#39698712 · 3 Feb 2014, 16:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
oscillator
QUOTE | მაიცა ... ე.ი. ცელი და პოლუცელი სპინებშია მარტო განსხავება?
|
დიახ, მხოლოდ ნახევარი სპინის განსხვავება პარტნიორებს შორის… ანუ ლეპტონებს თუ ნახევარი სპინი აქვთ, მათ პარტნიორებს 0 სპინი ექნებათ…. ფოტონს თუ ერთი სპინი აქვს, ფოტინოს ნახევარი ექნება…. გრავიტონს თუ ორი აქვს, გრავიტინოს ერთ-ნახევარი ექნება და ასე შემდეგ… ამდენად სუპრსიმეტრია ითხოვს არსებულ ნაწილაკთა გაორმაგებას…. ეს ჰგავს თავის დროზე ქვანტიური ელექტროდინამიკის პრობლემას, როცა ვერ ვითვლიდით, მაგალითად ელექტრონის მასას ან მუხტს, რადგან პოტენციალი მის ცენტრში უსასრულოდ იზრდება… მაგრამ ანტიმატერიის შემოღებით, რომელმაც ორჯერ გაზარდა ნაწილკთა რაოდენობა… აღარ მოგვცა ელექტრონის ცენტრთან მიახლოების საშუალება, რადგან ელექტრონი, შეიფუთა ვირტუალური ელექტრონ-პოზიტრონული წყვილის ღრუბელით და ჩვენი განშლადობა გაქრა… ასევეა სტანდარტულ მოდელში განშლადობა გაქრა, რადგან გამოჩნდა ხიგსი, რომელმაც შეფუთა ფუნდამენტური ნაწილაკები, მაგრამ დარჩა ხიგსი, მის მასა განშლადია….აქ კი გვიშველის სუპერსიიმეტრიის ახალი ნაწილაკები… მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ ისინი რომ არ ჩანან ცერნში, რა ვქნათ?
|