Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(101)
« პირველი
...
14
15
[16]
17
18
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ელონ მასკი
, და მისი იდეები
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ცქიფო
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
ცქიფო
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5407
წევრი No.: 168304
რეგისტრ.: 4-June 13
#40851902
· 7 May 2014, 18:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
vid
QUOTE
ხელოვნური ქალაქის კოსმოსში აშენება ცოტა რთული საქმეა
მარსზე რაღაცის აშენება კიდევ უფრო რთულია, 3 თვე ჭირდება იქამდე მისაღწევად თუ მეტი არა.
ელემენტარულად სატელეფონო კავშირს ვერ დაამყარებ: საშუალოდ 12 წუთია დაგვიანება, კაცი რომ მოიკითხო: როგორ ხარ? - კარგად - მეც კარგად, ამისათვის ნახევარი საათი დაგჭირდება.
+ მარსის გრავიტაცია და საერთოდ გრავიტაცია, რაც არ უნდა მცირე იყოს იგი, დაბრკოლებაა.
პ.ს. წარმატებები ელონს. ნამდვილად დასაფასებელია დიდი იდეების პრაქტიკაში დამნერგავი ადამიანი.
This post has been edited by
ცქიფო
on 7 May 2014, 19:02
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
vasovasia
ალექსი
ჯგუფი: Members
vasovasia
ალექსი
ჯგუფი: Members
წერილები: 2078
წევრი No.: 92475
რეგისტრ.: 29-May 09
#40856957
· 8 May 2014, 01:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
თუ თავი მოიკალი და მანქანის ფული მოაგროვე და ბენზინის ფული არ გაქვს...
რა აზრია აქვს ასეთი მანქანის ყოლას? ჟობია ჯერ ველოსიპედი გქონდეს და როცა გამდიდრდები, მანქანასაც იყიდი
მთვარეზე დავჯექით, მერე? .ეს მხოლოდ ამბიციების დაკმაყოფილება იყო...
არაფერი, ამის შემდეგ ბოლო 50 წელი, არ მომხდარა და ჯერ კიდევ არ ვართ განვითარების იმ დონეზე,
რომ მასიურად შევესიოთ მთვარეს... და იქ ავაშენოთ დახურული საერთაშორისო სადგურები, მომავალში
შორეული მოგზაურობისთვის...
რას მოგვიტანს მარსი? ცხადია თუ ვიცით, რომ შემდეგ 100-200 წელში დედამიწა იღუპება და სხვა გამოსავალი არ გვაქვს... მაშინ უნდა ვეცადოთ გადარჩენას...
მაგრამ რას მოგვცემს მარსი სხვას, გარდა ამბიციის დაკმაყოფილებას
ფირმებისთვის კი ეს დიდი შემოსავალია... ათეული ფირმა ცდილობს ეს ფული დაითრიოს...
ეს ბაზარი ინტელექტუალური ფირმებისთვის ასათვისებელია, ხოდა ცდილობენ..
მარსზე ორ წელში ერთხელ თუ წახვალ... კარგი იქ სადგურები ააშენე, მერე უახლოეს სხვა პლანეტამდე
500 მილიონი კილომეტრია...რა სხვაობაა მთვარიდან წახვალ თუ მარსიდან მანძილის თვალსაზრისით?
მტვარეზე სადგურების აშენება უფრო ადვილია..
მაშინ რაში გვჭირდება მარსი, გარდა ფულის კეთების ამ ფირმებისთვის და კიდევ ადამიანური ამბიციის დაკმაყოფილება... ჩავალთ ერთხელ და მერე 200 წელი იქით აღარ გავიხედავთ...
This post has been edited by
vasovasia
on 8 May 2014, 01:56
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
vid
Crazy Member
ჯგუფი: Members
vid
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4131
წევრი No.: 124008
რეგისტრ.: 22-November 10
#40857317
· 8 May 2014, 02:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სპეისექსმა ვიდეოთვალი აიტანა კოსმოსურ სადგურზე, საიდანაც შეგვიძლია ლაივ ვიდეოსტრიმს ვუყუროთ
http://www.ustream.tv/channel/iss-hdev-payload
vasovasia
იაფი იქნებაო, კომერციული კომპანია სპეისექსი შეასრულებს მისიას და წასვლის მსურველები თვითონ დაიფინანსებენ მგზავრობას.
