#42064081 · 28 Aug 2014, 18:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
nforumi
| QUOTE | მასე დაწერილს ვერც მე წავიკითხავ, რატო უნდა ვიმარჩიელო რა შენი დაწერილია და რა სხვისი აზრი.
თუ არ გინდა ვინმემ წაიკითხოს და გაიგოს რას წერ, შეგიძლია სულაც დადუმლული ტექსტი დადო, რა პრობლემაა. |
მეც ეგ ვთქვი, მაგრამ ვინ გაიგო..... საერთოდ ამ ფორუმზე ეტყობა მთქმელისა და გამგონის პრობლემებია... განსაკუთრებით მაშინ , როცა პოლიტიკის განყოფილებიდან მოდიხარ....
თუმცა აი მე გადმოვაკოპირებ და ციტატებს გამოვყობ, ამას სულ ორი წუთი უნდა.....
ასე რომ გვევით პოსტში მხოლოდ ციტატებია ჩემი,..... დანარჩენი და კომენტარები mazila -ასი
.......................................................
გამარჯობა გთხოვ, ნუ მიკრიფავ, ცოტა ლაითად. გაუფრთხილდი ნერვებს 2kiss.gif
| QUOTE | | - მე თავიდანვე გითხარი არ ვარ ის პერსონა, მარცხენაში რომ გაულაწუნებენ, მარჯვენა მიუშვიროს... |
არავინ არაა უცოდველი lol.gif
| QUOTE | | - ფიზიკაში ტეორეტიკოსების მიერ შექმნილი უამრავი სხვადსხვა იდეა და მოდელი არსებობს, რომლებზეც თქვენ ყველა ეთერისტებს წარმოდგენაც არ გაქვთ |
მე სულაც არ ვარ ეთერისტი, უბრალოდ ურწმუნო თომა ვარ და ეთერი უბრალოდ ერთ ერთ ჰიპოტეთურ მაგალითად მომაქვს
| QUOTE | | - არასწორია... დრო და სივრცე ყოველთვის არსებობდა... |
ეს შენ ჰოკინგს უთხარი, რომელსაც მაგრად არეკლამებს დისქავერი და რომლის ამ პოზიციამაც ისეთი "ლიჩნი ნიპრიაზნი გამიჩინა, რომ პრიამა კუშატ ნე მაგუ" lol.gif
| QUOTE | | - ეს ძალიან, ძალიან მოკლედ დროითი თანამიმდევრობა .... |
გასაგებია და იგივე ვთქვი, მაგრამ ვერ გამიგე
| QUOTE | | - არავითარი კვარკები არ სხედან კრისტალურ სტრუქტურაში... ასეთი სისულელე საიდან მოიტანე... ? |
მე არსაიდან. ეგ კითხვა გირჩევნია დისქავერის დაუსვა. უკვე გითხარი რომ ძირითადად სამეცნიერო გადაცემებიდან ვსაზრდოობ და არა ღრმა ფიზიკური განათლებიდან ესეთი შედარებაც კი მახსოვს - თუ დავუშვებთ, რომ პროტონი დედამიწაა, მაშინ კვარკი ფეხბურთის ბურთია, რომლებიც ყაველი 100 მეტრის დაშორებითაა ერთმანეთისგან განლაგებული. ეს უკანასკნელი ფრაზა ავტომატურად იწვევს ალმასის სტრუქტურის ასოციაციას, რაც მარტივად კრისტალური სტრუქტურით მოვიხსენიე
| QUOTE | | - ამდენი სისულელები დაწერე ზევით და ახლა მათზე დაყრდნობით ცდილობ მეცნიერებას რჩევა მისცე?... ამას რა დავარქვა? ამბიციურობა?.... თუ უტიფრობა...? გაგაფრთილე აგრესიული ვარ მეთქი.... |
დაარქვი უბრალოდ ინტერესი და თან შენი აგრესიულობა შენთვის შეინახე, არ მინდა რომ რამე უშნოდ გითხრა. ბევრჯერ ავერიდე შენს აგრესიულობას ხან სმაილიკით, ხან უბრალოდ იგნორით... რა არის, თუ მაინცდამაინც ჩხუბი გინდა, ჩემი პოსტების კითხვას კრივზე შესულიყავი lol.gif
| QUOTE | | - რა თავისუფალ მდგომარეობაში დაფიქსირება? რა სისულელეა..... |
