აჰა, ძალიან კარგი და ღრმა კითხვაა. სწორად დასმული რაც მთავარია.
საქმე იმაშია, რომ შენს მიერ აღწერილი პროცესი სამართლიანი იქნებოდა სრულიად გამჭვირვალე სხეულებისთის.
მაგალითად ეგრე "გადის" ფოტონი მინაში და წყალში. ანუ შთანთქა და თითქმის 100% ით გამოსხივდა ყველა ფოტონი.
ნუ ცხადია ხვდები, რომ 100% იანი გამჭვირვალობა ლამისაა ვაკუუმს არ აქვს. მინასაც საკმაოდ მაღალი აქვს.
ამდენად მინაში შთანთქმის ხაზები არ გვექნება.
მაგრამ სხვა ნივთიერება და მათ შორის პლაზმა (ვარსკვლავის ცხელი გარსი) აის ცუდად გამჭვირვალე. რაღაც ნაწილი ფოტონების გადის, რაღაც ნაწილი ვერ გადის და სპეტქრში ტოვებს ბნელ ადგილებს.
მაშინ ეს თუ ესეა, გასული ნაწილი რატომ ვერ ავსებს იმ ცარიელ ადგილებს სპექტრში?
ცხადია შეავსებს.
ამიტომ როცა სპეტრული ანალიზი ტარდება, ძირითადად გამოსხივებულ სპექტრს ხედავენ.
აბა შთანთქმული სად ჯანდაბაში წავიდა და რა შუაშია საერთოდ მაშინ?
მაშასადამე სპეტრალური ანალისი საკმაოდ რთული პროცესია. საჭიროა ბევრი რამის გათვალისწინება, რომ მიღებული სპექტრი გაიშიფროს.
შთანთქმული ფოტონის გამოსხივება ხშირად ხდება კასკადური ფორმით.
მაგალითად, შთაინთქა პირობითად 10 ერთეული ენერგიის მქონე ფოტონი.
გამოსხივების ვარიანტში შეიძლება გამოსხივხეს 1 ცალი ფოტონი ენერგიით 10 ერთეული. ან 2 ცალი ფოტონი ჯამური ენერგიით 10..
მაგალითად 5 და 5, ან 8 და 2. ცხადია ეს რიცხვები პირიბითად მოვიყვანე.
ამდენად, მიღებული სპეტქრი საკმაოდ რთულია უმეტეს შემთხვევაში, ანუ შეიცავს უამრავ ხაზებს ნატელს და ბნელს.
ამის მერე ხდება კომპიუტერული დამUშავება, დოპლერის ეფექტის ჩართვით. დოპლერის გათვალისწინება ადვილია, რადგან ყველა ხაზი პროპორციულად წანაცვლდება. იშიფრება მოცემულ იქს ხაზის ნაცვლად ხომ არ არის ჯამური ენერგიის რამდენიმე ხაზი.
ხოდა ეს ჯამური ხაზი, რომელიც ჩვეულებრივ გამოხივების შემთხვევაში არ არის, ნიშნავს, რომ ეს შთანთქმული და მერე უკან გამოსხივების შედეგია.
და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, მე დეტალები არ ვიცი რადგან არ ვარ ამ სფეროს სპეციალისტი და ჩემი ცოდნა მხოლოდ ზედაპირულია.
ამით მე სრულ სურათს ვერ დაგიხატავ სპეტროსკოპული ანალიზისას, რომელიც საკმაოდ კომპლექსური და რთული არის.
ცალკე მეცნიერებაა ლამის.
თუმცა შენს მიერ დასმული კითხვები ყოველთვის ლოგიკური და სწორად დასმულია.
ამით მჟღავნდება ამხსნელის კომპეტენტურობა და ის თუ რამდენად სწორად იქნა ახსნილი.
რაც უფრო ნაკლებადაა ჩახედული ამხსნელი მოცემულ საკითხში, მით უფრო რთულად და საშინელი ტერმინოლოგიით (ზედმეტად სპეციფიკური) ხსნის მოვლენას. შესაძლოა მთელი წყება განტოლებებიც დაგიწეროს ვინმემ და ამით ის ჩათვლის, რომ დედა რა დაწვრილებით აგიხსნა.
სინამდვილეში მან თავი გასცა, რომ არაფერიც არ იცის.
და ჯობია აღიაროს, რომ არ იცის, ეს არაა სირცხვილი, რამეთუ, თუ იმ სფეროში არ მუშაობს ადამიანი, ჩათვალე რომ 90% რა ხდება იმ სფეროში არ იცის.
ასეთი ვარ მე, არაფერიც არ ვიცი კოსმოსური სპექტროსკოპიის დარგში