დედამიწა მომევნო 100 წელში იმედია არ დაიღუპება, მაგრამ, ვთქვათ რა არის ალბათობა, რომ მომდევნო 10 000 წელში კაცობრიობა დედამიწაზე გადაშენდეს? მეტეორი შეიძლება დაგვეცეს, რამე ვირუსი გავრცელდეს, ატომური ომი დავიწყოთ, ღმერთმა ურო გვთხლიშოს... ვთქვათ გაქრობის ალბათობა არის 0.001%, ანუ მცირე, მაგრამ არანულოვანი. ახლა მარსზეც თუ იქნება სიცოცხლე, ორივეს ერთად გაქრობის ალბათობა არის (0.001%)^2, ანუ გაცილებით ნაკლები. ხოდა გავაკეთოთ ეს ბექაფი, ჩვენი რა მიდის.
ბოლობოლო ხალხი ჯომოლუნგმაზე ადის აზარტისთვის, რაციონალური მიზეზის გარეშე და მარსზე წასვლა მაგაზე ბევრად მაგარია.
მთვარეზე წასვლას რა აზრი აქვს, მთვარის ტერაფორმინგი ვერ მოხდება. მარსზე თავიდან ხალხი იცხოვრებს ჰერმეტულად დახურულ სათბურში, თან ამასობაში გაათბობს ატმოსფეროს. როცა ტემპერატურა პლიუსებში გადავა, ყინულები დადნება და უკვე შესაძლებელი იქნება ზოგიერთი ალპური მცენარეების დარგვა, რომლებიც ატმოსფერულ ნახშირორჟანგს ჟანგბადად გადააქცევენ. ასე ნელნელა უკვე სათბურს გარეთაც იქნება შესაძლებელი გამოსვლა. რადიაციას რა ეშველება არ ვიცი, მაგრამ მოვიფიქრებთ მანამდე რამეს.
უახლოესი გეგმები მარსზე მისვლაა, იმის იქით წასვლაზე ჯერ არ გვინდა ფიქრი. სანამ მარსს ავითვისებთ ბევრად წინ წავა ტექნიკა და ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
vasovasia
ალექსი
ჯგუფი: Members
vasovasia
ალექსი
ჯგუფი: Members
წერილები: 2078
წევრი No.: 92475
რეგისტრ.: 29-May 09
#40857620
· 8 May 2014, 05:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
vid
QUOTE
მთვარეზე წასვლას რა აზრი აქვს, მთვარის ტერაფორმინგი ვერ მოხდება. მარსზე თავიდან ხალხი იცხოვრებს ჰერმეტულად დახურულ სათბურში, თან ამასობაში გაათბობს ატმოსფეროს. როცა ტემპერატურა პლიუსებში გადავა, ყინულები დადნება და უკვე შესაძლებელი იქნება ზოგიერთი ალპური მცენარეების დარგვა, რომლებიც ატმოსფერულ ნახშირორჟანგს ჟანგბადად გადააქცევენ. ასე ნელნელა უკვე სათბურს გარეთაც იქნება შესაძლებელი გამოსვლა. რადიაციას რა ეშველება არ ვიცი, მაგრამ მოვიფიქრებთ მანამდე რამეს.
მთვარე გვჭირდება დიდი კოსმოსური სადგურების ასაგებად, თუნდაც მარსეზე წასასვლელAდ..
ამ ჭიაყელა რაკეტებით როგორ გინდა მარსზე ხალხი სამუშაოდ ჩაიყვანო რომ სისტემები ააგონ მის გასათბობად... თუ ეს იქნა საერთოდ შესაძლებელი... და ამას ისედაც 150 წელი სჭირდება...
მთვარეზე ცხოვრებას არავინ აპირებს...
მარსზე წნევა როგორ უნდა შევქმნათ, ჯერ კიდევ უცნობია....მაგნიტური ველის გარეშე
ტერაფორმინგი არ გამოვა...
მე ვამბობ, რომ გვჭირდება დიდი კოსმოსური სადგურები, რომლების მარსისკენ წავა და ამ სადგურებში
ადამიანი დიდ დროს დაყოფს და საიმედოდ იქნება, რომ მარსის ათვისება დაიწყოს...
პატარა, ჭიაყელა რაკეტებით იქ არაფერი გაკეთდება.. ვერაფერს ჩაიტან რომ ორი წელი დარჩე..
კონტაქტი გვექნება მხოლოდ ორ წელში ერთხელ...
ამ ყველაფერს ენერგია სჭირდება და ეს ჩვენ დედამიწაზეც ვერ გადავწყვიტეთ... მარს ვინ ჩივის...
დღევანდელი გადასახედიდან ატომური სადგურების გარეშე ენერგიის საკითხი ვერ გადაწყდება...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
vid
Crazy Member
ჯგუფი: Members
vid
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4131
წევრი No.: 124008
რეგისტრ.: 22-November 10
#40857647
· 8 May 2014, 06:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
vasovasia
მარსზე ვინც წავა, წავა დასარჩენად, არანაირი ორი წელი. იცხოვრებს სათბურში, იქვე დათესავს და მოიყვანს მოსავალს და იქნება ეგრე. ცალკე იქნება ტერაფორმინგის მანქანები, რომლებიც თავისთვის იქნებიან და ატმოსფეროში გამოუშვებენ სასათბურე გაზებს ტემპერატურის ასაწევად, ადამიანის ჩაურევლად. ეგენი იქნებიან ეგრე 1-2 საუკუნე, სანამ გაათბობენ.
