ეს ერთდროულად სხვადასხვა ადგილას ყოფნა არსწორია. და შედეგია ჩვენი კლასიკური აზროვნების.
ნაწილაკი, თუ ის მთლიანია და მოცემულ მომენტში განუყოფელი ვერ იქნება ერთზე მეტ ადგილას.
ამ დროს იშველიებენ უფრო ბუნდოვან ახსნას: ნაწილაკი შეიძლება იყოს ტალღა.
ესეც მცდარი ინტერპრეტაციაა.
ძაღლის თავი დამარხულია ნაწილაკის ტალღური ფუნქციის სწორად გაგებაში.
ტალღური ფუნქცია ეს არის ნაწილაკის მდგომარეობის აღმწერი ფუნქცია, რომელსაც პირდაპირი ფიზიკური განმარტება არ აქვს (ჯერჯერობით).
მაგრამ მთავარია, რომ ამ ტალღური ფუნქციის მოდულის კვადრატი არის ნაწილაკის ამა და ამ ადგილას, ანუ სივრცის რაიმე არეში (და არა წერტილში) ყოფნის ალბათობა. მივაქციოთ ყურადღება, რომ არეზეა საუბარი და არა კონკრეტულ წერტილზე. კონკრეტულ წერტილზე საუბარს კრძალავს ჰეიზენბერგის განუზღვრელობის პრინციპი.
ეხლა. ავიღოთ შემდეგი სიტუაცია. ნაწილაკი შეიძლება იყოს ვთქვათ A არეში, აბ B აერში. კავნტური ფიზიკის ენით, ამბობენ, ნაწილაკი იყოს ან A ან B მდგომარეობაში.
მიკროსამყაროს ბუნებიდან და კვანტური თეორიით, არსებობს კიდევს მესამე მდგომარეობა, რომელიც არის ამ ორი, A და B მდგომარეობის სუპერპოზიცია.
(A+B). მაშასადამე ნაწილაკი კვანტური თვალსაზრისით შეიძლება იყოს, A, B და (A+B) მდგომარეობებში.
როცა სისტემა შეუშფოთებელია ნაწილაკის ტალღური ფუნქცია არის A+B სუპერპოზიციის მდგომარეობაში.
როცა იწყებ გარკვევას თუ სადაა, იწყებ გაზომვას. სისტემაში შეგაქვს დამატებითი ენერგია, შეშფოთება და იწვევ სისტემის კოლაფსირებას მის ერთერთ მდგომარეობაში. ან A-ში, ან B-ში. ამ დროს სუპერპოზიციის მდგომარეობა დარღვეულია.
ამ დროს ნაწილაკი არის მკაცრად განსაზღვრულად ან A ან B მდგომარეობაში (გნებავს პოზიციაში).
რა ხდება, როცა ნაწილაკი A+B სუპერპოზოციაში იმყოფება?
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ორივეში ერთდროულადაა?
- არა, არა და კიდევ არა.
სუპერპოზიცია არ ნიშნავს, რომ ის A-შიცაა და B-შიც.
ის არც, A-შია, არც B-შია, არც ორივეში ერდროულად.
ანუ ლოგიკურად, არც A-შია და არც B-ში?
არც ეს დებულებაა სწორი კვანტური თვალსაზრისით.
ამის მკაცრი პასუხია რომ ნაწილაკი არის A+B კვანტურ სუპერპოზიციაში.
გაგიკვირდება და დღეს, 21-ე საუკუნეშიც უცნობია რას ნიშნავს სუპერპოზიცია. როგორ გადმოვთარგმნოთ ჩვენთვის, მაკროსკოპული ხალხისთვის გასაგებ ენაზე.
და ამაზე პასუხი დღეს არ არსებობს.
ამიტომ დავწერე რომელირაც გვერდით თემაში, რომ კვანტური სამყარო არ ემორჩილება კლასიკურ ლოგიკას.
თუ ინგლისური გესმის, უძალიანმაგრესი MIT-ის ლექციათა კურსი დევს იუტუბზე და მიყევი თავიდან ბოლომდე:
https://www.youtube.com/watch?v=lZ3bPUKo5zc...ognw5vryrSEVLPrგაგრკვევს რა ხდება დღევანდელი გაგებით და სად ვართ ჩვენი ცოდნით.
This post has been edited by asphurcela on 25 Dec 2016, 01:49