It won't look like other cars.
აბა, როგორი იქნება?
სამი ფაქტორი გადაწყვეტს ფორმას, აეროდინამიულობა, უსაფრთხოება და მოცულობის ეფექტური გამოყენება.
აეროდინამიულობის მხრივ ყველაზე ოპტიმალური წვეთია

მთლიანი წვეთის ფორმის მანქანა არ გამოვა, შეიძლება გაკეთდეს ნახევარი წვეთი, ქვემოთ ბრტყელი რომ იყოს. ეგეთის კოეფიციენტი 0.1-ია. მოდელ ს-ის კოეფიციენტია 0.24, რაც არის არასპორტულ მანქანებში ყველაზე დაბალი. ანუ, თეორიულად შეიძლება ორჯერ შემცირება, შესაბამისად, იგივე ელემენტებით გავლილი მანძილის ორჯერ გაზრდა.
მაგრამ აქ შემოდის დანარჩენი ორი ფაქტორი. წვეთის ფორმას ყველაზე დიდი სივრცე აქვს წინ, მაგრამ წინ თუ ჩასვამ ხალხს, დაჯახების შემთხვევაში ბუფერი არ იქნება და უფრო საშიში იქნება. თუ წინ არ ჩასვამ, გამოვა რომ ფლანგავ ამხელა მოცულობას.
ამეებს შორის კომპრომისი გადაწყვეტს ფორმას. ჩემი აზრით იქნება შემდეგი. უკანა საბარგული გაქრება, ბარგის ადგილი მთლიანად იქნება წინ, ზემოთ ექნება ერთიანი დიდი მინა 180 გრადუსიანი პანორამით. სკამებსა და მინას შორის იქნება დიდი ცარიელი სივრცე.
იდეალური, თუნდაც ნახევარი წვეთი არ გამოვა, მაგრამ აეროდინამიულობის ორჯერ გაუმჯობესება სრულიად რეალურია.