მარტო მასკი არ მასკობს
http://www.sazogadoeba.ge/index.php?post_id=1409 ავტომობილის პრიმიტიულმა ელექტროძრავებმა შეიძლება ნებისმიერი წვის ძრავა გაუმჯობესოს, მაგრამ ექსტრემალურად სწრაფი რეაქცია, კომპაქტური ზომა, რეგენერაციული მუხრუჭი, მაღალი სიმძლავრე, მიმზიდველი ძრავის უახლესი თაობა ექსკლუზიურად Concept_One -თვის შეიქმნა.
უნიკალური ძრავა ქვესისტემებად იყოფა: ძრავა, ივენტორი და სიჩქარის კოლოფი. მანქანის კონტროლის სისტემა სენსორებითაა აღჭურვილი. თითოეული ბორბალი წამში დამოუკიდებლად სიჩქარეს 100-ჯერ აჩქარებს და მძღოლის სასურველ სიჩქარეს ავითარებს.
Concept_One ელექტროავტომობილი Bugatti Veyron-ზე სწრაფი იქნება. როგორც მანქანის გამომგონებელი, 25 წლის ხორვატიელი მეით რიმაკი აცხადებს, ავტომობილი 1018 ცხენის ძალის სიჩქარეს განავითარებს, გარბენი 2.8 წამში 100კმ-მდე იქნება, ხოლო სრული სიჩქარე 305კმ/სთ-ს მიაღწევს. ის ერთჯერადი დამუხტვით 600კმ-ის გავლას შეძლებს.
- ჩემი ორი გატაცება ტექნოლოგია და მანქანებია. ტექნოლოგია იმიტომ რომ ნიკოლა ტესლა ხორვატიელია, რომელმაც ელექტროძრავა პირველმა შექმნა. გადავწყვიტე ჩემი ორი გატაცების კომბინირება. ელექტრომანქანამ დაამტკიცა, რომ ელექტროძრავა უნიკალურია. ერთ დღესაც საწვავის მარაგი ამოიწურება და მსოფლიოში ყველა ელექტრომანქანას შეიძენს,“- აღნიშნავს რიმაკი.
რიმაკი ყველაზე სწრაფი ელექტრომანქანის შექმნისათვის გინესის რეკორდების წიგნშიც შევიდა.
ჯერ კიდევ მოსწავლე იყო როდესაც 1000 € -დ მანქანა შეიძინა. ის მთლიანად გადააკეთა. გაზის ძრავა ელემენტებით და ელექტრო ძრავით შეცვალა. თავისი მოდიფიცირებული მანქანით 5 -ჯერ სხვადასხვა მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა, საკუთარი ხაზის მანქანა შეექმნა. ამჟამად ინოვატორი ახალგაზრდა დიზაინერ ადრიანო მუდრისთან თანამშრომლობს.
ახლა რიმაკმა ოცნება რეალობად აქცია.
- “ინდუსტრიაში 1 – 5 მილიარდის დახარჯვა ჩვეულებრივი რამ არის, მაგრამ ავტომანქანების უმრავლესობა ძველი ვერსიის ძრავით, სიჩქარის კოლოფით და სალონითაა აღჭურვილი. ჩვენ კი უახლესი ვერსიით აღვჭურვეთ და მანქანის ინდუსტრიის ბიუჯეტის 0.1%-ი გამოვიყენეთ“-განაცხადა რიმაკმა.
მეით რიმაკი ელექტრო მანქანების გაყიდვაში ჩაშვებას უახლოეს მომავალში აპირებს.