Marguerite Gautierარ გამოვა მაგ ბიზნესიდან არაფერი. გალაქტიკებზ3 სხვა ტელესკოპი გინდა პლანეტებზე სხვა. ნუ ეხლა უზარნაზარს თუ იყიდი და 10000 $ გადაიხდი არ ვიცი და ისე ნორმალური ფასიანი ტელესკოპით მაგ შედეგს ვერ მიიღებ
კიდე რა გინდა გააჩნია თვალით გინდა დაკვირვება თუ ასტრო ფოტოგრაფიაც გინდა
კამერა ბევრად მეტს ხედავს ვიდრე თვალი
14" მეიდის კასეგრაინი აიღე 9000$ მაგას ჩამოტანა და განბაჟება მიუმატე. მერე სადმე სოფლად ბნელ ცაზე დაჩა სადაც ტელესკოპი იდგმება და ეგაა რა. ნუ კიდე აქსესუარები დაგჭირდება.
აი ამიტომ გითხარი ბიუჯეტიო
* * *
ცოტა ინფორმაცია დამწყები ასტრონომებისთვის:
1. როგორც წესი ყველას ტელესკოპი ქალაქში საკუთრი აივნიდან გასახედად უნდა. მოგახსენებთ რომ ქალაქის გადანათებული ცინდან ბევრს ვერაფერს დაინახავთ. ასევე ხელს შეგიშლით აღმავალი თბილი ნაკადები ასე რომ ძირითადად 95% მოყვარულთათვის, განსაკუთრებით საქართველოში სრულიად საკმარისი იქნება 60-70 მმ იანი ლინზიანი ტელესკოპი.
2. ლინზიანი ტელესკოპი იმით არის კარგი, რომ უბრალო მოყვარულსთვის ძალიან ადვილი მოსახმარია და არანაირ რეგულირებას და სარკეების წმენდას არ საჭიროებს.
3. 60-70 მმ იანი ტელესკოპით 100 ჯერ გადიდებას თამამად მიახწევთ რაც ქალაქიდან პლანეტების დაკვირვების დროს სრულიად საკმარისია. 130 გადიდებაზე დაჟე დიდი ზომის ტელესკოპებიდან ატმოსფეროს მდგომარეობის გამო ისედა დაკარგავთ ხარისხს.
4. ნისლეულობების, ვარსკვლავთა გროვების და გალაქტიკების დაკვივებისთვის სრულიად საკმარისია დიდი ზომის ბინოკლი ან დურბინდი.
5. ვისაც დიდი ზომის ტელესკოპებისკენ მიუწევს გული მინდა გითხრათ, რომ ისინი ძალიან დიდები არიან და გადასატანად და მოსახმარად ძალიან ძალიან მოუხერხებლები. ძალიან დიდი დრო ჭირდება სარკეების გაგრილებას.
6. ასეთ ტელესკოპებს უყვართ კარგი ნათელი ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, რისი ნახვაც მარტო ქალაქიდან მოშორებით არის შესაძლებელი.
7. ცოტა ბიუჯეტი ვისაც გაქვთ იმათთვის კარგი იქნება 5-6 ან 8" კასეგრაინები. შედარებით ადვილი მოსავლელია და რობოტული მართვით თუ შეიძენთ საკმაოდ კარგი მოსახმარიც. ამ ტელესკოპებსაც ქალაქ გარეთ უყვართ გასეირნება რათა უკეთესი პირობები იყოს ციური სხეულების დასაკვირვებლად.
8. ეხლა ყველაზე მთავარი. ვისაც აინტერესებს გალაქტიკების ვარსკვლავთა გროვების და ნისლეულების ფაკვირვება მინდა იმედები გაგიცრუოთ. ამ ციურ სხეულების ისეთების დნახვა რაც ფოტოებზე გინახიათ პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ის სურათები ასტროფოტოგრაფიით ანდა სულაც ჰაბლის ტელესკოპის გამოყენებით არის გადაღებული და საერთო არაფერი არ აქვს იმასთან რასაც ჩვეულებრივი გინდაც დიდი ტელესკოპით დაინახავთ.
9. პლანეტების დაკვირვებისთვის კარგია დიდ ფოკუსურ მანძილიანი ტელესკოპები 1000 -1500 მმ, ხოლო ნისლეულებზე გალაქტიკებზე და ვარსვლავთა გროვებზე პირიქით პატარა ფოკუსირ მაინძილიანი ტელესკოპები 600მმ. ეს იმიტომ არის ასე რომ ზემოთ ხსენებული ობიეტები ზომით არიან ძაან დიდი, მაგ: მთვარეზე რამოდენიმეჯერ დიდი, მაგრამ თვალით არ ჩანან და მათ დასაკვირვებლად დიდი გადიდება არაა საჭირო. პირიქით პატარა გადიდება და რაც შეილება დიდი ლინზა ან სარკე.
10. მთვარეზე დაკვირვებისას პატარა ზომის ტელესკოპი ხშირად უკეთესია ვიდრე დიდი ზომის ტელესკოპი.
11. სხვადასხვა ციურ სხეულებს სხვადასხვა სინათლის ფილტები სჭირდებათ ასე რომ მოემზადეთ დამატებითი რაღაცეების შესაძენათ.
12. ტელესკოპის ციურ სხეულზე დასამიზნებლად ყველაზე კარგად კოლიმატორი მუშაობს. ასე რომ შეძენისას ეგეც გაითვალისწინეთ
არამგონია საქართველოში ბევრ ადამიანს გამოადგეს ეს რჩევა, მაგრამ ვისაც გამოგადგებათ სიკეთეში მოგახმაროთ
This post has been edited by kataxxl on 15 Apr 2016, 20:22