ხო მაგრამ ULA-ს მეწილეობა არ ნიშნავს რომ უფრო იაფი დაუჯდება მათი სერვისის გამოყენება. თუ სამხედრო პროექტია მთავრობის დაკვეთით, მაშინ რა თქმა უნდა გამოიყენებენ ULA-ს რამდენად ძვირიც არ უნდა დაუჯდეთ (ვინაიდან სპეის იქს არ აქვს ჯერ უფლება სამხედრო დაკვეთების შესასრულებლად). თუ არასამხედრო პროექტი გააქვთ ორბიტაზე და სპეის იქსი უკეთეს პირობებს და ფასს სთავაზობს რატომაც არა?
სიტყვაზე პირადად შენ გაქვს სამშენებლო კომპანია და პარალელურად აგურის საწარმოსაც ფლობ. კორპუსის ასაშენებლად გჭირდება რაღაც რაოდენობის აგური, რომლის შენსავე საწარმოში დამზადება გიჯდება 100,000 ლარი, ხოლო შენი კონკურენტი გთავაზობს იგივე ხარისხის აგურს ან უფრო უკეთესს 90,000 ლარად (ვინაიდან მისი საწარმო უფრო თანამედროე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და ნაკლები ხარჯი აქვს). რა თქმა უნდა იყიდი კონკურენტისგან ასეთ შემთხვევაში

შეიძლება ფასის გარდა სხვა ფაქტორებიც არის:
შესაბამისი სიმძლავრის რაკეტა არ აქვთ და ფალკონ ჰევი ჭირდებათ (ორ სატელიტს უშვებენ ერთად როგორც ვიდეოდან ჩანს);
არ აქვთ მზა რაკეტა და ახალი რაკეტის დამზადებას ვერ მოახერხებენ სატელიტის გაშვებისთვის დაგეგმილ ვადებში;
სპეის იქსის წარმატებიდან და ხარისხიდან გამომდინარე შეიძლება ხვდებიან რომ ULA-ში ფულის ჩაყრა აღარ აწყობთ და რამოდენიმე წელში გააუქმონ კიდეც (განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ სპეის იქსი გასაიდუმლოებული სამხედრო პროექტების კოსმოსში გაშვების უფლებას მიიღებს);
რას გაუგებ დიდ კორპორაციებს ჩემო ნეო

ნახევარ მილიონიანი ავენტადორით რომ დგახარ შუქნიშანზე და 5-ჯერ იაფი 4 კარიანი ელექტრო სედანი რომ სახეს აგახევს დრაგში
This post has been edited by web_nts on 28 Jan 2015, 20:29