დანარჩენი პლანეტები შორს არიან და რაც არუნდა აღლუმები ატარონ და მწკრივებში თავი გაიგიჟონ

მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენენ
აგერ უკვე 4 მილიარდ წელიწადზე მეტია დედამიწა და სხვა პლანეტები სტაბილურად გარემოექცევიან ორბიტებზე და როგორც ჩანს აღლუმების გამო არაფერი კატასტროფა არ მომხდარა.
წარმოიდგინე ამ 4 მილიარდი წლის განმავლობაში რამდენჯერ ჩადგებოდნენ ერთ მწკრივში, ასე რომ იყოს ადამიანის არსებობის ისტორიის მანძილზეც იქნებოდა რამე მნიშვნელოვანი კატასტროფა.
ყველაზე დიდი კატასტროფა კი დედამიწის ისტორიაში (თუ არ ჩავთვლით დიდი ბომბარდირების პერიოდს და მთვარის წარმოქმნას, იყო 400 მილიონი წლის წინ და 65 მილიონი წლის წინ. 400 მილიონი წლის წინ ვარაუდობენ რომ სუპერნოვამ გაანადგურა დედამიწაზე სახეობების 70% და 65 მილიონი წლის წინ კი მეტეორი ჩამოვარდა მექსიკის ყურეში რამაც გამოიწვია დინოზავრების მასიური გადაშენება.
ჰო კიდევ იყო სუპერვულკანების ამოფრქვევებიც მაგრამ ეგენიც ძალიან ადრე და ეს ვულკანებიც დიდი დროის მანძილზე პერიოდულად იფრქვევა როცა ათასწლეულების მანძილზე იზრდება წნევა მაგმის დაგროვების ადგილებში დედამიწის ქერქთან..
პლანეტების აღლუმის კავშირი არაა დადგენილი ამ მოვლენებთან. დედამიწა ისედაც ცოცხალი ორგანიზმივითაა.
* * *
ლაბარნაჰო და Gama ray burst ძალიან ბევრ ენერგიას გამოასხივებს და იმიტომაც იქნება სწრაფი კილერი
სუპერნოვა აფეთქების მომენტში საშუალოდ გამოასხივებს იმდენ ენერგიას რასაც ჩვენი მზე 10 მილიარდი წლის განმავლობაში და ჰიპერნოვა კი ანუ Gama ray burst 100 მილიონჯერ უფრო ბრწყინვალეა ვიდრე სუპერნოვა
This post has been edited by michael_ on 27 Oct 2012, 20:39