ატმოსფერული წნევა მართლაც ძალიან დაბალი ყოფილა, მაგას რა ეშველება არ ვიცი. ოღონდ მაგნიტური ველი წნევასთან რა შუაშია? მაგნიტური ველის არქონა პრობლემაა გამოსხივებისგან თავის დასაცავად. მაგასაც რა ეშველება, არც ეგ ვიცი. ვინც ტერაფორმინგზე ლაპარაკობს, რამე პასუხი არ აქვთ ამეებზე?
მარსი მთვარეს მაინც ჯობია, ჯერ ერთი იმით, რომ ატმოსფერო აქვს, მეორე იმით, რომ წყალი აქვს. ანუ, შეიძლება ტერაფორმინგი არ გამოვიდეს, მაგრამ მაინც შესაძლებელი იქნება იქ კოლონიის დაარსება. პატარა ჭიაყელა რაკეტა 10 ტონა ტვირთს ჩაიტანს მარსზე, რაც ბევრი არ არი, მაგრამ დასაწყისისთვის წავა.
მთვარეზე რამის აწყობას რა აზრი აქვს, მაინც ყველაფერი დედამიწიდან თუ აზიდე? მაშინ ბარემ აქვე ააწყვე და აქედანვე გაუშვი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
vasovasia
ალექსი
ჯგუფი: Members
vasovasia
ალექსი
ჯგუფი: Members
წერილები: 2078
წევრი No.: 92475
რეგისტრ.: 29-May 09
#40861668
· 8 May 2014, 15:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
vid
QUOTE
მარსზე ვინც წავა, წავა დასარჩენად, არანაირი ორი წელი. იცხოვრებს სათბურში, იქვე დათესავს და მოიყვანს მოსავალს და იქნება ეგრე. ცალკე იქნება ტერაფორმინგის მანქანები, რომლებიც თავისთვის იქნებიან და ატმოსფეროში გამოუშვებენ სასათბურე გაზებს ტემპერატურის ასაწევად, ადამიანის ჩაურევლად. ეგენი იქნებიან ეგრე 1-2 საუკუნე, სანამ გაათბობენ.
ეს როგორ გესმის? საცდელ კურდღლებს გავუშვებთ? სიკვდილ მისჯილ პატიმრებს? შენ წახვალ?
ასე ჭიაყელა რაკიტით წასულები იქ ორი წელი როგორ გასძლებენ? -150 გრადუსია ტემპერატურა...
როგორ გათბებიან? რას ჭამენ ორი წელი?... ყველა სხვა ცუდს თავი რომ დავანებოთ?..
მთვარის გათბობა როგორ წარმოგიდგენია? მას მზის ენერგია არ ყოფნის... სადღაც ეწერა ამრეკლავები დავაყენოთო გარეთ და მზის ენერგიის კონცენტრაცია მოვახდინოთო...
ეს რამხელა პროექტია, წარმოგიდგენი?...
მარსზე უნდა გაიშვას დიდი ორბიტული სადგური, რომელშიც იცხოვრებს ადამიანი მინიმუმ ორი წელი..
და ეს სადგურები უნდა აიგოს ან მთვარეზე, ან დედამიწის გარეთ, ორბიტაზე... მე სხვა გზს ვერ ვხედავ...
დამანახეთ სხვა გზა...
QUOTE
ატმოსფერული წნევა მართლაც ძალიან დაბალი ყოფილა, მაგას რა ეშველება არ ვიცი. ოღონდ მაგნიტური ველი წნევასთან რა შუაშია? მაგნიტური ველის არქონა პრობლემაა გამოსხივებისგან თავის დასაცავად. მაგასაც რა ეშველება, არც ეგ ვიცი. ვინც ტერაფორმინგზე ლაპარაკობს, რამე პასუხი არ აქვთ ამეებზე?
წნევა დაბალია და ალბათ მას 300 მილიბარზე ზევიტ ვერ აიყვან...
წნევასთან არაფერ კავშირშია მაგნიტური ველი... თუმცა ატმოსფეროსთან კი.... ატმოსფეროში მყოფი უამრავი გაზები იონიზიერდებიან და მიდიან მაღლა,
და ქმნიან სხვდასხვა იონიზირებულ შრეებს... მათ იქ აჩერებს მაგნიტური ველი...