წაიკითხე ვიკი. მარტივად წერია - არა კვარკი თავისუფალ მდგომარეობაში, მიუხედავად ელექტრომაგნიტური თვისებების ქონისა, არა შავი მატერია, ელექტრომაგნიტური მახასიათებლების უქონლობის გამო არ ფიქსირდება... მე კი გამოვთქვი პროტესტი იმის თაობაზე, რომ თუ რაღაცა შედგება მცირედიგან, ე ი ეს მცირედი ბუნებაში უნდა არსებობდეს თავისუფალ მდგომარეობაშიც. გაგება რომ გინდოდეს რასაც ვამბობ იოლად გაიგებდი მაგრამ აგრესია გიშლის ხელს
| QUOTE | - ზევით გითხარი, სივრცე მატერიის განფენილობაა... და რამდენადაც მატერიის განლაგება გამრუდებულია მისი ადამიანური სუბიექტური ასხვაც გამრუდებულია.. მატერია არაა სივრცეში განლაგებული....სივრცე, კიდევ გიმეორებ მატერიის განფენილობაა... |
ჯერ ერთი განლაგება ვერ იქნება გამრუდებული, მეორეც არ მესმის რას გულისხმობ, როცა იძახი მატერია კი არაა განლაგებული სივრცეში არამედ სივრცეა მატერეიის განფენილობაო. სივრცე სივრცეა, განლაგება და განფინილება კი განლაგება და განფენილება. ერთადერთი რაც განსხვავება დავინახე ეს ისაა, რომ პირველ შემთხვევაში მატერიის მიმართებას ხსნი სივრცესთან, მეორეში კი სივრცის მატერიასთან. სიტყვებზე ნუ მედავები, შეეცადე მიხვდე შეკითხვის არსს. ერთია სივრცე თავისთავად და მეორეა მისი სამგანზომილებიანი მოდელი. პირველი იბრალოდ სიცარიელეა. მეორე ლოკაციის დასადგენად შემოღებული მოდელი, სისტემა, რომელიც გინდა განლაგება, გინდა განფენილობა დაარქვი, ამ რასაც დაარქმევ, იმის ლოკაციის დასაფიქსირებლადაა შემოღებული სივრცეში
| QUOTE | - სინათლის სიჩქარეზე მეტით მოძრაობა კი არ ხდება გალაქტიკების, არამედ სამყაროს გაფართოება, რომელიც მითრევს გალაქტიკებსაც...და ეს არ ხდება გამრუდების გამო... სინათლის სიჩქარე არის მაქსიმალური ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედებისთვის და არა სამყაროს გაფართოებისთვის... მეტრიკის გაფართოების სიჩქარეს არავინ ზღუდავს .... ასეთი თეორია არ არსებობს.... |
მეტრიკა ალბათ მატერია იგულისხმე და ასეთი თეორია არის ზუსტად ფთ, რომელიც იძახის, რომ მატერიას ვერ ექნება სინათლეზე მაღალი სიჩქარე და კიდევ სიჩქარე არის პარამეტრი, რომელიც დროზეა პირდაპირ მიბმული. დროის ანომალიები დადგენილია ექსპერიმენტალურად. შესაბამისად ანომალია შეიძლება იყოს როგორც უმნიშვნელოდ მცირე, ასევე დიდიც. და თუ სივრცის რაღაც სეგმენტში დრო არ მიმდინარეობს ჩვენი დროის პარალელურად, შესაბამისად სიჩქარე, გინდა სინათლის და გინდა მატერიის იქნება განსხვავებული რამე ესეთი თეორია, ან მიდგომა არსებობს? მე ვიცი რომ არა
| QUOTE | | - ტესლას არასოდეს არავიტარი კავშირია არ ჰქონია ეთერთან... ადამიანის მეცნიერობა ფასდება გამოქვეყნებული ერთი მაინც სტატიით სადაც რაიმე მეცნიერული აზრი იქნება ბუნების მოვლენის აღმწერი.... |
