#41781806 · 28 Jul 2014, 20:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Kakha
| QUOTE | | პ.ს. მაგ წარმოდგენილ სქემაში კიდე ერთი პრობლემა არის ენერგიის ჩამკეტში, ის ნახევარგამტარი სარკე რატომ გგონიათ რომ სხივს შეუშვებს მაგრამ აღარ გამოუშვებს? |
კი, მაგრამ მაგას იმით ეშველება, რომ შემოსვლის წინ ორ Q გადამრთველს დააყენებ და რიგ რიგობით გააღებ, რომ უკან არ გაგეპაროს... მაგრამ ეს არ ნიშნავს, მართლა რაიმე მნიშვნელოვანის დაგროვება შეიძლება... სისულელეა...დავწერე ზევით და ვერ გაიგეს და ამიტომ შევწყვიტე..... ამიტომ გავიმეორებ, რადგან შენ მომწერე... მაგალითად ორი სარკე ავიღეთ და მათ შორის დავაგროვეთ...ისმის კითხვა რა დროის განმავლობაში შეიძლება დააგროვო? დავაუშვათ სარკეებს შორის ნახევარი მეტრია და სარკეების არეკვლა 99.9 პროცენტი...
ერთ მიკროწამში ამ ორ სარკეს შორის დაგროვებული სხივი უკვე 1200 ჯერ დაჯახება და აირეკლება...ანუ სულ პირველი შესული უკვე გაქრება... სულ ბოლო შესული მონაკვეთი იქნება მხოლოდ დანაკარგის გარეშე.. ესაა მაქსიმალური ენერგია... თუ დაგროვების დროს გაზრდი, მაგალითად 2 მიკროწამს აიღებ... მაშინ პირველი მიკროწამის დაგროვებული, უკვე სულ იქნება გამქრალი, შტანთქმული სარკეების მიერ... და ასე შემდეგ ანუ ყოველ მეტი დროის დაგროვებაში მხოლოდ ბოლო ერთი მიკროსეკუნდის გაქვს ... დანარჩენი შტაინთქმება... ანუ ასეთი სარკის და ასეთი მანძილის პირობებში, მხოლოდ დაახლოებით ერთი მიკროწამი შეგიძლია დააგროვო.. ეს კი ლაზერის სიმძლავრის მემილიონედია... ანუ ერთ ვატიან ლაზერიდან მხოლოდ ერტ მიკროჯოულზე ნაკლები შეგიძლია დააგროვო ...ეს ხომ სასცილოა.... თავი რომ დავანებოთ ყველასხვა ეფექტებს... დიფრაქცია მაგალითად...
This post has been edited by vasovasia on 28 Jul 2014, 20:14
|