წიგნში
«Замечательные ученые» (მეცხრე წიგნი სერიიდან „კვანტი“) 175-ე გვერდზე წერია ასეთი რაღაც:

ესე იგი, ატმოსფეროს ლურჯ ფერს იწვევს ჰაერის მოლეკულების მიერ სინათლის სხივების გაბნევა, ეს კი თავის მხრივ გამოწვეულია ჰაერის ოპტიკური სიმკვრივის არაერთგვაროვნებით, ამის მიზეზი კი ჰაერის მოლეკულების სითბური მოძრაობაა. რაკი ასეა, მაშინ გამოდის რომ თბილ ატმოფეროში გაბნევა უფრო მეტი იქნება (ფლუქტუაცია იქნება მეტი ალბათ) და ცის ფერიც იქნება უფრო ღია ფერის ლურჯი, ხოლო ცივ ატმოსფეროში გაბნევა ნაკლები იქნება და ცის ფერიც უფრო მუქი იქნება. იქნებ ესაა მიზეზი დილას და საღამოს შორის ვიზუალური განსხვავებისა? დილით ხომ უფრო ცივა ატმოსფეროში ვიდრე საღამოთი როცა მზე ერთიდაიგივე სიმაღლეზეა ჰორიზონტიდან?
This post has been edited by არწივი9 on 3 Aug 2014, 00:54