ბოროტი ენები ამბობენ არჩევანს ქოცებსა და ნაცებს შორის ზოგირთი მეშოკი პურის ფქვილის რაოდენობის მიხედვით აკეთებსო. ანუ
ლოგიკური ანალიზი (არც ერთი უქნია ღმერთს, მაგრამ ამით მე რა? ----> დასკვნა(პურის ფქვილი მაინც კაი რამეა) ---> არჩევანი დასკვნისკენ(მეტისკენ).
მაგრამ თუ ლოგიკაც მცდარია და მითუმეტეს დასკვნაც? - არჩევანი მაინც დასკვნისკენ. მაგ:
ტიპმა მთელი თავისი ქონება გაყიდა, მთელი თანხა კაზინოში 22-ზე დადო და ..... მოიგო!
რატომ მაინცდამაინც 22 აირჩიეო? - კითხეს.
- რატომ და 7-ში ვარ დაბადებული... 7-ში დავქორწინდი და შვილიც 7-ში შემეძინაო.
მერეო? - გაიკვირვეს.
- რაღა მერე!... შევკრიბე ეს სამი 7...... 22 ხომ მივიღე და მეც დავდეო - დაუფარავად გაანდო კაზინოს გაკოტრების საიდუმლო .
შენი მათემატიკის მასწავლებლისაცო - შეიკურთხა კაზინოს მეპატრონე.(მაინც რას ერჩოდა მათემატიკის მასწავლებელს? - შიშით ახლაც ხელებაფარებული დავდივარ).
და თუ იმ კითხვას დავსვამთ, თუ
- რატომ მაინცდამაინც 7-ების ლოგიკით იმსჯელა ტიპმა...
- 21 რატომ მაინცდამანც 22-ში "შეეშალა?" და არა 27-ში? ... ო?
- ღვთის ნება იყოო ... ზეცისკენ სიყვარულით სავსე მორჩილებით აღაპყრობენ მორწმუნენი თვალებს - გულუბრყვილოდ შეაწმენდენ თავიანთ უმეცრებას უფალს. ნეტარ არიან მორწმუნენი, რამეთუ სწამთ.
----------------------------------------------------
შავი ხარი დავკლა - თეთრი მაიწყენსო, თეთრი ხარი დავკლა - შავი მაიწყენსო ---- ვერ აერჩია ხარების გამზრდელ კაცს.
შენც ადექი და ორივე დაკალოო - ურჩია ბრძენმა(ცალზე ეკიდა).
---------------------------------------------------
ნებელობა ბუნების კანონის ფარგლებში.
ანუ რომელი არჩევანი? --- რომელიც გირჩევნია!.. მაგრამ იანვარში მარწყვსაც ნუ მოთხოვო