ლოგიკური ამოცანა უნარებიდან. გავიჭედეთ დაგვეხმარეთ და გთხოვთ დეტალურად აგვიხსნათ ამოხსნის გზა

სპორტული მანქანების გამოფენაზე წარმოდგენილია 8 მწარმოებელი- იაგუარი,ლამბორგინი, პორშე, სუზუკი, ფერარი, აუდი, სუბარუ და მაზერატი.
ამ მწარმოებლებიდან 3 იტალიურია( ლამბორგინი, ფერარი და მაზერატი), 2 იაპონურია( სუზუკი და სუბარუ), 2 გერმანულია(აუდი პორშე), ხოლო 1 ინგლისური(იაგუარი).
გამოფენის მთავარი პავილიონისათვის უნდა შეირჩეს ზუსტად 5 მანქანა ისე ,რომ დაცული იყოს შემდეგი პირობები:
- ერთი და იმავე მწარმოებლის 2 მანქანა არ შეიძლება მოხვდეს მთავარ პავილიონში.
- უნდა შეირჩეს ზუსტად 2 წითელი მანქანა
- მთავარ პავილიონში ზუსტად 1 იაპონური მანქანა უნდა მოხვდეს და ეს მანქანა შავი ფერის უნდა იყოს.
- თუ იაგუარი მოხვდა მთავარ პავილიონში, მაშინ ის მწვანე ფერის უნდა იყოს.
- თუ პორშე მოხვდა მთავარ პავილიონში, მაშინ ის ყვითელი ფერის უნდა იყოს.
- მაზერატი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა შეირჩეს, თუ აუდი არ შეირჩევა.
- თუ ლამბორგინი და აუდი ერთად მოხვდა მთავარ პავილიონში, მაშინ ერთი მათგანი მაინც არ უნდა იყოს წითელი ფერის.
ამოცანა:
მანქანების ქვემოთ ჩამოთვლილი წყვილებიდან რომელი შეიძლება ერთად მოხვდეს მთავარ პავილიონში:
ა) ყვითელი ფერარი და შავი მაზერატი
ბ) მწვანე ლამბორგინი და ყვითელი ფერარი
გ) მწვანე ლამბორგინი და ყვითელი აუდი
დ) ყვითელი ფერარი და მწვანე აუდი
ე) მწვანე ლამბორგინი და წითელი ფერარი