რადაიაციული სარტყლების შექმნა, მეორე ფუნქციაა მაგნიტური ველის... მიეჩვევა ადამიანი ალბათ დიდ რადიაციულ ფონს...
პრობლემა იქნება როდესაც მზეზე ხდება კორონალური ამოფრქვევა და იქიდან მოსული პროტონების რიცხვი, თითქმის მილიონამდე იზრდება...
ყველაფერი რადიოაქტიური გახდება... ამ დროს ალაბთ მარსის სიღრმეში დამალვა მოგვიწევს... სანამ გაიწმინდება და მერე მუდმივად წინასწარ კონტროლი
ამ ამოფრქვევის...
მაგარამ რას უზავ მცენარეებს, ნათესებს,.. რომლებიც ანომალიურად გადაგვარდებიან რადიაციის გამო...?
QUOTE
მარსი მთვარეს მაინც ჯობია, ჯერ ერთი იმით, რომ ატმოსფერო აქვს, მეორე იმით, რომ წყალი აქვს. ანუ, შეიძლება ტერაფორმინგი არ გამოვიდეს, მაგრამ მაინც შესაძლებელი იქნება იქ კოლონიის დაარსება. პატარა ჭიაყელა რაკეტა 10 ტონა ტვირთს ჩაიტანს მარსზე, რაც ბევრი არ არი, მაგრამ დასაწყისისთვის წავა.
არ კითხულობ სხვის დაწერილს... მთვარეზე ცხოვრებას არავინ აპირებს... იქ დიდი კოსმოსური სადგურები უნდა ააგო მარსზე გასაფრენად...
და ყველაფერი დედამიწიდან ჩაიტანო ან იქ დაკეტილ ხელოვნურ სადგურებში გააკეთო...
დედამიწაზე ასეთ სადგურებს თუ ააგებ გარეთ ვერ გაიტან...
მათი აშენება და შექმნა უნდა მოხდეს გარეთ, დედამიწის ატმოსფეროდან და გრავიტაციიდან...
მთვარე არ მოგწონს ? ააგე კოსმოსში... ეს უფრო რთულია...
მე მგონია პრობლემაა ტექტონიკაც... მარს არ აქვს ტექტონიკური შრეებიიი... თუ მარსი მთლად ჩამქრალი არ არის... სად მიდის მისი შინაგანი გაზები?
გროვდება., გროვდება და მერე ბუუფ, აფეთქებით გამოდის გარეთ... და სად გასკდება ამ დროს ვინ იცის...
მოკლედ იმდენი პრობლემებია... გათბობის დაწყებიდან 150 კი არა, ასე მგონია 500 წელიც არ ეყოფა კოლონიზაციას...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
vid
Crazy Member
ჯგუფი: Members
vid
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4131
წევრი No.: 124008
რეგისტრ.: 22-November 10
#40862315
· 8 May 2014, 16:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
vasovasia
QUOTE
ეს როგორ გესმის? საცდელ კურდღლებს გავუშვებთ? სიკვდილ მისჯილ პატიმრებს? შენ წახვალ?
მოხალისეები საკმარისზე მეტია. სიკვდილმისჯილი კი არა, ისეთი ხალხი ვინც მზადაა საკუთარი ჯიბიდან ნახევარი მილიონი გადაიხადოს წასასვლელად.
QUOTE
-150 გრადუსია ტემპერატურა...
ტემპერატურა -150 პოლუსზეა, ეკვატორთან პლიუს 20-ზე ადის შუადღეზე, თუმცა ღამით ძალიან ეცემა. კომფორტული არ იქნება, მაგრამ ტემპერატურა გადაულახავი პრობლემა არაა.
QUOTE
მთვარის გათბობა როგორ წარმოგიდგენია? მას მზის ენერგია არ ყოფნის...
სასათბურე ეფექტით. ატმოსფეროში თუ გაუშვებ ბევრ სასათბურე გაზს, ის ჩაიჭერს უფრო მეტ მზის ენერგიას და პლანეტა ნელნელა გათბება.
QUOTE
მარსზე უნდა გაიშვას დიდი ორბიტული სადგური, რომელშიც იცხოვრებს ადამიანი მინიმუმ ორი წელი..
ორბიტალური სადგურის აზრს ვერ ვხვდები. ბოლობოლო, ის ინფრასტრუქტურა, რაც მაგ სადგურში უნდა ააგო, ააგე მარსის ზედაპირზე. ეს ბევრად უფრო ადვილი იქნება ყველა მხრივ.
QUOTE
წნევა დაბალია და ალბათ მას 300 მილიბარზე ზევიტ ვერ აიყვან...
