მართალი ხარ, პატარა მაგალითი მოხსნის გაურკვევლობას

2+3=5, ეს ათობითში
ორობითში:
2=010 (0x2^2+1x2^1+0x2^0)
3=011
ეხლა როგორ მოხდება ლოგიკური ოპერაციების გამოყენებით არითმეტიკული შეკრების რეალიზაცია, ანუ
010___2
+
011___3
----
101___5
**********************
0---1---0___2
+
0---1---1___3
1---0---1___5
****************
გვაქვს კიდევ ერთი დამხმარე თანრიგი C (carry), გადატანა უფროს თანრიგში, როგორც 10-ში, 8+7=5 და 1 გადატანის თანრიგი.
ჯამის ორობითი შუალედური თანრიგისთვის ვიყენებთ ლოგიკურ სქემებს და ლოგიკურ ბაზისს (ამ შემთხვევაში გამორჩევით-დიზიუნკციას, X-OR):
0+0=0
0+1=1
1+0=1
1+1=0
C-სთვის ვიყენებთ კონიუნკციას, ანუ ლოგიკურ გამრავლებას. C=1 მარტო მაშინ როცა შესაკრებების ორივე თანრიგი =1
ჯამის თანრიგის ფორმირებისთვის საბოლოოდ ვიყენებთ შუალედური თანრიგის და C-ს XOR-ს.
********************
თავიდან C=0.
010+ (2)
011 (3)
____
101 =5
ნულოვანი თანრიგები 0+1+C=1, C=0
პირველი თანრიგები 1+1+C=0, C=1
მეორე თანრიგები 0+0+C=1 (C-ში 1 იყო წინა ბიჯზე)
ქვევიდან ზემოთ თუ წავიკითხავთ გამოდის 101.
სულ ეს არის