#41738820 · 24 Jul 2014, 03:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არწივი9
| QUOTE | | გავიგე, მაგრამ დავუშვათ რომ რაღაც სასწაულით შევქმენი და მერე თანაბრად გავანაწილე სამყაროში, აი ამის მერე ხომ შეიცვლება სამყარო ისე როგორც პირველ პოსტშია აღწერილ |
გასაგებია, კარგი სასწაულით შექმენი დაასევე სასწაულით გაანაწილე... მაშინ შეიცვლება.... მაგრამ იქნებ ახსნა როგორი იდეა გაქვს სამყაროს კიდეებისკენ გადანაწილო მასა..., რომელიც როგორც წინა პოსტში დავწერე თეორიულად შეუძლებელია ინფლაციის გარეშე... რა ინფლაციის მექანიზმს გვთავაზობ...
The13thFloor
| QUOTE | | ჯერ შევთანხმდეთ რომ დიდი აფეთქება უპირველესად არის არა მატერიის გატყორცნა სივრცეში, არამედ თავად დრო-სივრცის გაფართოება. როგორც დაკვირვებიდან ვიცით ჩვენს სამყაროში ყველაფერი შორდება ერთმანეთს, როგორც მატერია, ასევე დრო-სივრცე. |
დიდი აფეთქების იდეამდე ეს გაფართოება იყო ფრიდმან ... ლემატრიეს მეტრიკის...
| QUOTE | | ვიცით რომ ეს ყველაფერი დაიწყო ერთი წერტილიდან. ერთადერთი ყველაზე რეალური ახსნა რაც დღეს გვაქვს, არის ის რომ მოხდა ორი მაღალგანზომილებიანი მემბრანის შეჯახება და მათი გადაკვეთის ადგილი არის სწორედ ჩვენი სამყარო. |
შესაძლოა ასეთი მოდელი...დიდი ხნის წინ დაიბადა სიმების თეორიის ხალხში... მაგრამ მოხდება თუ არა ეს ყველა ბრეინის გადაკვეტისას, რთული საკითხია.. უკვე გაფართოებული, გაციებული სისტემის წერტილები დიდ ენერგეტიკულ ბალანსს არ შეიცავენ და მე პირადად აფეთქებას არ ველოდები... ამ წერტილს სჭირდება ენერგიის დიდი კონცენტრაცია და დაბალ ენერგეტიკული უბრალო ბრეინებმა რატომ უნდა მოახდინოს დიდი ენერგიის კონცენტარცია შეხების ადგილში?
| QUOTE | | წარმოვიდგინოთ რომ ორი ჰაერით გაბერილი ბუშტი ერთმანეთს ეჯახებიან და ერთმანეთში შედიან მათი ზედაპირები, მათი გადაკვეთის წერტილში იქმნება ერთგანზომილებიანი ჩაკეტილი სამყარო, რომელიც მით უფრო ფართოვდება რაც უფრო მეტად შედიან ეს ბუშტები ერთმანეთში. |
ამას შეჯახება ჰქვია და არა უზარმაზარი კონცენტრირებული ენერგიის აფეთქება... ასე ჩვენი სამყარო ნამდვილად არ გაფართოებულა... უკვე არსებული ექსპერიმენტული მონაცემების მიხედვით...
| QUOTE | შესაბამისად, თუ ჩვენი სამყარო მართლაც ორი მაღალგანზომილებიანი არაბრტყელი ზედაპირის შეჯახების შედეგად შეიქმნა, ყველაფერი ერთი წერტილიდან დაიწყო, და ვხედავთ რომ ეს სამყარო ფართოვდება, მაშინ ძალიან დიდი ალბათობაა იმისა რომ ეს შექმნილი სამყარო არის ჩაკეტილი.
|
ის, რომ გაფართოება ერთი წერტილიდან(ეს არ ნიშნავს ნამდვილ სინგულარულ წერტილს) დაიწყო და ფართოვდება აბსოლუტურად არაფერს მიუთითებს... ჩაკეტილი სისტემაც ფართოვდება, ბრტყელი, ევკლიდეს მეტრიკაც ფართოვდება და უარყოფითი სიმრუდის ჰიპერბოლოიდიც, ღია სამყაროც ფართოვდება... ამას განმარტავს ფრიდმანის განტოლებები.. და ამ განტოლებაში სიმრუდის მუდმივას განსაზღვრავს ამ საყაროში მატერიის სიმკვრივე... კონკრეტულად რეალური სიმკვრივის შეფარდება კრიტიკულ სიმკვრივესთან.... ეს განმარტავს სამყაროს სიმრუდის მუდმივას... დღევანდელი მდგომარეობით ანუ ხაბლის კონსტანტის მნიშვნელობით... კრიტიკული სიმკვრივის მნიშვნელობა არის ხუთიოდე წყალბადის ატომი კუბიკურ მეტრაზე.... დღევანდელი გაზომვით( ბოლო სატელიტი პლანკი, მიკოტალღური ფონის გაზომვები..) ხილული მატერია მხოლოდ 0.2 ატომია კუბიკურ მეტრაზე.... მაგრამ ჯამური ენერგეტიკული სიმკვრივე არის კრიტიკულის ტოლი..ანუ ჩვენი სამყაროს სიმრუდე ნულის ტოლია.. რაც მიუთითებს ევკლიდობას ... არაა ჩვენი დღევანდელი სამყარო ჩაკეტილი... ის ბრტყელია, დღევანდელი გაზომვებით... და ფართოვდება რადგან კრიტიკული სიმკვრივის 75 პროცენტს ბნელი ენერგია შეადგენს ეს კი იწვევს გაფართოებას აჩქარებით....
ანუ სამყაროს მდგომარეობას განაპირობებს სამყაროს მეტრიკა... ამ მეტრიკას კი ქმნის მატერიის და ბნელი ენერგიის სიმკვრივე... ამ ბოლო ორი შეგფარდება კი განაპირობებს სამყარო გაფართოვდება , გაჩერდება სტატიკურად თუ უკან წავა კოლაფსისკენ...
ეს ყველაფერი, რომ მიიღო, უნდა გაანალიზო ფრიდმანის ორი განტოლება, რომელც განმარტავს ხაბლის კონსტანტის ევოლუცია და ასევე მეორე განტოლება სამყაროს სიმკვრივის ევოლუციის.... ექსპერიმენტული მონაცემები ეთანხმება ამ განტოლებებით აღწერას...
This post has been edited by vasovasia on 24 Jul 2014, 03:13
|