წნევასთან არაფერ კავშირშია მაგნიტური ველი... თუმცა ატმოსფეროსთან კი.... ატმოსფეროში მყოფი უამრავი გაზები იონიზიერდებიან და მიდიან მაღლა,
და ქმნიან სხვდასხვა იონიზირებულ შრეებს... მათ იქ აჩერებს მაგნიტური ველი...
რადაიაციული სარტყლების შექმნა, მეორე ფუნქციაა მაგნიტური ველის... მიეჩვევა ადამიანი ალბათ დიდ რადიაციულ ფონს...
პრობლემა იქნება როდესაც მზეზე ხდება კორონალური ამოფრქვევა და იქიდან მოსული პროტონების რიცხვი, თითქმის მილიონამდე იზრდება...
ყველაფერი რადიოაქტიური გახდება... ამ დროს ალაბთ მარსის სიღრმეში დამალვა მოგვიწევს... სანამ გაიწმინდება და მერე მუდმივად წინასწარ კონტროლი
ამ ამოფრქვევის...
მაგარამ რას უზავ მცენარეებს, ნათესებს,.. რომლებიც ანომალიურად გადაგვარდებიან რადიაციის გამო...?
ამაში ხო დაგეთანხმე. წნევა ისეთი დაბალია, რომ სხეულის ტემპერატურაზე სისხლი ადუღდება, ანუ ადამიანი პრინციპში ვერ გაძლებს. რადიაციაზე შეჩვევაც როგორ უნდა მოხდეს? რადიაცია არის, როცა სწრაფი ნაწილაკები უჯრედების დნმ-ს აზიანებენ, დაზიანებული დნმ კი ვერ ფუნქციონირებს სწორად. არა მგონია ამაზე მიჩვევა გამოვიდეს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
vasovasia
ალექსი
ჯგუფი: Members
vasovasia
ალექსი
ჯგუფი: Members
წერილები: 2078
წევრი No.: 92475
რეგისტრ.: 29-May 09
#40862571
· 8 May 2014, 17:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
vid
QUOTE
მოხალისეები საკმარისზე მეტია. სიკვდილმისჯილი კი არა, ისეთი ხალხი ვინც მზადაა საკუთარი ჯიბიდან ნახევარი მილიონი გადაიხადოს წასასვლელად.
რა სიკვდილში იხდიან ფულს?... ეს ის ხალხი არაა.. მატ ჰგონით წავლენ და რამოდენიმე დღეში უკან ჩამოვლენ...
მე მგონია პირველი პარტიები სიკვდილისთვის არიან განწირულნი.. და ეს რომ არ მოხდეს მარსზე უნდა გაგზავნო სარაკეტო მრავალწლიანი საცხოვრებელი რაკეტა-კომლექსი..
QUOTE
ტემპერატურა -150 პოლუსზეა, ეკვატორთან პლიუს 20-ზე ადის შუადღეზე, თუმცა ღამით ძალიან ეცემა. კომფორტული არ იქნება, მაგრამ ტემპერატურა გადაულახავი პრობლემა არაა.
კომფორტი რა შუაშია? გეკითხები ორი წელი როგორ იცოცხლებ და გათბები...?
QUOTE
სასათბურე ეფექტით. ატმოსფეროში თუ გაუშვებ ბევრ სასათბურე გაზს, ის ჩაიჭერს უფრო მეტ მზის ენერგიას და პლანეტა ნელნელა გათბება.
მეტ ენერგია ვერ ჩაიჭერს, უბრალოდ გარეთ არ გამუშვებს იმდენს რასაც მარსი მიიღებს...
მაგრამ ეს პრობლემატური საკითხია... დედამიწაზე საუკუნეებია ატმოსფერო, რამდენით აიწია ტემპერატურამ?...
QUOTE
ორბიტალური სადგურის აზრს ვერ ვხვდები. ბოლობოლო, ის ინფრასტრუქტურა, რაც მაგ სადგურში უნდა ააგო, ააგე მარსის ზედაპირზე. ეს ბევრად უფრო ადვილი იქნება ყველა მხრივ.
ეს არაა მხოლოდ ინფრა სტრუქტურა... ესაა დიდი რაკეტების შესაქმნელი ადგილი, რომ მერე იქიდან ის დიდი საცხოვრებელი სარაკეტო კომლექსები კოსმოსში გაგზავნო..
მასში ადამიანი ბევრი წლები იცხოვრებს მარსის გარშემოც...
მარსზე რა უნდა ააგო ორ წელიწადში ერთხელ ჩადიხარ ჭიაყელა რაკეტებით...
მარსის გარეთ გჭირდება დიდი საცხოვრებელი რაკეტაკომპლექსი, რომელიც მხოლოდ აქ დედამიწის გარშემო მომავალში შეგიძლია ააგო...
დღეს ესაც არ შეგვიძლია...
