...იგავი
ქ. ალბათშურში მხოლოდ სულ რაღაც 400 მანქანა მოძრაობდა სანომრე ნიშნებით: ბათ-001 ... ბათ-002 ... ბათ-003 ... ......... .. . . . .. ბათ-400
ერთმა მაცხოვრებელმა ( ლენბოთემ) ასეთი ბიზნესი მოიფიქრა:
იქიდან გამომდინარე, რომ ალბათშურში მოძრაობის დასაშვები სიჩქარე ძალიან დაბალი იყო, ყოველდღიურად გზაზე ბრმად ისე გადასულიყო, რომ რომელიმე მანქანა მსუბაქად შეჯახებოდა...
მძღოლი დაეშანტაჟებინა და კომპენსაციის მიზნით მანქანა გამოეძალა...
შეწერილ მანქანებს მეზობელ სახელმწიფოში (სომბათში) გაასუხარებდა...
იდეა ეშმაკს გაანდო. ისიც დაეთანხმა, ოღონდ ერთი პირობით:
-იცოდე ჩემო ლენბოთეო...
თუ პირველ დღეს მაინცდამაინც ბათ-400 დაგეჯახება
მეორე დღეს მაინცდამაინც ბათ-001
მესამე დღეს მაინცდამაინც-- ბათ-399
მეოთხე დღეს მაინცდამაინც -- ბათ-002
და ამ კანონზომიერებით....
....
125-ე დღეს რა ნომერი მოგიწევსო? ხო, ხო მაინცდამაინც ბათ-340-იო
.......და თუ მაინც ცოცხალი იყავი, 126-ე დღეს მე თვითონ გაგაფრთხობინებ სულს-ო.
ლენბოთემ ეშმაკის პირობის ალბათობა დათვალა.......P= ?????? და რაღა მაინცდამაინც შენი "მაინცდამაინც" განხორციელდებაო და... გარისკა...
მეექვსე დღეს დაბრედილა ცხონებული--სადარბაზოდან რომ გამოსულა კრამიტი მოხვედრია თავში.
აქედან მორალი:
1) რაღა დროის კრამიტია.
2)
3)
.
.
n) ....საქმე არ მაქვს მეტი???
* * *
ბოლოსდაბოლოს რისი ტოლი იყო ეშმაკის პირობის ალბათობა? ---P =?
ცხადდება კონკურსი იგავის მორალის საუკეთესიო ფრაზირებისათვის...
ჰა!... გაბედეთ!!!!...