ზაზა ფორუმელია. შემოდის ხოლმე აქაც

ზოგადად დადებითი პიროვვნებაა, თუმცა მისი და ჩემი მოსაზრებები და შეხედულება ამ სამყაროზე 180 გრადუსით განსხვავდება.
ნუ ყველას თავისი აზრი აქვს, უნდა შევეგუოთ.
რაც შეეხება მაგ ექსპერიმენტს. ადრეც დამიწერია და კვლავ გავიმეორებ მის ახსნას:
დავუშვათ, ნაწილაკს აქვს A ან B მდგომარეობაში ყოფნის შესაძლებლობა. მაშინ ის, როგორც კვანტური ობიექტი შესაძლოა იმყოფებოდეს A, B ან A+B მდგომარეობაში.
A+B მდგომარეობას ჰქვია სუპერპოზიცია.
სუპერპოზიცია რთული გასამარტია უბრალო ენით (ამიტომ ხშირად გაიგონებ - თვითონაც არ იციან და ჩვენს რას გაგვაგებინებენ).
წარმოიდგინე ბზრიალა, რომელიც ბრუნავს ღერძის გარშემო და ასევე ბოლო მომენტში რომ იწყებს ბარბაცს, წვერი ადგილზე დგას, მაგრამ ზედა ბოლო რომ ტრიალებს წრიულად.
აი ეს ორი სახის ბრუნვა, ბზრიალი და ბარბაცი დავარქვათ მეორეს, იყოს ნაწილაკის ორი მდგომარეობა.
ანუ ბზრიალას შეუძლია ან A - მხოლოდ ბზრიალი ღერძის გარშემო სწორად, B- მხოლოდ ბარბაცი წვერი მაგიდაზე და თავი წრიუალად ტრიალებდეს.
და A+B - ორივეს ერთად აკეთებდეს. (მთლად ასე ზუსტად არ ხდება, კიდე რაღაც ხდება, მაგრამ ვფიქრობ ეს საკმარისია ილუსტრაციისთვის).
ეხლა, როდესაც კვანტური სისტემა იმყოფება თავისუფალ, შეუშფოთებელ სიტუაციაში, მაშინ მას აქვს უნარი შეინარჩუნოს A+B სუპერპოზიციური მდგომარეობა.
როგორც კი ის იმოქმედებს გარე სისტემს რაიმე შემაშფოთებელ ობიექტთან, იქნება ეს ფოტონი თუ ფოტოაპარატის ფირი, მაშIნ ის გადახტება ერთერთ საკუთარ მდგომარეობაში, A ში ან B ში, ალბათობით 50/50 ზე. ანუ დაერღვევა სუპერპოზიციული მყუდრო მდგომარეობა.
მაშასადამე, როდესაც ნაწილაკს ვაკვირდებით, ეს ნიშნავს, რომ მის რომელიმე პარამეტრს ვზომავთ (ისე ვერ დააკვირდები, ცხენი ხო არაა?)
და როდესაც ზომავ, მასზე მოქმედებ, შეგაქვს შეშფოთება და ურღვევ სუპერპოზიციას.
ფოტონიც საკმარისია რომ გამოიყვანოს მასზე მძიმე ელექტრონი სუპერპოზიციიდან.
ამდენად, ადამიანის გონება და ცნობიერება, მე ვიცი ან არ ვიცი კი არ მოქმედებს უშუალოდ ნაწილაკზე, და ნაწილაკმა ის კი არ იცის მას უყურებს თუ არა ვინმე.
არამედ ის გრძნობს მხოლოდ რაიმე შემაშფოთებელ ობიექტს, რომელიც უშუალოდ მასზე მოქმედებს.
ნებისმიერი დღევანდელი დეტექტორი საკმაოდ დიდი შეშფოთებაა ნაწილაკისთვის.
არსებობს მოსაზრება, რომ გრავიტაციული ტალღებით მოხდეს ნაწილაკზე დაკვირვება, რამეთუ გრავიტაციული ურთიერთქმედების ძალა ელექტრომაგნიტურისაზე 10 ხარისხად 40 ჯერ მცირეა.
და ამდენად შემაშფოთებელი ეფექტი იქნება 0 თან ახლოს და ნაწილაკს არ დაერღვევა კოჰერენტული სუპერპოზიცია.
თუმცა ეს ტექნიკურად საოცრად ძნელია, რადგან 10 ხარისხად 40 ჯერ მიცრე ურთიერთქმედების დეტექტირება სცილდება დღევანდელი ტექნიკის შესაძლებლობებს.
This post has been edited by asphurcela on 31 Mar 2017, 12:19