QUOTE
რადიაციაზე შეჩვევაც როგორ უნდა მოხდეს? რადიაცია არის, როცა სწრაფი ნაწილაკები უჯრედების დნმ-ს აზიანებენ, დაზიანებული დნმ კი ვერ ფუნქციონირებს სწორად. არა მგონია ამაზე მიჩვევა გამოვიდეს.
ზევით ხომ დავწერე, რადიაციული ფონი ძალიან მაღალი არ არის... ის დედამიწაზე დიდია მაგრამ არა აუტანელი.. პრობლემა იქნება მაღალენერგეტიკული
პროტონები, რომლისგან გარედან ალბათ პლატინის დაცვა გვჭირდება.. სხვა ნაწილაკები შემოვლენ და გაირბებენ, ჩვენს სხეულში...პროტონები სახიფათოა
მაგრამ რადიაცია
ძალიან იზრდება მზიდან კორონალური ამოფრქვევის დროს... და ამ დროს ეს დაცვაც არ გვიშველის..
და ამ დროს უნდა მარსის სიღრმეში დამცველ სადგურებში ჩავიდნენ ხალხი, რადგან ასეთ ნაწილაკებს ათეული მეტრი სისქის მარსის ზედაპირი სჭირდება.. შთანნმთქმელად
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
vid
Crazy Member
ჯგუფი: Members
vid
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4131
წევრი No.: 124008
რეგისტრ.: 22-November 10
#40862934
· 8 May 2014, 17:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
vasovasia
QUOTE
რა სიკვდილში იხდიან ფულს?... ეს ის ხალხი არაა.. მატ ჰგონით წავლენ და რამოდენიმე დღეში უკან ჩამოვლენ...
მე მგონია პირველი პარტიები სიკვდილისთვის არიან განწირულნი..
არიან ეგეთი იდეინები. თავიდან ამერიკა როცა აღმოაჩინეს, იქ ჩასულებიდან ათიდან ცხრა კვდებოდა, მაგრამ მაინც მიდიოდნენ. რაღაც მსგავსი იქნება აქაც.
QUOTE
კომფორტი რა შუაშია? გეკითხები ორი წელი როგორ იცოცხლებ და გათბები...?
გათბობას ჩართავენ, როგორ უნდა გათბნენ? ნუ, ენერგიის წყარო დაჭირდებათ ცხადია, უმაგისოდ ისედაც არაფერი გამოვა.
QUOTE
მეტ ენერგია ვერ ჩაიჭერს, უბრალოდ გარეთ არ გამუშვებს იმდენს რასაც მარსი მიიღებს...
მაგრამ ეს პრობლემატური საკითხია... დედამიწაზე საუკუნეებია ატმოსფერო, რამდენით აიწია ტემპერატურამ?...
კაი ახლა. დღეს რაღაც ტემპერატურაა იმიტომ, რომ რა ენერგიაც მარსზე ეცემა, იმდენივეს ასხივებს მარსი გარეთ. სათბურის შემთხვევაში დაცემული ენერგია არ შეიცვლება, გამოსხივებული შემცირდება.
QUOTE
ეს არაა მხოლოდ ინფრა სტრუქტურა... ესაა დიდი რაკეტების შესაქმნელი ადგილი, რომ მერე იქიდან ის დიდი საცხოვრებელი სარაკეტო კომლექსები კოსმოსში გაგზავნო..
მასში ადამიანი ბევრი წლები იცხოვრებს მარსის გარშემოც...
მარსზე რა უნდა ააგო ორ წელიწადში ერთხელ ჩადიხარ ჭიაყელა რაკეტებით...
მარსის გარეთ გჭირდება დიდი საცხოვრებელი რაკეტაკომპლექსი, რომელიც მხოლოდ აქ დედამიწის გარშემო მომავალში შეგიძლია ააგო...
დღეს ესაც არ შეგვიძლია...
ანუ, რაღაც დიდი მახინა უნდა გააკეთო, სადაც ბევრი ხალხი დიდხანს იცხოვრებს, მიიტანო მარსთან და ჩამოკიდო ჰაერში. ხოდა თუ მაგას იზამ, ბარემ მარსის ზედაპირზე დადე, რაღა მარსის გარშემო.
QUOTE
ზევით ხომ დავწერე, რადიაციული ფონი ძალიან მაღალი არ არის... ის დედამიწაზე დიდია მაგრამ არა აუტანელი.. პრობლემა იქნება მაღალენერგეტიკული
პროტონები, რომლისგან გარედან ალბათ პლატინის დაცვა გვჭირდება.. სხვა ნაწილაკები შემოვლენ და გაირბებენ, ჩვენს სხეულში...პროტონები სახიფათოა
მაგრამ რადიაცია
ძალიან იზრდება მზიდან კორონალური ამოფრქვევის დროს... და ამ დროს ეს დაცვაც არ გვიშველის..
