რატომ უნდა იყოს 28 სინათლის წლის დიამეტრის?
სამყარო ფართოვდება შექმნიდან დღემდე და ეს დრო გაფართოების, ანუ სამყაროს
ასაკი დაახლოებით 14 მილიარდ წელზე ნაკლებია...
თქვენ თვლით რომ, ამ დროში სინათლე გაივლის 14 მილიარდ სინათლის წელს... მას ამრავლებთ ორზე და ღებულობთ სამყაროს
დიამეტრს.... ეს ყველაფერი არასწორია... რადგან სინათლის გავრცელებას არაფერი აქვს საერთო სამყაროს ზომასთან...
მარტივი ენით სამყაროს დიამეტრი იქნება 14 მილიარდი წელი გამრავლებული სამყაროს გაფართოების სიჩქარეზე...
და ეს სიჩქარე ცვალებადი სიდიდეა და თან შეიძლება მეტიც იყოს სინათლის სიჩქარეზე.... უფრო სწორედ არის...
ამდენად სამყაროს რადიუსის გამოსათვლელად უნდა ავიღოთ ინტეგრალი დროით ცვალებად სიჩქარეზე...
შენი ნათქვამი დიამეტრი არის უბრალოდ 2* ინტეგრალი c*dt დან ნულიდან დღევანდლამდე...
სწორი იქნებოდა 2*ინტეგრალi (c/a(t))dt სადაც a(t) არის დროზე დამოკიდებული სამყაროს გაფართოების მასშტაბი...
ანუ სივრცის მეტრიკის გაფართოების მასშტაბი...
მე არ დავიწყებ დაწვრილებით ფორმულების მოყვანას, რადგან ამ ფორუმს latex არ აქვს და ძალიან ძნელია ფორმულების წერა...
თუ გექნება სურვილი შეგვიძლია ამ ფორმულების დაწერაც და ასევე უფრო დაწვრილებით მთელი ამ მოვლენის ფიზიკის განსაღვრა...
კერძოდ უნდა შემოვიტანოთ მანძლის განსხვავებული განსაზღვრებები, რადგან როცა მეტრიკა ფართოვდება
შემოდის ახლებური მანძლები....
ზემოთ მოყვანილი ფორმულა გამოდის ცნობილი ლემატრიე...ს მეტრიკიდან. ხაბლის კონსტანტის ევოლუციით წითელი წანაცვლების
და საყაროს სიმკვრივის კავშირებიდან...კერძოდ a=1/1+z,.... H(z)=H0(1+z)*(1+სიმკვრივე+...)
სადაც z- წითელი წანაცვლებაა,H() ხაბლის ცვალებადი კონსტანტა და H0 ხაბლის კონსტანტა დღეს.
თუ ამ ფორმულებს გამოვიყენებთ მივიღებთ მიახლოებით ფორმულას
რადიუსი სამყაროს = (c/H0)*ინტეგრალი dz/(1+z)..
თუ ამოვიღებთ ინტეგრალს მიკროტალღური ფონის განტავისუფლებიდან, ანუ როცა z გახდება დაახლოებით 1100
ზევით დაწერილ ფორმულაში (c/H0) არის ის რაც თქვენ თქვით ანუ 14 მილიარდი სინათლის წელი...ხაბლის რადიუსი.
ინტეგრალი არის ლოგარითმი და იქნება 3-ზე მეტი. ანუ რადიუსს ვღებულობთ 42 მილიარდ წელს..თუ
ხაბლის კონსტანტას უფრო ზუსტ მნიშვნელობას შევიტანთ, ანუ სიმკვრივესაც გავითვალისწინებთ მივიღებთ 46 მდე..
ეს არის დაახლოებითი გამოთვლა.. თუ გექნება შეკითხვები ან ინტერესი, შეიძლება კიდევ უფრო დაზუსტება....
ქვემოთ მოვიყვანე სურათი, სტატიიდან ტამარა დევისის, დიაგრამა სამყაროს რადიუსზე, რომლიდანაც ჩანს გრაფიკი...
ნამდვილი მანძილის(proper distance) და თანმყოლი მანძილის(comoving distance) დროზე დამოკიდებულების...
შესაბამისად ზევით მოყვანილი ფორმულის ზუსტი გამოთვლის შედეგი.
სადაც ასევე ჩანს დღევანდელი დროს მომენტის გადაკვეთის რადიუსი...
This post has been edited by vasovasia on 21 Jul 2014, 04:01
მიმაგრებული სურათი