ტაილანდიდან

გიგაფაქტორის შენება უფრო ადრე დამთავრდება ვიდრე ვგეგმავდითო, უკვე ვუშვებთ იქ ელემენტებს სტაციონარული სოტირჯისთვისო, მასკმა. ელემენტებს ჩვენზე უფრო კარგად და იაფად ვერავინ აკეთებსო, ახლოსაც ვერ მოდიანო.
მოდელ 3 ორ წელშიო, არ დავაგვიანებთო. მარტში უკვე გაჩვენებთო.
ბოლო მეოთხედი იყო ყველაზე უფრო "წამგებიანი" ტესლას ისტორიაში, დახარჯეს 230 მილიონით მეტი ვიდრე შემოსავალი ქონდათ. მომავალ მეოთხედში გვინდა მოგებაზე გავიდეთო.
15-20 წლის მერე ყველა ახალი მანქანა მთლიანად ავტოპილოტიანი იქნება, უავტოპილოტო მანქანა მარტო სენტიმენტალური მიზნებით თუ ექნება ვინმესო, როგორც ახლა ცხენი ყავთ ხოლმე ხალხსო

ჩვენ ბევრად უფრო ადრეო. ალბათ 5 წლის მერე ექნებათ მაგათ და 10 წლის მერე რეგულაციები ნებას დართავენ ეგეთი მანქანების მოძრაობას.
ტესლას არ ეხება, მაგრამ ვირტუალური რეალობის გაჯეტები შემოდის. ბილ გეიტსმა გამოვცადე, ძალიან მაგარიაო. შარაპოვას ტენისი ვეთამაშეო

მომავალი წლიდან უნდა შემოვიდეს გაყიდვაში
* * *
ყოფილმა ტესლას ხალხმა ახალი ელექტრომანქანების სტარტაპი დააარსა, სახელად ფარადეი(შემდეგებს ალბათ ერქმევათ ამპერი და ომი). სერიოზული ინვესტორი გვყავსო, ოღონდ არ ამბობენ ვინ. 2017 წელს გამოვუშვებთ პირველ მოდელსო. ვინაიდან ცარიელი ფურცლიდან ვიწყებთ და ელექტრომანქანას ვაკეთებთ, არცერთ არსებულ მანქანის ტიპს არ გავაკეთებთ, დავფიქრდებით რა ჭირდება ხალხს და ისეთი იქნებაო.