და ამ დროს უნდა მარსის სიღრმეში დამცველ სადგურებში ჩავიდნენ ხალხი, რადგან ასეთ ნაწილაკებს ათეული მეტრი სისქის მარსის ზედაპირი სჭირდება.. შთანნმთქმელად
ძალიან კარგი, ანუ რადიაციის პრობლემა გადავჭერით
წნევაზეც ხომ არ გაქვს რამე იდეები?
პს
ამასობაში, მასკმა გამოაცხადა, ერთ კი არა, ორ გიგაფაქტორის ავაშენებთ ელემენტებისთვისო. ზუსტად არ ვიცი რატომ გადაწყვიტეს ეს, ერთი ქარხანაც ძალიან თამამი პროექტი იყო. პანასონიკიც, როგორც ჩანს, დათანხმდა პარტნიორობა გაუწიოს ამ საქმეში, აქამდე ყოყმანობდნენ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
vasovasia
ალექსი
ჯგუფი: Members
vasovasia
ალექსი
ჯგუფი: Members
წერილები: 2078
წევრი No.: 92475
რეგისტრ.: 29-May 09
#40876787
· 9 May 2014, 21:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
vid
QUOTE
კაი ახლა. დღეს რაღაც ტემპერატურაა იმიტომ, რომ რა ენერგიაც მარსზე ეცემა, იმდენივეს ასხივებს მარსი გარეთ. სათბურის შემთხვევაში დაცემული ენერგია არ შეიცვლება, გამოსხივებული შემცირდება.
ეს არაფერ შუაშია.. რადგან ის ცოდნის და ისტორიის მხოლოდ ნაწილია... მაგალითისთვის თითქმის ასი წელი ხდება
ადამიანმა მანქანა გამოიგონა, მაგრამ... ტემპერატურა არ აწეულა...
ყოველი მანქანა, დღეს, ყოველ გავლილ კილომეტრზე გვაძლევას დაახლოებით 100-200 გრამ კარბონ დიოქსიდს...
თუ ხუთას წელში აიწევს... მარსზე როგორ მოხდება? ვინ იცის... მარსი თვითონაც მშვენივრად ყლაპავს კარბონ დიოქსიდს, კარგადაც იყინება...
ძალიან ცოტა ხალხს სჯერა ამ გზის...რადგან მასში ბევრი ხვრელებია, ენერგიის ფუჭად ხარჟვის, რომელიც ისედაც არ გვაქვს...
QUOTE
ანუ, რაღაც დიდი მახინა უნდა გააკეთო, სადაც ბევრი ხალხი დიდხანს იცხოვრებს, მიიტანო მარსთან და ჩამოკიდო ჰაერში. ხოდა თუ მაგას იზამ, ბარემ მარსის ზედაპირზე დადე, რაღა მარსის გარშემო.
თუნდაც ოციოდე კაცი რომ წაიყვანოს და ააგოს პირველი საიმედო ინფრასტრუქტურა მარსზე... თავისთვის და ასეთი რაკეტების დასაჯდომად...და არ იყვნენ განწირულნი,
თუნდაც თეორიულად... სხვანაირად მოხდება ის, რაც ხდება მთვარეზე დღეს...
QUOTE
წნევაზეც ხომ არ გაქვს რამე იდეები?
ეს ყველაზე ძნელი იქნება, ალბათ მძიმე ინერტული გაზების დამატებით, მაგრამ როგორ? არ ვიცი... ეს ძალიან, ძალიან ძვირია..
შექმნის თხელ ფენას, მაგრამ ზედაპირზე საჭირო წნევით...მაგრამ აქ ბევრი მაგრამააა..
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
vid
Crazy Member
ჯგუფი: Members
vid
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4131
წევრი No.: 124008
რეგისტრ.: 22-November 10
#40877264
· 9 May 2014, 21:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
vasovasia
QUOTE
კარბონ დიოქსიდს
ნახშირორჟანგს
ნახშირორჟანგი ცხადია არ უშველის საქმეს, მარსის ატმოსფერო ისედაც თითქმის მთლიანად ნახშირორჟანგია. რამე უფრო ძლიერმოქმედი იქნება საჭირო.
QUOTE
ეს ყველაზე ძნელი იქნება, ალბათ მძიმე ინერტული გაზების დამატებით, მაგრამ როგორ? არ ვიცი... ეს ძალიან, ძალიან ძვირია..
შექმნის თხელ ფენას, მაგრამ ზედაპირზე საჭირო წნევით...მაგრამ აქ ბევრი მაგრამააა..
