მოვიდა მოდელ X

ყველაზე მაღალი უსაფრთხოების რეიტინგი;
P90D ყველაზე სწრაფი SUV მსოფლიოში, 0-60 მილი 3.2 წამში, იგივე მონაცემი რაც აქვს პორშე 911 ტურბოს

ამობრუნების ყველაზე ნაკლები შანსი სხვა SUV-ებთან შედარებით;
ავტომატური ტორმუზი საშიშროების შემთხვევაში და აგრეთვე ავტომატური საჭის გადაადგილება გვერდიდან შეჯახების საშიშროების შემთხვევაში;
უზარმაზარი სალონის ჰაერის ფილტრი 3 ფენა აქტიური კარბონის ნაწილაკებით, რომელიც 300-დან 800-მდე უკეთესად ასუფთავებს ჰაერს სანამ სალონში შემოვა და თითქმის გამორიცხავს ბაქტერიების, კვამლის, ალერგენების და ვირუსების სალონში შემოღწევას. ფილტრაციის მენიუს აქვს
ბიოლოგიური იარაღისგან დაცვის ღილაკი, რომელიც ყველანაირ მასკაზე უკეთესად მუშაობს

უკანა კარებებს აქვს ორი გადაბმა და სენსორები რომლებიც აკონტროლებენ გვერდითა მანძილს და ჭერის სიმაღლეს, შესაბამისად რაც არ უნდა ახლოს იყოს მეორე ავტომობილი დაპარკინგებული ან რაც არ უნდა დაბალი ჭერი გქონდეს გარაჟში, კარები ისე გაიღება რომ არც გვერდით მანქანას შეეხება და არც ჭერს;
შეუძლია 2.2 ტონის მიბმა და წაღება + 7 მგზავრი და უამრავი ბარგი (ვიდეოში ნახეთ 22 წუთიდან

);
250 მილი დაფარვის მანძილი და 155მილი საათში მაქსიმალური სიჩქარე;
ჯერჯერობით უშვებენ მხოლოდ 90 კილოვატიან ვერსიებს 90D და P90D, რომლებიც იქნება შესაბამისი მოდელ S-ის ფასებზე $5000-ით ძვირი. ცოტახანში ცოტა დაბალ ფასიან ვერსიებსაც შემოგთავაზებთო
This post has been edited by web_nts on 30 Sep 2015, 12:26