ალბათ უფრო განახლებად ენერგეტიკას გთხოვენ, თუმცა არის ალტერნატივებიც კარგად რო დაუკვირდე დენი რისთვისაც გინდა იმას უდენოდაც მიიღებ
მაგალითად როგორ გამოიყენება მდინარის ნაპორი ტურბინის სატრიალოდ რომელზეც ეგრევე ხერხია აქვთ დამაგრებული და მოკლედ უდენოდ მშვენიერი სამხერხაო აქვს მოწყობილი

არის კიდე ჭერს ხვრიტავენ და კოკაკოლას ბოთლს გაჭედავენ დაამაგრებენ რომელშიც წყალია ჩასხმული და შენობას მშვენიერად ანათებს (ოღონდ დღის განმავლობაში. კიდე ლინზითაც აკეთებენ შეკრებილი შუქი ბოჭკოვანი მილით გადააქვთ ოთახში და ეგეც შენი უდენოთ განათება
კიდე ბავშვები ციცინათელებს იჭერენ და ლიტრიან ბანკაში ყრიანრომელიც ღამე ანათებს

კიდე აფრიკაშია გავრცელებული ჭაზე ამაგრებენ ქარის ტურბინას რომლელიც ბრუნით ნასოსს ამუშავებს და უდენოდ წყალს ტუმბავს აუზში
კიდე მზის ვაკუუმ კოლექტორებია, აქაცაა გავრცელებული უკვე, ზამთარში 60 გრადუსამდე ათბობს წყალს და ზაფხულში ხო ათუხთუხებს, ესეც შენი გათბობა უდენოდ
მაგრამ ესენი მაინც განახლებადი ენერგიებია
კიდე სტირლინგის ძრავი სითბოსგან რო ბრუნს იღებ და რაშიც გინდა გამოიყენე
კიდე თბური ტუმბო, ანუ სისტემის ნაწილი მიწაშია და ნაწილი ზემოთ, ტემპერატურის სხვაობით კი ფრეონისგან სიცივეს ღებულობ(ზიმალეტა კონდენციონერის პრინციპია), სისტემას კი დენის მაგივრად ქარის ტურბინით ან ისევ მდინარის ნაპორით ამოძრავებ, და გინდა მაცივარი გაქვს გინდა გათბობა
ეუფ ამაღამ ნიკოლატესლა დამესიზმრება ელექტროშოკით ხელში

მოოკლედ უდენოდაც არ მოიწყენს კაცი
მაგრამ მაინც განახლებად ენერგიებს მიაწექი, ალბათ მაგას უფრო გკითხავდნენ პრეზენტაციისთვის