ძვირს რომც დავანებოთ თავი, მარსის გრავიტაციის პირობებში პრინციპში შეიძლება წნევის გაზრდა? მე მგონი, წნევას თუ გაზრდი, ზედმეტი ატმოსფერო უბრალოდ წავა კოსმოსში და რაც დარჩება ისევ დაბალი წნევით იქნება.
მოკლედ, როგორც ჩანს, ახლო მომავალში მარსის ზედაპირზე სუფთა ჰაერზე სეირნობა არ გამოვა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
adibudi
Super Member
ჯგუფი: Registered
adibudi
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 502
წევრი No.: 171014
რეგისტრ.: 28-July 13
#40878713
· 9 May 2014, 23:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მარსს უნდა დააჯახონ დიდი კომეტები, თუ გამოიგონეს დიდ კომეტებისთვის ტრაექტორიის შეცვლის ტექნოლოგიები. მასე წყალსაც ბევრს ჩაიტანენ და თან დამძიმდება მარსი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
vasovasia
ალექსი
ჯგუფი: Members
vasovasia
ალექსი
ჯგუფი: Members
წერილები: 2078
წევრი No.: 92475
რეგისტრ.: 29-May 09
#40891878
· 11 May 2014, 03:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
vid
QUOTE
ძვირს რომც დავანებოთ თავი, მარსის გრავიტაციის პირობებში პრინციპში შეიძლება წნევის გაზრდა? მე მგონი, წნევას თუ გაზრდი, ზედმეტი ატმოსფერო უბრალოდ წავა კოსმოსში და რაც დარჩება ისევ დაბალი წნევით იქნება.
ზუსტადაც რომ მძიმე ინერტული გაზები უშველის... არგონი, ქსენონი.. მაგარამ საიდან მივიღოთ ამდენი
ისინი არსად გაიქცევიან, არგონის სიჩქარე 100-200 მეტრას ვერ გადააჭარბებს...
4 კილომეტრიან ტროპო სფეროს მიიღებ, და თითქმის დედამიწის ზედაპირზე არსებული წნევა იქნება..
მაგრამ ჯანგბადიც ხომ გვინდა.. თუ არადა ჯანგბადის ბალონებით ივლი...
მცენარეებმა რა ქნაან? მათ აზოტიც უნდათ...
მოკლედ ჩასვლით კი ჩახვალთ მარსზე, ერთხელ... მაგრამ
კოლონიზაციის რა მოგახსენოთ... გარდა იმისა, რომ დიდი ფული კეთდება ამ ბიზნესში...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Neo
Elon 🚀
ჯგუფი: Members
Neo
Elon 🚀
ჯგუფი: Members
წერილები: 15652
წევრი No.: 3604
რეგისტრ.: 14-November 03
#40947425
· 16 May 2014, 00:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ნაწყვეტი ილონის გამოსვლიდან World Energy Innovation Forum-ზე
Most people just charge their Model S’s at home, because it’s got 260 miles of range or thereabouts.
I was having a conversation about this yesterday with Larry Page. He was saying all the chargers at Google are filled with [Nissan] LEAFs and [Chevy] Volts.
I thought, ‘Geez, what are we doing wrong? Do we need to do more to sell Model S’s at Google?’
He said ‘No, there are lots of Model S’s at Google — but nobody bothers charging them at work.’
--------------------
LiveForum Firefox - https://addons.mozilla.org/en-US/firefox/addon/liveforum/
LiveForum Chrome - https://chrome.google.com/webstore/detail/liveforum/ndgkajmambbiknophepokfnnangenaab
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
vid
Crazy Member
ჯგუფი: Members
vid
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4131
წევრი No.: 124008
რეგისტრ.: 22-November 10
#41044922
· 24 May 2014, 15:28 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მასკის იდეები, რომლებზე მუშაობაც ჯერ არ დაუწყია:
1. ზებგერითი ელექტრო თვითმფრინავი, ვერტიკალური აფრენადაფრენის საშუალებებით. ტესლას მერე სავარაუდოდ ამას მოკიდებს ხელს.
2. ბირთვული (fusion) რეაქტორი. თვლის რომ ამის გაკეთება ბევრად უფრო ადვილია ვიდრე ხალხს გონია. თუ ეს გაკეთდა, ფაქტიურად ენერგიის უსასრულო წყარო იქნება.
3. გენეტიკური ინჟინერია, ანუ ადამიანის გენების მოდიფიკაცია. ეს ცოტა სახიფათო საქმეა, მაგრამ ადრე თუ გვიან მოუწევს კაცობრიობას რომ ამასაც მოკიდოს ხელი.
4. ჰაიპერლუპი. ასევე ნახსენები აქვს ორსართულიანი ავტობანები.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
|
იქით
»
Pages:
(101)
« პირველი
...
14
15
[16]
17
18
...
ბოლო »
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0445 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.