც არის, რომ ბევრ მოსწავლეს დასაწყისშივე უცრუვდება გული და სამუდამოდ ნეგატიურად განწობილი რჩება ამ საგნის მიმართ. მიზეზი უმეტეს შემთხვევაში მასწაცლებელშია, რომელიც ვერ ანახებს მოსწავლეს ფიზიკის სწორად სწავლების გზებს, ვერ უხსნის მიზეზს, თუ რატმ უნდა ისწავლონ ფიზიკა. ცხადია ყველას არ სჭირდება. აქედან გამომდინარე, თუ მოსწავლე მოტივირებულია და დიდი სურვილი აქვს ამ საგანში გარკვევის, ცოტა ფსიქოლოგიურადაც უნდა მოემზადოს და გაათვითცნობიეროს, რომ სწავლების პროცესში ბევრი მუშაობა მოუწევს და დიდი წინააღმდეგობები დახვდება.
თეორიის წაკითხვის შემდეგ (ნელა და დაკვირვებითი წაკითხვის შემდეგ), მოსწავლე თავის თავს ამოწმებს ამოცანების ამოხსნით.
ამოცანების ვერ ამოხსნის შემთხვევა ნიშნავს, რომ მას არ ესმის მოცემული თეორია, კი წაიკითხა, მაგრამ თურმე ვერ გაუგია.
ალგორითმი მდგომარეობს შემდეგში: იწყებ ისევ თავიდან მოცემული თეორიის შესწავლას (ვთქვათ მექანიკა), და შემდეგ ისევ ცდილობ ამოცანის ამოხსნას.
რამოდენიმე ციკლის შემდეგ თუ ამოცანა ისევ ამოუხსნელია, ე.ი. სადღაც პრობლემა გვაქ, უნდა ვიპოვოთ ეს პრობლემა. რაშია საქმე? კითხვსას ხომ არა არის გონება გაფანტული. არის თუ არა გონება კარგად ფოკუსირებული კითხვაზე და გააზრებაზე. და ასე შემდეგ, არის კიდევ სხვა ნიუანსებიც.
ამოცანის ამოხსნისას, პასუხის დამთხვევა ჯერ კიდევ არ ნიშნავს თეორიის კარგად გააზრებას.
აი თუ ამოცანას ისე ამოხსნი, რომ პასუხის გადამოწმება (წიგნის ბოლო ფურცლებზე) აღარ დაგჭირდება, ანუ 100%ით დარწმუნებული იქნები შენს პასუხში, მაშინ ჩაითვლება თეორიის შესწავლა წარმატებულად. თუმცა ეს შორეული პერსპექტივაა და ეს ჩვევა ასე ადვილად არ მოდის. ეს მოსწავლეს კი არა ბევრ სტუდენტს არ აქვს.
ამდენად, მეგობრებო (სიტყვით გამოვდივარ

), მთავარია მოტივაცია და შრომა საკუთარ თავზე.
ვერანაირი რეპეტიტორი და "კარგი წიგნი" ვერ შველის საქმეს, თუ თვითონ მოსწავლეს არ აქვს გააზრებული რისთვის უნდა ფიზიკა.
ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს იმის გააზრებას, თუ რისთვის უნდა ვისწავლო ესა თუ ის მოვლენა. მის გაუაზრებლად (ვინმესგან მაინც უნდა იყოს ახსნილი) წყლის ნაწვა გამოდის.
მაგალითად, ერთი ჩემი ახლობელი, სკოლის მოსწავლე, მეკითხება ავუხსნა რას ნიშნავს გადატანითი მოძრაობა, როდის არის სხეული ნივთიერი წერტილი და როდის არა.
მგონი ფორუმზეც დაისვა ეგ კითხვა. ავიხსენი ეს ყევლაფერი თავისი მაგალითებით. გაიგო, დაფიქრდა და მეკითხება: " კი მაგრამ, რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს ფიზიკასთან და რაში უნდა გამომადგეს იმის ცოდნა, რომ ჩემოდანს გადატანით მოძრაბას გავუკეთებ თუ არა. A დან B წერტილში რანაირადაც არ უნდა გადავიტანო, განა ამით რამე შეიცვლებაო?" (ნუ მთლად ასე დალაგებულად ვერ მკითხა, მაგრამ როგორც შეძლო გამოხატა აზრი).
მომეწონა კითხვა და ცოტა დავფიქრდი, ჯერ ეს უნდა ამეხსნა და მერე მოვლენის არსი თუ პირიქითთქო.
მემგონი ხანისე ხან ასე, გააჩნია სიტუაციას და მოვლენის არსს.
ცხადია ავუხსენი, რომ გადატანითი მოძრაობის არსის გაგება, მაგალითად, გამოგვადგება ვექტორებზე მათემატიკური ოპერაციების შესრულებისას მეთქი.
ერთი სიტყვით, მოსწავლეს უნდა ესმოდეს ის თუ რისთვის სჭირდება ამა თუ იმ ფორმულის ან მოვლენის შინაარსის და განმარტების ცოდნა.
დანარჩენი აგურებივით დაედება ერთმანეთზე.
ასე, რომ ეგ წიგნი კარგია. 1 წლის წინ გადმოვწერე ელ ვერსია და მომეწონა.