#38553331 · 29 Oct 2013, 23:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
asphurcela გმადლობთ კომენტარისთვის. ცხადია, იგულისხმება არეკვლის კანონი (რაზედაც წარმოდგენილ ნახაზზე A და A1 წერტილების სიმეტრიულობა მიუთითებს), რომლის შედეგად ზოგადად ტალღა ერთი წერტილიდან მეორეში მოსახვედრად ,,ირჩევს,, უსწრაფეს გზას (ოპტიმალურობა) და არეკვლისას შესაბამისად უმოკლეს გზასა(ც!) (რამეთუ დაცემული და არეკლილი ტალღების სიჩქარეთა მოდულები ტოლია (კუთხეებიც ტოლია)). აი, რომ გვქონოდა გარდატეხის მოვლენაააა?!! _ ტალღა ისევ უსწრაფეს, მაგრამ ეღარ უმოკლეს გზას ,,აირჩევდა"(რამეთუ დაცემული და გარდატეხილი ტალღების სიჩქარეები განსხვავებულია და .... ) ასე, რომ მოცემული ამოცანისათვის არეკვლის კანონიდან გამომდინარე ბეტა კუთხე (დაცემა-არეკვლის კუთხე) ერთადერთია და მისი განსაზღვრა უკვე განხილული კოსინუსების თეორემითაა შესაძლებელი. P.S. ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენი გამოხმაურება. გმადლობთ "ხელის წამოკვრისათვის". * * * უკაცრავად! S-ის მიმართ კვადრატულ განტოლებაში S^-ის კოეფიციენტი არასწორად დამისვამს. განტოლებას ექნება სახე: (Vბგ/V-1)^*S^ -4*L*(sina)*S -4*L^ =0 შესაბამისად უნდა მოხდეს ამონახსნის კორექტირებაც.
|