ამოცანის არსი არის მოიფიქრო კითხვის ფორმა, რომელზე მიღებული პასუხიც არის ზუსტი, იქნება ის სიმრთლის თუ ტყუილის ღმერთისგან. ჩამოვაყალიბოთ კითხვა:
გუშინ რომ მეკითხა შენთვის X, შენი პასუხი იქნებოდა 'ჯა' ?
თუ X ჭეშმარიტია და მოითხოვს პასუხს დიახ, მაშინ:
>სიმართლის ღმერთი მიპასუხებს 'ჯა', მიუხედავად იმისა, 'ჯა' დიახს ნიშნავს თუ არას.
>ტყუილის ღმერთიც მიპასუხებს 'ჯა', მიუხედავად იმისა 'ჯა' დიახს ნიშნავს თუ არას.
თუ X მცდარია და მოითხოვს პასუხს არა, მაშინ:
>სიმართლის ღმერთი მიპასუხებს 'დუ', მიუხედავად იმისა 'დუ' დიახს ნიშნავს თუ არას.
>ტყუილის ღმერთიც მიპასუხებს 'დუ', მიუხედავად იმისა 'დუ' დიახს ნიშნავს თუ არას.
დასკვნა: ასეთი ფორმით დასმულ კითხვაზე ამ ორივე ღმერთისგან ფაქტიურად ვიღებთ პასუხს 'დიახ' ან 'არა'. ანუ თუ პასუხში მოხსენებული ღმერთის სიტყვა და ღმერთის პასუხი ემთხვევა ერთმანეთს, ესე იგი პასუხი არის დიახ, თუ არა, მაშინ არა.
ამის შემდეგ ადვილია:
1. ვეკითხები პირველ ღმერთს, მეორეზე, ეს ღმერთი შემთხვევითია თუ არა. (ცხადია ზემოთ მოცემული ფორმით). თუ პასუხი იქნება რომ კი, მაშინ ზუსტად ვიცი რომ მესამე ღმერთი არ არის შემთხვევითი, თუ პასუხი იქნება არა, მაშინ ზუტად ვიცი რომ მეორე არ არის შემთხვევითი.
2. რომელი ღმერთის შესახებაც ვიცი რომ არ არის შემთხვევითი, ვეკითხები პირველის შესახებ, არის თუ არა შემთხვევითი ღმერთი. შედეგად ზუსტად ვიცი რომელია შემთხვევით ღმერთი.
3. ვეკითხები იგივეს, თავად სიმართლის ღმერთია თუ არა და შედეგად ზუტად ვიცი რომელი რომელია.
***
გთხოვთ შეაფასოთ, რამდენად გასაგებად დავწერე ამოხსნა.
და გთხოვთ გავაგრძელოთ
This post has been edited by nforumi on 31 Mar 2013, 13:46