არ ვიცი ცხრილი არსებობს თუ არა. ამ საკითხით არასოდეს დავინტერესებულვარ.
ისე რაც ამ წუთას გადავხედე, რამდენად სანდოა არ ვიცი, მაგრამ აქ:
http://pubs.acs.org/doi/abs/10.1021/j15025...alCode=jpchax.2წერენ, რომ 20 გრადუსზე 1 კვადრატული სანტიმეტრიდან 1 საათში უნდა აორთქლდეს 0.253 გრამი წყალი.
შესაბამისად 1 მ^2 ზე გამოდის 0.253*100*100= 2530 გრამი. რაც 2.53 კგ გამოდის.
(რაღაც მეეჭვება ეს ამბავი, ბევრი მგონია)
მოკლედ, როცა რაიმე კითხვა ჩნდება სამეცნიერო წრეში, მისი პასუხის გაცემის ალგორითმი ასეთია:
1) მიაკითხო ნაცნობ მეცნიერებს და კითხო რეკომენდაცია.
2) მოძებნო სამეცნიერო სტატიები მოცემულ საკითხზე.
მოძებნილი სტატიებიდან აარჩიო პრესტიჟული ჟურნალი, რომელსაც ყავთ რეცენზენტები. ეს იქნება იმის გარანტი, რომ მაქსიმალურად სანდო ინფორმაციას კითხულობ.
3) თავად ჩაატარო ექსპერიმენტი.
ამ ეტაპზე, შენს ადგილას სტატიებს დავძებნიდი. რადგან 1 და 3 პუნქტი, ლოგიკურად, ვერ შესრულდება

დათაგული ხალხიდან უმეტესობა არაფიზიკოსია.
ვასოვასია სამწუხაროდ აქ აღარ გამოჩენილა, არადა კარგი სპეციალისტია, პროფესიონალი.
თქვენი მონამორჩილი სხვა სფეროში მუშაობს და წყლის აორთქლებასთან არასდროს მქონია შეხება.
This post has been edited by asphurcela on 13 Jan 2015, 17:11