კაცი იძახოდა კიო და შედეგი დადო. შენ იძახი არაო. შენ სიტყვებს გავიმეორებდი, მაგრამ ძალიან აგრესიული ხარ და ცუდად გაიგებ... უბრალოდ გკითხავ ეს რას დავაბრალო? შენ რომ მოგისმინო ერთი სტატია გადაწონის ურიცხვ გამოგონებას... რომლებიც მხოლოდ მისი ფანტაზიის შედეგია და თან იმდენად ძლიერია მისი ფატზაია, რომ ბუნებაც კი უკან იხევს და გამოგონებები მუშაობს +გავიმეორებ ამ კაცს ეძახდნენ მე20 საუკუნის შემქმნელსს და ნობელზეცაა ფიზიკაში წარდგენილი
| QUOTE | | პუანკარემ გამოაქვეყნა ძალიან პატარა სტატია ფარდობითობის თეორიაზე |
პატარა თუ დიდი ამას მნიშვვნელობა არ აქვს უბრალოდ ვთქვი რომ E=Mც2 მისია თქო
| QUOTE | | -ამას არავინ არ უარყოფს... |
არავისზე რა გითხრა არ ვიცი, მაგრამ ამას უარყოფდა თავად ეინშტეინი
| QUOTE | | - მე ამათზე ვთქვი დებილები მეთქი და ახლაც ვიმეორებ... |
სადმე დაინახე, რომ მე ვთქვი რომ გენიოსები არიან მეთქი? მე გითხარი დაუგდე ყური რას ამბობს და გააანალიზე. ტიპი უბრალოდ ფაქტების კონსტატაციას აკეთებს და მორჩა. თავად ფაქტებს ვერ შეეწინააღმდეგები. ინტერპრეტაცია კი - თავადაც შეგიძლია აზრი გამოიტანო ესაა და ეს
შენი შეჯამება გასაგებია... ეხლა ჩემი შეჯამება აგრესია გართმევს სურვილს გაიგო რას ვიძახი და უბრალოდ მეშარები. რატომღაც თვლი, რომ მხოლოდ ფიზიკოსს აქვს უფლება დაინტერესდეს ფიზიკით თვლი რომ სწავლა მეზარება და იმიტომ არ ვიცი. სწავლა არასდროს მეზარებოდა. უბრალოდ არ მიმაჩნია, რომ ის რომ რამემ დაგაინტერესოს, გავალდებულებს იმაში, რომ მეცნიერი გახდე. უბრალოდ მაინტერესებს და სუფთად ადამიანურად ვსვავ კითხვებს შენ კი დაგავიწყდა რომ ესეთი რამე შესაძლებელია და ადამიანიდან ფიზიკოსად იქეცი ... მარტივად რომ აგიხსნა - რომ გაინტერესებდეს აისბერგების გალაგების რუქის შედგენა დროის რაღაცა მომენტისთვის, სულაც არაა საჭირო იცოდე აისბერგის სტრუქტურა, ტემპერატურა, ფორმა და ა შ, უბრალოდ ადგენ მათ კოორდინტებს... იმედი მაქვს ხვდები რაც ვთქვი, ოღონდ ნაკლებად მჯერა, რომ მიიღებ cry.gif
ძალიან გთხოვ, პატიოსნად და ალალი გულით გეუბნები, ყოველგვარი აგრესიის, ცინიზმის, აბუჩად აგდების და ა შ გარეშე პატივს გცემ როგორც მცოდნეს yes.gif და დიდი სიამოვნებით შავავსებდი ჩემს "ცოდნის პრაბელებს" საერთო სურათის აღქმისთვის შენი დახმარებით, მაგრამ თუ არ შეგიძლია თავის ხელში აყვანა და აგრესია გერევა, შეეშვი ჩემს კომენტირებას და შენც წყნარად იქნები და მეც... მართალია დიდად მესიამოვნებოდა შენთან საუბარი, მაგრამ თუ არ გამოგდის ძალაზე კი არ ვარ lol.gif მე კი დავიტოვებ იმედს, რომ ეგება ვინმე, არა აგრესიული ფიზიკოსის, არამედ მშობელივით მზრუნავი ფიზიკის მცოდნის პოზიციიდან დამეხმარება მე - ფიზიკაში ბავშვს, ამა თუ იმ კითხვაზე პასუხი გამცეს და სუფთად ადამიანურად დამეხმაროს გარკვევაში. თუ მეკამათება ხომ საერთოდ კაი, მაგრამ საჩხუბრად აქ არ შემოვსულვარ და დავიღალე ამისი გამეორებით ესაა და ეს... იმედია ალეგორიას მიმიხვდი და ესაც საკამათო თემა არ გახდება
გაიხარე
This post has been edited by alexander_1 on 28 Aug 2014, 18:49
|